ეი-ბი-სი, მედიკამენტები

სალიკორტი®

სალიკორტი

შემადგენლობა: სალიკორტი®-ს 300 მგ კაფსულა შეიცავს: 50% (150 მგ) თეთრი ტირიფის ქერქს ((Salicin), 50% (150 მგ) იუკას ფესვებს (Saponins).

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი (მათ შორის ართრიტული და რევმატული) საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ტირიფის ქერქი შეიცავს სალიცინს, რომლის ქიმიური ფორმულა აცეტილსალიცილის მჟავის იდენტურია. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სალიცინის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აცეტილსალიცილის მჟავასთან შედარებით გვიან ვლინდება, მაგრამ აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებისგან განსხვავებით დიდხანს გრძელდება და სალიცინის შედარებით დაბალ დოზებში მიღებისას მიიღწევა შესაბამისი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. სალიცინი აფერხებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების, ტკივილისა და ცხელების გენეზში.
სალიცინს ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური და იმუნომასტიმულირებელი თვისებები.
სალიცინის გამოყენება არ იწვევს გვერდითი მოვლენის სახით კუჭის გაღიზიანებას და კუჭიდან სისხლდენას, რაც მისი მთავარი უპირატესობაა აცეტილსალიცილის მჟავასთან შედარებით.
იუკას ფესვები შეიცავს ბუნებრივ სტეროიდულ საპონინებს, რომლებსაც გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება, უზრუნველყოფენ ტკივილის, შეშუპების და შებოჭილობის შემცირებას ართრიტების დროს.

ჩვენებები:

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული დაავადებები: სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ხერხემალი და სხვა), რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა, ართროზი, (შეშუპების, ტკივილის და დაჭიმულობის მოხსნა); ტენდინიტი; ბურსიტი; მიოზიტი.
  • ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, წელის ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს.
  • ცხელება და გაციება.

დოზირება და მიღების წესი:
1 კაფსულა 3- ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.

უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა. არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, აგრეთვე 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ასთმით, დიაბეტით, გასტრიტით, ჰემოფილიით და კუჭის წყლულით დაავადებულ პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
არ არის აღწერილი.

შენახვის ვადა და პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა- 2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
300მგ კაფსულები # 60 შეფუთვაში.
წარმოებულია კომპანია ,,IVERTA NUTRACEUTICALS 23 DUKE STREET WINDSOR SLR4 1 SH, LONDON, United Kingdom ტექნოლოგიით და ზედამხედველობის ქვეშ შპს ,,ივერთა -ს მიერ, საქართველოში