დიეტა

სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი მეთოდი

სიმსუქნესთან ბრძოლის ახალი მეთოდიამერიკული “პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სამუშაო ჯგუფის” რეკომენდაციების გათვალისწინებით, აშშ-ში სიმსუქნის ნიშნების არსებობაზე ყველა სკოლის მოსწავლეს გამოიკვლევენ, რათა ამ სენთან ბრძოლა რაც შეიძლება ადრე მოხდეს.

როგორც ცნობილია, შეერთებულ შტატებში სიმსუქნე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ზედმეტი წონით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ ყოველდღიურად, უამრავი თანხა იხარჯება.

სიმსუქნე ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, ინფარქტი, ინსულტი და სხვა, მაგრამ სათანადო ღონისძიებების მიღების შემთხვევაში, ამ გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

კვლევის პროცესში სპეციალისტები მოსწავლეებს განუმარტავენ კვების თავისებურებებს, ფიზიკური აქტიურობის მნიშვნელობას, ასევე ჩაატარებენ წონის დაკლებასთან დაკავშირებულ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს.