შავი ჩაი მხნეობას შეგმატებთ
თუ წვეულებებმა დაგღალათ, გასამხნევებლად დილით ნამდვილი შავი ჩაი – პუერი მიირთვით!
შავი ჩაი შეგმატებთ მხნეობას. ის ყავაზე მეტად ამხნევებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, დაბლა სწევს მომატებულ წნევას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ზედმეტ კილოგრამებსაც ებრძვის.
ჩაი მინის ან ფაიფურის ჩაიდანში უნდა დააყენოთ. ორგანიზმის გამწმენდი ეფექტის მისაღებად ეს ჩაი უშაქროდ უნდა მიირთვათ.
პუერის ჩაი ფილებადაა დაფასოებული. გამოყენებისას პუერის ჩაის ფილას 2-3 სანტიმეტრის ნაჭერი ჩამოაცალეთ, ცოტა ხნით მოათავსეთ ცივ წყალში, შემდეგ წყალი გადაწურეთ და მდუღარე დაასხით.
კარგი ხარისხის პუერის გამოყენება რამდენჯერმე შეიძლება. პირველად ნაყენის მისაღებად 10-30 წამი დაგჭირდებათ, შემდეგ 2-3 ჯერზე კი მუქ ნაყენს უცებ მიიღებთ.