დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემა

ხერხემლის გამრუდება

ხერხემლის გამრუდებატანადობის დარღვევას კუნთების ტონუსურ-ძალოვანი დისბალანსი განაპირობებს. ეს ხერხემლის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებული არ არის და პრაქტიკულად, მთლიანად შექცევადი პროცესია.

ტანადობის დარღვევას სხეულის ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნებაში ერთი, ორი ან სამი კუნთის მონაწილეობის მიუღებლობა იწვევს, რასაც სხეულის პოზებისა და მოძრაობის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების “შეცდომები” განაპირობებს.

ნერვული სისტემა ამა თუ იმ კუნთის დაძაბვის ხარისხსა და სახსრების დატვირთვაზე ინფორმაციას მრავალრიცხოვანი მგრძნობიარე რეცეპტორის დახმარებით იღებს და მას კუნთების მართვისთვის იყენებს. სამწუხაროდ, ტანადობის უკვე ფორმირებული დარღვევის გამოსწორება მხოლოდ სწორი პოზის იძულებით შენარჩუნებით შეუძლებელია. ამ პრობლემის დასაძლევად, პირველ რიგში, საჭიროა მიზეზის პოვნა და ნერვულ-კუნთოვანი აპარატის “პერეკვალიფიკაცია”. დადებითი ეფექტი შესამჩნევი სპეციალისტის ჩარევის პირველსავე დღეებში ხდება.

რა არის სქოლიოზი

სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც გამოწვეულია მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სტრუქტურული ცვლილებებით.

სკოლიოზის გართულებაა:

  • ტორსის დეფორმაცია (ამ უკანასკნელის ხშირი მიზეზია ორსულობის და მშობიარობის პათოლოგიები);
  • შინაგანი ორგანოების გადანაცვლება;
  • გულმკერდის ყაფაზის “დაგრეხვა” და ფილტვების მოცულობის შემცირება;
  • ბრონქიტი;
  • ზურგში ტკივილი;
  • მალთაშორისი დისკის თიაქარი;
  • ართროზი.

სკოლიოზი სრულიად შექცევადი დეფორმაცია არაა, მაგრამ მისი მკურნალობა აუცილებელია.

ჩამოგითვლით იმ შედეგებს, რისი მიღწევაც სპეციალისტებს შეუძლიათ:

  •  დაავადების პროგრესირების შეჩერება;
  • კუნთების გადაძაბვისა და ტკივილის მოხსნა;
  •  ხერხემლისთვის ფიზიოლოგიური მოძრაობის აღდგენა.
ხერხემლის დათვალიერების მეთოდიკა ადვილია და შემდგომში მდგომარეობს:
  • კარგია, თუ ბავშვის დათვალიერებას მზის სხივებით განათებულ ოთახში მოახდენთ. ბავშვს გახადეთ ტანსაცმელი (დატოვეთ მხოლოდ ქვედა საცვალში), დააყენეთ იატაკზე, ხელები უნდა ჰქონდეს დაშვებული და ზურგზე სინათლე თანაბრად ეცემოდეს. ბავშვის ზურგიდან 2-3 მეტრის მოშორებით დაჯექით გამართულად და დააკვირდით: სიმეტრიულადაა თუ არა ყურები, მხრები, ბეჭის ძვლები, წელი, ჩაღრმავებები გავის ძვლის ზემოთ, დუნდულების ნაოჭები და თავად დუნდულები. ასევე, დააკვირდით, ერთ სიმაღლეზე დგას თუ არა იდაყვის სახსრები. თუ ეს გამოსაკვლევი ორიენტირები არასიმეტრიულია ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ღერძის მიმართ, მაშინ ტანადობის დარღვევა ან სკოლიოზია საეჭვო.
  • დააკვირდით, სიმეტრიულად დააწყო თუ არა ბავშვმა ტერფები. არასიმეტრიულობა მენჯის ძვლის პრობლემაზე მეტყველებს.
  •  სთხოვეთ ბავშვს, ხელებით იატაკს მისწვდეს, ამასთან, ზურგი ამოზნიქოს. დააკვირდით, შუა ხაზიდან ტანი ხომ არა აქვს გადახრილი, კუნთი წელის მალების რომელიმე მხარეს ხომ არაა ამობურცული ან სულაც, გულმკერდის ყაფაზში რომელიმე ნეკნი ან ბეჭის ძვალი ხომ არაა “ამოვარდნილი”.
  •  სთხოვეთ ბავშვს, ხელები ზურგს უკან წაიღოს და ერთმანეთს შემოაჭდოს, შემდეგ გადაიხაროს ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს. დააკვირდით, რომელიმე მხარეს ხომ არა აქვს შეზღუდული გადახრა.
  • შეხედეთ ბავშვს გვერდიდან. დააკვირდით, ხომ არა აქვს ზედმეტად გამოწეული ან პირიქით — ჩაწეული მკერდის ძვალი ან მუცელი წინ ხომ არა აქვს გამოწეული.

თუ აღმოაჩენთ რომელიმე სიმპტომს, მაშინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ასეთი დათვალიერება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ ან უფრო ხშირად, განსაკუთრებით, ბავშვის ინტენსიური ზრდის პერიოდში.

ტანადობის დარღვევა და სკოლიოზის მკურნალობა

რომელიმე ერთ მეთოდზე (მანუალურ თერაპიაზე, მედიკამენტოზურ თერაპიაზე, სამკურნალო ფიზკულტურაზე) ჩაციკვლა შეცდომა იქნება. აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა და ამ მეთოდების საჭიროებისამებრ, კომბინირებული გამოყენება.

მკურნალობის მთავარი ამოცანაა კუნთების სწორი ტონუსურ-ძალოვანი ბალანსის აღდგენა, რაც არცთუ მარტივი საქმეა.

ტანადობის დარღვევისა და სკოლიოზის პროფილაქტიკა:
  • არ დასვათ ჩვილი დროზე ადრე, არ ატაროთ მხოლოდ მარჯვენა ან მხოლოდ მარცხენა ხელით;
  • ბავშვს შეურჩიეთ შესაფერისი ზომის ავეჯი;
  • მოსწავლის სამუშაო ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული, სინათლე უნდა ეცემოდეს მარცხნიდან;
  •  საწერი მაგიდა უნდა იყოს ფართო: მასზე არა მარტო წიგნი და რვეული, არამედ წინამხრებიც უნდა ეტეოდეს;
  • თუ მეცადინეობის დროს ბავშვი წიგნთან ძალიან ახლოს იხრება, აუცილებლად შეუმოწმეთ მხედველობა:
  • წამოწოლილ მდგომარეობაში კითხვა ან ტელევიზორის ყურება რეკომენდებული არ არის;
  • მეცადინეობის დროს აუცილებელია შესვენების გაკეთება და გავარჯიშება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური განვითარება. მისი “ვარჯიშის რაციონი” უნდა შეიცავდეს როგორც სწრაფ მოძრაობებს (ჩვეულებრივი დილის გამამხნევებელი ვარჯიში), ისე გაჭიმვებს ანუ ნელ ვარჯიშებს, რაც კუნთების ელასტიკურობას აუმჯობესებს. სასარგებლოა მოძრაობითი თამაშები: ცოცვა, ხეზე ასვლა, ჩაკუზ-აკუზვა (ბუქნები), სირბილი და რაც მთავარია, ცურვა. სწრაფი ზრდის პერიოდში ხტუნვისა და სირბილისგან თავის შეკავებაა საჭირო.

ძვლისთვის აუცილებელი კომპონენტის — კალცის შესავსებად, ბევრი ბავშვი თვითნებურად, ცარცსაც კი ჭამს. ცარცით კალციუმის შევსება არ ღირს. მიეცით ბავშვს რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, თევზი — ეს პროდუქტები კალციუმისა და ვიტამინების ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს.

არ დაივიწყოთ, რომ მამოძრავებელ აპარატზე გავლენას ემოციური მდგომარეობაც ახდენს. ნევროზიან ბავშვებს წელში მოხრილობისკენ აქვთ მიდრეკილება. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი თითქმის ყველა დაავადების უპირველეს პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს.