დიეტა

სასარგებლო რჩევები

სასარგებლო რჩევებიპროცედურა ასეთია: არაფერს ჭამთ. სვით მხოლოდ ფორთოხლის წვენი (თბილ წყალში გარეული), ყოველ 2 საათში თითო ჭიქა. თუ ფორთოხლის წვენი არ მოგწონთ, ბოსტნეულის წვენები ან სულაც უბრალო წყალი მიირთვით. ასე გრძელდება საღამოს 8 საათამდე. მეორე დღეს იგივე გაიმეორეთ.

ყოველდღე მარხვის დროს ყურადღება მიაქციეთ, შხამებისა და ნარჩენებისგან კუჭ–ნაწლავი სუფთავდება თუ არა. საჭირო შემთხვევაში გაიკეთეთ ოყნა. მარხვის დროს წარმოშობილი სიმპტომები ნუ შეგაშფოთებთ. ტემპერატურამ ცოტა აიწია? დალიეთ თბილი წყალი. თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, სისუსტეს, უძილობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მალე გაივლის. ენის ნადები და პირის ცუდი გემო ამ დროს დამახასიათებელია, რაც ნიშნავს, რომ ქსოვილები შხამებისგან იწმინდება.

მარხვის შემდგომი დიეტა

3–4 დღის შემდეგ შეწყვეტთ რა მარხვას, უნდა სვათ ახალი რძე, ყოველ 2 საათში ნახევარი ლიტრა. უნდა სვათ ნელ–ნელა, მთელი დღის მანძილზე. მეორე დღეს შეგიძლიათ აირჩიოთ:
საუზმედ – 2 ფორთოხლის წვენი, ყურძენი, ვაშლი (კარგად დაღეჭეთ).
სადილად – სალათა, წიწმატი, პამიდორი, ზეითუნის ზეთიანი გახეხილი სტაფილო, თაფლიანი ლიმნის წვენი, შემწვარი რუხი პური, კარაქი, მსხალი და ვაშლი.
ვახშმად – კომბოსტო, ორთქლზე შემზადებული სტაფილო, შავქლიავი, ლეღვი, ჩამიჩი. ორი დღის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენი დაავადებისთვის შესაფერ რაციონს.

გონივრული კვება

ორგანიზმის გაწმენდის შემდეგ საჭიროა გონივრული კვება. ჩვენს ორგანიზმში ალკოლოიდურობის აღდგენა ნატუროპათიის უპირველესი ამოცანაა. ეს შესაძლებელია ალკოლოიდური და მჟავური რეაქციების გამომწვევი საკვების თანაფარდობით (75 და 25%).
სწორედ ამის გამო დიეტაში მთავარი ნედლი ბოსტნეული და ხილია. აი, მკურნალობის მთელი საიდუმლო და გასაოცარი ეფექტი!
რაც შეეხება მჟავე რეაქციის გამომწვევ საკვებს, საჭიროა მისი ისე შერჩევა, რომ ორგანიზმმა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მაქსიმუმი მიიღოს მჟავე ნარჩენების მინიმუმით. ამ თვალსაზრისით, ხორცი ცუდი საკვებია. ამიტომ ავადმყოფობის შემდგომი პერიოდის დიეტაში ხორცის რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირეთ. თუ შეგიძლიათ, საერთოდ უარი თქვით ხორცზე. ის მკვეთრად გამოხატულ მჟავე რეაქციებს იწვევს; ამასთან, ნაწლავებში სწრაფად ლპება და ტოქსიკურია.
მჟავე რეაქციებს იწვევს თეთრი პური, თეთრი შაქარი, ბურღული, გათლილი კარტოფილი და ბრინჯი. ყველა ეს პროდუქტი ნაკლებად მავნეა, თუ ბუნებრივი სახით მოვიხმართ. აიღეთ მუქი შაქარი, ბზემოუშორებელი ბრინჯი, “მუნდირიანი” კარტოფილი, რუხი პური.
შაქარი, რამდენადაც შესაძლებელია, შეცვალეთ ხილის ჩირითა და თაფლით. ცხიმებიდან ყველაზე კარგია სიმინდისა და ზეითუნის ზეთი; ცილების საუკეთესო წყაროა კვერცხი, კაკალი, ნატურალური ყველი.
ტორტები, ნამცხვრები, პუდინგები და სხვა ტკბილეული დიეტური არ არის. სხვადასხვა სახით საკაზმები და სოუსებიც გამორიცხულია. ჩაის, ყავას, ალკოჰოლს ნატუროპათია უარყოფს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, ხანდახან ბაცი ჩაი არ დალიოთ.

როდის რა დავლიოთ

ჭამის დროს წყლის სმას ყოველთვის ერიდეთ. საჭმლის მონელების პროცესზე ეს ცუდად მოქმედებს, ხდება კუჭის წვენის გაზავება.
ჭამამდე ნახევარ საათზე გვიან და ჭამის შემდეგ სამ საათზე ადრე წყალი არ უნდა დალიოთ.

ძილის შემდეგ დილით და ძილის წინ საღამოთი, ერთი ჭიქა ცხელი წყლის ან წყლით გაზავებული ხილის წვენის დალევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მით უმეტეს, თუ ეს ბუნებრივ მკურნალობასთან ერთად კეთდება.
ცხელი ან ცივი წყალი და ხილის წვენები საუკეთესო სასმელია. რძე საკვებია და არა სასმელი; ძალზე კარგია რძის სმა ხილთან ერთად.

დაუშვებელია მაგარი ჩაის ან ყავის სმა. ორივე სასმელი ცუდად მოქმედებს საჭმლის მონელებასა და ნერვულ სისტემაზე, აგრეთვე თირკმელებსა და გულზე. ვინც თავს ვერ იკავებს, ხანდახან უშაქრო, ბაცი ჩაი დალიოს, ოღონდ ჭამის დროს არა.

წყალი სვით მხოლოდ მაშინ, როცა გწყურიათ.

როგორია ეს ვარჯიშები?
დღეში ორჯერ, მაგალითად, დილის 9 საათსა და საღამოს 7 საათზე, შეეცადეთ, გაისუფთავოთ ნაწლავები, მიუხედავად იმისა, სურვილი გაქვთ თუ არა, მაგრამ ზედმეტი ჭინთვის გარეშე. ეცადეთ მსუბუქი დაწოლით ნაწლავების ამუშავებას, ოღონდ ძალიან ნუ დაიძაბებით. ეს არის ნაწლავების ვარჯიში. თანდათან მათ დაუბრუნდებათ საჭირო აქტივობა. გახსოვდეთ, წარმატება უცებ არ მოდის. ყველაფერი დამოკიდებულია კუნთების მოდუნების ხარისხზე. წარმატება აუცილებლად მოვა. ოღონდ საჭიროა შეუპოვრობა და დღეში ორჯერ კუჭში გასვლა გარანტირებული გექნებათ.

ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებამდე გაიკეთეთ ოყნა: პირველ კვირაში ყოველდღე, შემდეგ კი – დღეგამოშვებით. ნაწლავების წყლით ავსების შემდეგ რამდენიმე წუთი გულაღმა იწექით. ჯერ მარცხენა მხარეს გადაბრუნდით, მერე – პირქვე, შემდეგ მარჯვენა მხარეს და მერე ისევ – პირქვე.
ეს ორგანიზმის გასუფთავების უხიფათო მეთოდია. როგორც კი ნაწლავები ნორმალურ მუშაობას დაიწყებს, ოყნას მოეშვით.

პირველი დახმარების აღმოჩენა

აპოპლექსიური დარტყმა – ამ შემთხვევაში ავადმყოფი ზურგზე დააწვინეთ, რომ თავი და მხრები წამოწეული ჰქონდეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ენერგიულად დაუზილეთ ტანი და კიდურები. ტანზე და კიდურებზე დაფენილი სველი კომპრესები თავიდან სისხლის გამოდევნას დაეხმარება. კარგია აგრეთვე ფეხებზე მდოგვის ცხელი აბაზანა. შესაძლებლობისთანავე გაუკეთეთ თბილი ოყნა. ავადმყოფი გადაიყვანეთ საკაცით (ავტომობილი მავნებელია).
სულის ხუთვა – პირველ რიგში ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეთ. შემდეგ ეცადეთ, აღუდგინოთ სისხლის ცირკულაცია. ეს კი ცივი წყლით დაზელით და მასაჟით მიიღწევა. ქსოვილის ნაჭერი ცივ წყალში დაასველეთ (წყალს სუფრის ან ინგლისური მარილი დაუმატეთ), ენერგიულად დაუზილეთ კუნთები და კიდურები, შემდეგ მასაჟი გაუკეთეთ. ავადმყოფის მდგომარეობიდან გამოსაყვანად ზოგჯერ სულის ხუთვისას საჭიროა ხანგრძლივი და დიდი ძალისხმევა. ნუ შეჩერდებით, რადგან შესაძლოა, 2–3 საათზე მეტიც დასჭირდეს.
გაზებისგან დასაცავად ცხვირზე და პირზე უნდა შემოახვიოთ წყალში დასველებული ნაჭერი. რამდენადაც შეიძლება, შეიკავეთ სუნთქვა და ოთახის ფანჯრები გააღეთ ან ჩამოამტვრიეთ.

ყაბზობის მკურნალობა

ყაბზობის მიზეზი ნაწლავების მოდუნებაა, რასაც ძირითადად რაფინირებული, არაბუნებრივი საკვები იწვევს. შეკრულობის დროს ნაწლავების კუნთები თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ამ კუნთების გავარჯიშება და გამოჯანმრთელებაა. ყველაზე უკეთ ეს მიიღწევა სწორი დიეტით და რეჟიმით. ამისთვის საჭიროა დღეში ორჯერ ელიმინაციური ანუ ორგანიზმიდან მავნე პროდუქტების გამომდევნი კუნთების ვარჯიში. სასაქმებელი საშუალებები არ იხმაროთ.