სავარიქსი გელი
სავარიქსი გელი / SAVARIX GEL – P.P.E.GEMI , პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
C05BA53
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გელი: ტუბში 30 გ,50გ ,100 გ
ცხენისწაბლას ექსტრაქტი (1:1, ეთანოლი 60º) . . . 5.0 გ
ჰეპარინ ნატრიუმი. . . . . . . .50000 სე
ანესთეზინი. . . . . . . . . . . . 1.0 გ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი ანტითრომბოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქ¬მე¬დებით გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სავარიქს გელს გააჩნია მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ შემდეგ აქტიურ ნივთიერებებთან:
- ჰეპარინ ნატრიუმის მარილი: გააჩნია ანტიკოაგულანტური, თრომბოლიზური მოქმედება, რომელიც ამცირებს შედედების პლაზმური ფაქტორების აქტივობას, აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოიხატება ჰიალურონიდაზის აქტიურობის დათრგუნვით;
- ცხენისწაბლას ექსტრაქტი (1:1 ეთანოლ 60º): შემადგენლობაში არსებული ტრიტერპენული საპონინების წყალობით, ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო, ვენების მატონიზირებელ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებებს, ასტაბილურებს სისხლძარღვთა გამტარიანობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს ლიმფოსტაზს, ხელს უშლის სტაზის განვითარებას, რითაც აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას.
- ანესთეზინი: ავლენს ადგილობრივ გამაყუჩებელ მოქმედებას შეშუპების, კანის ანთების (რომელიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან), კანქვეშა ჰემატომების (სისხლჩაქცევების), ტრავმების დროს.
ჩვენებები
- დამხმარე თერაპია: შეშუპებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ტრავმული);
- კანქვეშა ჰემატომები;
- ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა;
- ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
- თრომბოზი;
- ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში.
დოზირების რეჟიმი
კანის დაზიანებულ ადგილებზე გელის თხელი ფენის შეზელვით 3-5-ჯერ დღეღამეში. არ გამოიყენება სახვევის და ელასტიური წინდის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ადგილობრივი ანთება, წვა).
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
არ იხმარება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და დასხივებით დაზიანებულ კანზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ სისხლდენისკენ მიდრეკილება.
ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (ჭინჭრის ციება, ქავილი, წვა ან გულისრევა) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. დაუშვებელია პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა.
გავლენა სატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ფორმა და გამოყენების წესი უზრუნველყოფს დაცვას მისიგადაჭარბებული დოზით გამოყენებისგან. გადაჭარბების ვარაუდის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჰეპარინის ანტიდოტს წარმოადგენს პროტამინ სულფატი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენების დროს ჰეპარინის ნატრიუმის მარილის რეზორბცია სისხლში შეზღუდულია.
შიგნით მისაღებ სხვა ანტითრომბულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა დააჩქაროს ჰეპარინის მოქმედება და გაახანგრძლივოს სისხლის პლაზმის შედედების დრო.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება დახურული შეკვრაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, შუქისგან დაცულ ადგილას 15-250 Cტემპერატურაზე.
ვარგიასიანობის ვადა – 3 წელი.
P.P.E. GEMI