სიახლეები

 შეაჩერე წითელას გავრცელება – არ გადადო, აიცერი!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

NCDC-ის ინფორმაციით, 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში – 86. ამასთან, შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი 19,5%.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული ვირუსის პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია უფასოა და მის ხარჯს სახელმწიფო ანაზღაურებს.

“დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისას ვაქცინაციაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს. ჩვენ არავის ვაშინებთ, უბრალოდ, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ გაიკეთონ აცრა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ცენტრში აცხადებენ, დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით:

  • ბავშვთა გეგმიური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა;
  • წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია;
  • 20 – 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია;
  • 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია;

NCDC ასევე გაფრთხილებთ:

  • წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!
  • ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა!
  • წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს!!! არ გადადოაიცერი და დაიცავი შენს ირგვლივ მყოფი მომავალი დედები!
  • აიცერი და წითელასაგან დაიცავი შენი და შენი შვილის ჯანმრთელობა!
  • შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოშიარ გადადო, აიცერი!
  • 40 წლამდე პირებისა და ბავშვებისათვის უფასო აცრებს უზრუნველყოფს სახელმწიფო!
  • არ გადადოაიცერი!
  • აიცერი და დაიცავი!

 

მასალა მომზადებულია NCDC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით