დაავადებები, დერმატო–ვენეროლოგია

სიფილისი

სიფილისისიფილისი  არის  სქესობრივი  გზით  გადამდები  უძველესი  დაავადება.

სიფილისის გამომწვევია ფერმკრთალი ტრეპონემა. ეს დაავადება შედგება  სამი სტადიისგან, რომელიც იოლად გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის დროს.

მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • მაგარი,  მტკივნეული  წყლული  (მაგარი  შანკრი) – რომელიც ინფიცირებულ ავადმყოფთან კონტაქტიდან პირველი ორი-სამი კვირის მანძილზე გენიტალურ მიდამოებში  ჩნდება.  იშვიათ შემთხვევებში შანკრი ჩნდება ენაზე, ტუჩებზე, მკერდზე, ანუსში ან ღრმად საშოში.
  • გრიპის სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა – რომელიც მოგვიანებით, ორი-სამი კვირის შემდეგ ვლინდება;
  • ჯირკვლების გადიდება;
  • უმადობა;
  • ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;
  • გამონაყარი (მკერდის  და  ნეკნების  მიდამოში,  რომელიც  გადადის  ზურგზე,  მუცელსა  და  სახეზე) —  რაც დაახლოებით ექვს კვირას გრძელდება.

დიაგნოზი  დგინდება  თვითონ  წყლულის  —  შანკრის  მიკროსკოპული ანალიზით  ან  სისხლის  მარტივი  სინჯით.  ექიმი გადაწყვეტს,  რომელი  ანალიზია  საჭირო ცალკეულ შემთხვევაში.

როგორც  წესი  სიფილისი  არ გადაეცემა სხვას თუ ავადმყოფმა დაავადების ადრეულ სტადიაზე დაიწყო მკურნალობის კურსი.

ეს დაავადება იკურნება ნებისმიერ სტადიაზე, მაგრამ თუ დიაგნოსტიკა მოხდა გვიან სტადიაზე, ან მკურნალობის კურსი გვიან იქნა დაწყებული, ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება შეუქცევადი გახდეს.

ქალმა,  რომელიც  ავად  არის  სიფილისით  და  არ  გაიარა  მკურნალობის საჭირო  კურსი,  შეიძლება  დააავადოს  მუცლადმყოფი  ბავშვი,  რამაც შეიძლება  გამოიწვიოს მკვდრადშობადობა  ან  დაბადებისას  სერიოზული  დეფექტები  როგორიცაა:  ძვლების,  კანის, თვალების და ნერვული სისტემის დაზიანება.

თუ  სიფილისით  დაავადებულმა  თავის  დროზე  არ  ჩაიტარა  მკურნალობის  კურსი, თვალნათელი  სიმპტომების  არარსებობის  შემთხვევაშიც  და  20  წლის  შემდეგაც  კი  ამ დაავადებას  შეუძლია  ორგანიზმისთვის  სერიოზული  ზიანის  მიყენება:  თავის  ტვინის,  გულის, ღვიძლის დაზიანება.
პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი ყოველი სექსუალური კონტაქტის დროს და თავი შეიკავეთ  სექსუალური  კონტაქტისაგან  იმ  ადამიანებთან,  რომლებსაც  კარგად  არ იცნობთ.

ნებისმიერი ეჭვის დროს სიფილისით  დაავადების  შესაძლებლობაზე,  სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს.