ტკბილი წიწაკა სისხლძარღვებს ამაგრებს
ტკბილი წიწაკა – ეს არაჩვეულებრივი პოლივიტამინების პრეპარატი თვითონ ბუნებამ შექმნა.
საკვებში მისი მეტ-ნაკლებად რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს თმის ძირებისა და ფრჩხილების გამაგრებას, მოზარდებში – ფერისმჭამელების გაქრობას. გაციების დროს გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.
ტკბილი წიწაკა დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას (1-2 წიწაკაში მისი დღიური ნორმაა), თუმცა C ვიტამინის ლომის წილი უშუალოდ ნაყოფის ყუნწის სიახლოვესაა. ამიტომ ყუნწისა და თესლებისაგან გათავისუფლების დროს დიდი ნაწილი არ მოაჭრათ.
ტკბილი წიწაკა ასევე მდიდარია P ვიტამინით, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად კაპილარებს ამაგრებს და სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას ზრდის.
წიწაკაში უხვადაა კაროტინი (წითელ ნაყოფში სამჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში). ის ასევე შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, ცილებს, ცხიმებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, რკინას, ფოსფორსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მოკლედ, წიწაკა შეუდარებელია ენერგიის შემცირების, ქრონიკული დაღლისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს.