მედა, მედიკამენტები

სოლკოსერილი პასტა / Solcoseryl Paste

სოლკოსერილი პასტა / Solcoseryl Pasteსოლკოსერილი / Solcoseryl (დენტალური ადჰეზიური პასტა /dental Adhesive Paste) – სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

რეგისტრაციის ნომერი
სავაჭრო სახელწოდება: სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა

სამკურნალწამლო ფორმა: პასტა ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა1 გრამზე

აქტიური კომპონენტი:
სოლკოსერილი – ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლის ქიმიურად და
ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატი;
(მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით)2.125მგ
პოლიდოკანოლი 60010.000მგ

კონსერვანტები
მეთილ=პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) 1.800მგ
პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216)0.200მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ნატრი კარბოქსიმეთილცელულოზა22.875მგ
პიტნის ზეთი 2.925მგ
მენთოლი0.075მგ

პასტის ფუძე:
(ნატრი კარბოქსიმეთილცელულოზა, ჟელატინი, პექტინი,
პოლიეთილენი 350.000, თხევადი პარაფინი960.000მგ

აღწერილობა
მკრთალი-რუხი ერთგვაროვანი მარცვლოვანი, იოლადგანაწილებადი მასა პიტნის სუნით
ერთფეროვანი რძისფერი-თეთრი ემულსია ანანასის სუნით

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ქსოვილების აღდგენის სტიმულატორი
ატქ კოდიAO1AD11

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
სოლკოსერილი არის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატიმიღებული ძუძუმწოვარა ხბოების სისხლისგან ულტრაფილტრაციის გზით. შეიცავს დაბალმოლეკულური(მასით 5000 დალტონი) ბუნებრივი შენაერთების ფართო სპექტრს: ნუკლეოზიდებს და ნუკლეოტიდებს, ამინიმჟავებს, ოლიგოპეპტიდებს, მიკროელემენტებს, ელექტროლიტებს, ნახშორწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლების შუალედურ პროდუქტებს. სოლკოსერილი ააქტივებს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტს უჯრედულ დონეზე, ზრდის ჟანგბადის ათვისებას, ასტიმულებს ატფ სინთეზს, აძლიერებს დაზიანებული უჯრედების პროლიფერაციას, განსაკუთრებით ჰიპოქსიის პირობებში, რის გამოც აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. სოლკოსერილი ასტიმულებს ანგიოგენეზს, ხელს უწყობს იშემიზირებული ქსოვილების რევასკულარიზაციას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს კოლაგენის სინთეზისა და გრანულაციური ქსოვილის ზრდისათვის,
აჩქარებს რეეპითელიზაციას და ჭრილობის დახურვას. სოლკოსერილს გააჩნია აგრეთვე მემბრანების მასტაბილიზებელი და ციტოპროტექტორული მოქმედება
პოლიდოკანოლ 600 -ადგილობრივი ანესთეთიკი მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს მათ შექცევად ბლოკირებას. ავლენს სწრაფ და ხანგრძლივ მოქმედებას, გაუტკივარება იწყება ლორწოვანზე წასმიდან უკვე 2 5 წუთში და გრძელდება 3 5 საათი.
სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა ლორწოვანის დაზიანებულ ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს რითაც იცავს მას მეხანიკური და ქიმიური დაზიანებებისგან 3-5 საათის განმავლობაში და ასრულებს სამკურნალო ნახვევის ფუნქციას.

ფარმაკოკინეტიკა
შესწავლილი არ ყოფილა

ჩვენებები გამოყენებისთვის
სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა გამოიყენება ნებისმიერ ასაკში ადგილობრივად შეხორცების დასაჩქარებლად, ტკივილის მოსახსნელად და დაზიანებული ზედაპირის დასაცავად შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გინგივიტი და პაროდონტოს დაავადებები, მათ შორის ოპერაციული ჩარევები, იმპლანტატების ჩაყენება და კბილის ქვების მოცილება;
  • ნაწოლები მოსახსნელი პროთეზების შეგუების სტადიაში;
  • ალვეოლიტი;
  • სტომატიტი;
  • ლორწოვანის დაზიანება ჰერპესის დროს;
  • აფტები და ნახეთქები.

უკუჩვენებები
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. მათ შორის პარაჰიდროოქსიბენზოის მჟავაზე (E210), რომლის არსებობა გაპირობებულია წარმოების ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებით.

გამოყენების წესი და დოზა
პრეპარატი მოწოდებულია პირის ღრუს ლორწოვანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დაზიანებულ ზედაპირს წინასწარ ამშრალებენ ტამპონით, შემდეგ უსვამენ პასტის 0.5სმ ზოლს შეზელვის გარეშე და ასველებენ წყლით. პროცედურას იმეორებენ 3-5 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
მკურნალობა გრძელდება დაავადების ნიშნების გაქრობამდე.
სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა ქმნის დამცავ აპკს ლოწოვანზე და იცავს მას მექანიკური და ქიმიური ზემოქმედებისაგან 3-5 საათის მანძილზე. შველ ზედაპირზე წასმის შემთხვევაში შესაძლებელია ხანგრძლივი სამკურნალო მოქმედების შემცირება..
მოსახსნელი პროტეზების გამო გაჩენილი ნაწოლების შემთხვევაში პასტას უსვამენ მშრალ პროტეზზე და ასველებენ მას.
მკურნალობის კურსზე პრეპარატის რეკომენდებული რაოდენიბა არის 1 ტუბი (5გ)

გვერდითი მოქმედება
გემოვნების შეცვლა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (ლოკალური შემსივნება), რის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება ანუ პრეპარატით ინტოქსიკაცია
არ არის დაფიქსირებული პრეპარატის დოზის გადაჭარბების შენთხვევები

განსაკუთრებული მითითებები
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის ჩადება ჭრილობის ღრუში ძირითადი კბილების ამოღების, აგრეთვე აპიკოტომიის შემდეგ, როდესაც კბილბუდის ჭრილიბა მოიჭიმება დამატებით ნაკერით.
პრეპარატი არ შეიცავს ინფექციის საწინაარმდეგო კომპონენტს, ამიტომ მწვავე ინფექციების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ანთებისა და ინფექციის საწინააღმდეგო წინასწარი მკურნალობა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, აგრეთვე მოხუცებსა და ბავშვებში არ არის ცნობილი წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენებისა ორსულებსა და ლაქტაციის დროს, თუმცა სპეციალური კონტროლირებადი კვლევა მისი უსაფრთხოებისა ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ ჩატარებულა.
შეზღუდვა გამოყენებისა ბავშვეში არ არის.
ასევე არ არის შეზღუდვა გამოყენებისა მოხუცებში.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
დღემდე არ არის გამოვლენილი რაიმე ურთიერთქმედება სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტისა სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
პირის ღრუში სხვა სავლებ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა წასმულ იქნას გამოვლების შემდეგ.

გამოშვების ფორმა
5გ პასტა ალუმინის ტუბში. თუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 300ჩ ტემპე¬რატურაზე.
მშრალი მარცვლოვანი კონსისტენცია განსაზღვრავს პასტის ადჰეზიურ თვისებებს და არ მიუთითებს ხარისხის გაუარესებაზე.. ტუბის გახსნისას შეიძლება გადმოიღვაროს ზეთი, რაც ასევე არ ნიშნავს პასტის ხარისხის გაუარესებას

შენახვის ვადა
4 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ

მწარმოებელი
ლეგასი ფარმაცევტიკალს შვეიცარია გმბჰ., 4127, რურჰბერგშტრასსე 21, ბირსფელდენი, შვეიცარია