დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

შარდსასქესო ორგანოების ჰერპესული დაავადება

შარდსასქესო ორგანოების ჰერპესული დაავადებაშარდსასქესო ორგანოების ჰერპესული დაავადების განვითარების მიზეზია მარტივი ჰერპესის ვირუსი.

ჰერპესის ვირუსით დასნებოვნება ხდება არა მხოლოდ სექსუალური კონტაქტით, არამედ კოცნისა და საერთო საგნების მოხმარების გზითაც. ჰერპესით დაავადებული ადამიანი გადამდებია მხოლოდ დაავადების გამწვავების პერიოდში.

ინკუბაციური პერიოდი 3-7 დღეა. დაავადება იწყება მწვავედ, სასქესო ორგანოებზე ჩნდება ბუშტუკები, რომლებიც შემოსაზღვრულია წითელი გარსით. ბუჭტუკები შემდეგ გარდაიქმნებიან ეროზიებად, რომლებმაც შესაძლოა დატოვონ დაზიანების საკმაოდ დიდი კერები.ანალოგიური ცვლილებები შეიძლება განვითარდეს შარდის გამომყოფი არხის ლორწოვან გარსზეც და განვითარდეს ჰერპესული ურეთრიტი.

ამ დროს ადამიანს აწუხებს :

  • ტკივილი;
  • წვა შარდვისას;
  • დილაობით – გამონადენი;
  • მატულობს ტემპერატურა;
  • გადიდებულია ლიმფური კვანძები.

შარდსასქესო ორგანოების ჰერპესული დაავადებადაავადების ეს სომპტომები შესაძლოა გაქრეს მკურნალობის გარეშეც 1-2 კვირაში, მაგრამ დაავადებულთა 3/4-ში იგი კვლავ მეორდება.

დროის შუალედი განმეორებამდე (რეციდივამდე) მერყეობს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე.

დაავადების მორიგე რეციდივის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • სტრესული სიტუაციები;
  • იმუნიტეტის დარღვევა;
  • გაცივება;
  • კვების არასწორი რეჟიმი;
  • ორსულობა;
  • ზოგჯერ მენსტრუაციის დასაწყისი.

შარსასქესო სისტემის ჰერპესული დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:

  • ურეთროცისტოსკოპია – შარდსადენი მილის ინსტრუმენტული გამოკვლევა.
  • სისხლის ანალიზი ჰერპესის ვირუსზე.

შარდსასქესო სისტემის ჰერპესულ დაავადებაზე ეჭვისას აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რათა დროულად დაიწყოთ მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მოხდა მეორადი ინფექციის მიერთება, შესაძლოა არასასურველი გართულებები მოჰყვეს.