სოდა მედიცინაში
საკვებ სოდას ღირსეული ადგილი უკავია საოჯახო აფთიაქში:
კარიესის პროფილაქტიკა: მჟავეები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ კბილებს სოდიანი წყლით. ამის გაკეთება შეიძლება სხვაგვარადაც – დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყლით, დააყარეთ ცოტა სოდა და გაიხეხეთ კბილები. იგი ასევე გაგიპრიალებთ კბილებს ემალის დაუზიანებლად.
მწერების ნაკბენისაგან: ნუ დაიფხანთ კოღოსა და სხვა სისხლისმწოველთა ნაკბენებს. გააკეთეთ ფაფისმაგვარი ნაზავი წყლისა და სოდისაგან და წაისვით ნაკბენ ადგილზე.
ასევე დაგეხმარებათ ჩუტყვავილას მიერ გამოწვეული ქავილისას და ჭინჭრით დასუსხვის შემთხვევაში.
ყელის ტკივილის დროს: გახსენით 0,5 ჩ.კ. სოდა ერთ ჭიქა წყალში და გამოივლეთ ყელში ყოველ 4 საათში ერთხელ: იგი ანეიტრალებს ტკივილის გამომწვევ მჟავეებს. თუ ამ ხსნარს პირის ღრუში გამოივლებთ (რამდენჯერმე დღეში), ეს მოგიხსნით პირის ღრუს ლორწოვანის ანთებას.
გაციების დროს: სასარგებლოა ინჰალაცია. ამისათვის აიღეთ მომცრო ზომის ჩაიდანი და აადუღეთ მასში 1 ჭ. წყალი და 1 ჩ.კ. სოდა. მაგარი ქაღალდისაგან გააკეთეთ მილი, ჩამოაცვით ჩაიდანის ცხვირს და ისუნთქეთ ორთქლი 10-15 წუთის განმავლობაში. ეს ინჰალაცია დაგეხმარებათ ცხვირიდან სველი გამონადენის მოსაშორებლად.