დაავადებები, სტომატოლოგია

პარადონტოზი

პარადონტოზიპარადონტოზი საკმაოდ ხშირი სტომატოლოგიური დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია კბილების კარგი ფიქსაცია, ღრძილების რეტრაქცია, კბილების ყელის გაშიშვლება, ღრძილების და კბილების მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა გამღიზიანებელზე.

ყოველივე გამოწვეულია ადამიანის კბილებისა და ძვლების თავისებური აგებულებით.

პაროდონტოზის დროს ნორმალური, ჯანმრთელი კბილები თანდათან ირყევა და ბოლოს ყველა მათგანი სცვივათ. ამ დროს ინფექცია ხვდება კბილსა და ღრძილს შორის სივრცეში, რის გამოც იწყება კბილის ფესვსა და ძვალს შორის კავშირის ე.წ. პერიოდონტალური კავშირის დარღვევა.

ინფექციის მოშორების შემდეგ, ძვლოვან ქსოვილთან შედარებით, სწრაფად აღდგება ღრძილის რბილი ქსოვილი, რომელიც ავსებს ფესვსა და ძვალს შორის არსებულ სივრცეს, ანუ იმ ადგილს სადაც ადრე მაგარი ძვალი იყო და კბილი “ეჭირა”, ახლა კი მის ნაცვლად ღრძილის რბილი ქსოვილი წარმოიშვება.

პაროდონტოზის დროს კბილი დატვირთვისას ხდება არამდგრადი, იწყებს რყევას და ბოლოს ამოვარდება.

პარადონტოზის მკურნალობისთვის საჭიროა არა მარტო ინფექციის ლიკვიდაცია, აუცილებელია დაზიანებული და დაკარგული ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა.

პარადონტოზზე მცირედი ეჭვის დროსაც აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.