სასარგებლო რჩევები

თუ რადიკულიტი გაწუხებთ

თუ რადიკულიტი გაწუხებთრადიკულიტის დროს აუტანელი ტკივილის დაძლევაში პირშუშხა დაგეხმარებათ.

რადიკულიტისა და ოსტეოქონდროზის დროს ძალიან ეფექტურია პირშუშხასა და ვაშლის ნარევი:

თანაბარი რაოდენობის ვაშლი და პირშუშხა სახეხზე გახეხეთ და მიღებული ფაფა მტკივან ადგილზე დაიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს რეცეპტი ეფექტურად მოქმედებს ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ნევრალგიის, ართრიტებისა და თავის ტკივილის დროს.

პირშუშხა შეგიძლიათ გამოიყენოთ წელის ტკივილისას. ოღონდ ამისთვის მისგან მალამო უნდა მოამზადოთ:

გახეხეთ პირშუშხა და მიღებული მასა გაწურეთ. წვენი შეურიეთ ნებისმიერ მალამოს თანაბარი რაოდენობით. ძილის წინ მიღებული მასით მტკივანი ადგილები დაიზილეთ, ჩაიცვით მატყლის ზედატანი და ზემოდან შალის ქსოვილი შემოიხვიეთ.

შეგიძლიათ ლიმონის ან ჟოლოს ჩაიც მიირთვათ.