სასარგებლო რჩევები, სიახლეები

ჭეო (ფუტკრის პური ) – უნიკალური პროდუქტი

ჭეო (ფუტკრის პური ) - ყველაზე უნიკალური პროდუქტიჭეო, იგივე ფუტკრის პური – ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილი და ფიჭის უჯრებში ჩატკეპნილი ყვავილის მტვერია, რომელსაც ფუტკარი ამდიდრებს მის მიერ გამომუშავებული ფერმენტებით.

ფუტკარი უჯრედში მოთავსებულ მტვერის მარცვლებს თავით ტკეპნის, აავსებს უჯრედს ¾ ზომამდე, დაასხამს თაფლს და აკონსერვებს, რის გამოც მას ობი არ უჩნდება, ასეთი მტვერი უკვე ჭეოდ იწოდება. ფუტკარს ჭეოში გადატანილი აქვს მის ნერწყვში არსებული ფერმენტები, მონოსაქარიდებად გარდაქმნილი რთული შაქარი, დაზიანებულ გარსიანი ყვავილის მტვრის მარცვლები. ჭეოში წარმოშობილი რძის მჟავა და შაქრების დიდი რაოდენობა ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის სოკოების განვითარებას, რის შედეგად თაფლით გადაბეჭდილ ფიჭის უჯრედებში ჭეო ქიმიურად შეუცვლელი ინახება.

ფიჭაში თაფლით დაკონსერვებული ყვავილის მტვერი – ჭეო ნატურალური პროდუქტია, მისი შექმნა მხოლოდ ფუტკარს შეუძლია და ფალსიფიკაციას არ ექვემდებარება. 

ყვავილის მტვერის და ჭეოს ქიმიური შემადგენლობა თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ ჭეო იმით განსხვავდება ყვავილის მტვერისაგან, რომ ორგანიზმის მიერ ადვილად ათვისებადია, რადგან ძნელად გადასამუშავებელი ყვავილის მტვრის მარცვლები (რომელიც ფუტკრის და ადამიანის კუჭის წვენების ზემოქმედებით ძნელად იშლება), ჭეოში მიმდინარე გარდაქმნის პროცესში მტვერის გარსის დაზიანების გამო მასში არსებული შიგთავსი ადვილად ათვისებადი ხდება. გარდა ამისა, რადგან ფუტკარს შემოაქვს სხვადასხვა ყვავილის მტვერი, ჭეო ყოველთვის პოლიფლორულია.

ჭეოში ყვავილის მტვერისაგან განსხავებით დიდი რაოდენობითაა P, E და განსაკუთრებით A ვიტამინი, რომლის რაოდენობა სტაფილოში არსებულს 20-ჯერ აღემატება, რითაც იგი ხელს უწყობს ერითროციტების წარმოშობას და ანემიის დროს წარმატებული შედეგის მიღებას.

ჭეო ბუნებრივი კონცენტრატია და ადამიანის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის ყველა საჭირო ნივთიერებებს შეიცავს.

  • ჭეოში რძის მჟავა – 3,06%; ყვავილის მტვერში – 0,55%;
  • შაქარი ჭეოში – 34,8 %, ყვავილის მტვერში – 18%.

სხვადასხვა მცენარიდან მოტანილი მტვერი ერთმანეთს ერევა და მტვერში საბოლოოდ ცილა მატულობს და საშუალოდ 20% აღწევს, ცხიმები 1,3-14%, მინერალური მარილები 4-7% შეადგენს. ჭეოში უხვადაა კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და ვიტამინები: B1 – თიამინი, B2 – რიბოფლავინი, B3 – პანტოთენის მჟავა, B6 – ბიოტინი, E – ტოკოფეროლი, P = რუტინი, D – კალციფეროლი, C – ასკორბინის მჟავა და სხვა.

ჭეო პრაქტიკულად ადამიანში არ იწვევს ალერგიას, რადგან ფუტკრის ნერწყვიდან გადასული ფერმენტები შლიან ალერგენებს.

ჭეო წამარტებით გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადების დროს:

ანემიის, ნევროზის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ბრონქული ასთმის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ყაზბობის, კოლიტის, ქოლეცესტიტის, ჰეპატიტის, ციროზის, ექინოკოკოზის, ენდემური ჩიყვის, ადენომის, პროსტატიტის, მამაკაცთა იმპოტენციას, დიდი ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის და სხვათა დროს.

შენიშვნა: აუცილებლად გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციით.