ორსულობა და მშობიარობა

თუ გულძმარვა გაწუხებთ

თუ გულძმარვა გაწუხებთბევრ ორსულს ეს უსიამოვნო შეგრძნება ორსულობის გვიანდელ პერიოდში უჩნდება.

მიზეზი უბრალოა – თქვენი პატარა იზრდება და ქვევიდან ავიწროებს კუჭს, ჰორმონები კი კუჭის მოტორიკას არღვევს და საკვების ნორმალურ გადაადგილებას აფერხებს. ამ დროს კუჭსა და საყლაპავს შორის გამყოფი კარედი დუნდება და მჟავე შიგთავსი უკანვე, საყლაპავში ხვდება. კუჭის მჟავა საყლაპავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. სწორედ ეს იწვევს გულძმარვასა და წვის შეგრძნებას.

ასეთ დროს:

  1. საკვები მცირე ულუფებად მიირთვით, მოერიდეთ მწარე, ცხარე, მჟავე, და ცხიმიანი საკვების მიღებას.
  2. ჭამის წინ არ წამოწვეთ. აჯობებს, გაისეირნოთ, თუნდაც ოთახებში.
  3. მიირთვით გახეხილი სტაფილო
  4. თაფლიანი ფიჭის პატარა ნაჭერი ღეჭეთ ნელა და დიდხანს.ამ დროს საყლაპავს თაფლის სანთლის აპკი ამოეფინება.
  5. შვებას მოგიტანთ გაზავებული ტუტე მინერალური წყლები