გეა, მედიკამენტები

ბეტადერმი / BETADERM

ბეტადერმი / BETADERM – BETAMETHASONI DIPROPIONAS; GENTAMYCINI SULFAS
PPharmaceutical Company JELFA S.A.,პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07CC01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი: ტუბში 15 გ
ბეტამეტაზონი(დიპროპიონატის სახით) . . . . . . . .0,5მგ ,1 გ
გენტამიცინი (სულფატის სახით) . . . . . . . . . . .1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ქლორკრეზოლი 1 მგ, ცეტოსტეარილის სპირტი 72 მგ, თეთრი ვაზელინი 150 მგ, თხევადი პარაფინი 60 მგ, კრემოფორი A25 22.5 მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი 0.81 მგ, კალიუმის დიჰიდროფოსფატი 5.86 მგ, ხემოდერმი 841 0.2 მგ, პროპილენგლიკოლი 50 მგ, დინატრიუმის ვერსენატი 0.2 მგ, გასუფთავებული წყალი 1 გ-მდე.
მალამო: ტუბში 15 გ, 1 გ
ბეტამეტაზონი (დიპროპიონატის სახით) . . . . . . . 0.5 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) . . . . . . . … . . . 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი 250 მგ, ლანოლინის სპირტი 30 მგ, ცეტოსტეარილის სპირტი 20 მგ, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი 0.05 მგ, ბუტილჰიდროქსიანიზოლი 0.05 მგ, თეთრი ვაზელინი 1 გ-მდე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კორტიკოსტეროიდი ანტიბიოტიკთან ერთად

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტადერმის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ავლენენ კომბინირებულ მოქმედებას კანის ანთებითი ცვლილებების მკურნალობისას, რომლებიც მიმდინარეობს ჭარბი კერატოზით, ალერგიული ნიშნებით, დამატებით გართულებული ბაქტერიული ინფექციით.
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი: ჰიდროკორტიზონ ფტორის სინთეზური წარმოებულია. ადვილად აღწევს კანში და ავლენს ანთების, ქავილის, ალერგიის საწინააღმდეგო ძლიერ მოქმედებას. თრგუნავს ანთებითი პროცესის განვითარების მიზეზებს, ხელს უშლის ჰისტამინის გამოთავისუფლებასა და ალერგიის ადგილობრივი სიმპტომების გამოვლენას. სისხლძარღვების შემავიწროვებელი ადგილობრივი მოქმედების გამო ამცირებს ექსუდაციურ რეაქციებს. ბეტამეთაზონის დიპროპიონატი კანში არ ბიოტრანსფორმირდება. კანიდან ორგანიზმში შეღწევის შემდეგ ღვიძლში მეტაბოლიზდება და გამოიყოფა, ძირითადად, შარდთან და ნაკლები რაოდენობით ნაღვლის წვენთან ერთად. კანიდან ბეტამეთაზონის დიპროპიონატის შეწოვა იზრდება ნაკეცების არეში ნაზ კანზე გამოყენებისას, დაზიანებული ეპიდერმისის მქონე კანზე ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე გამოყენებისას. გარდა ამისა, შეწოვა იზრდება სამკურნალო საშუალების ხშირად ან კანის მნიშვნელოვან ზედაპირზე გამოყენებისას. ბეტამეთაზონის დიპროპიონატის კანიდან შეწოვა უმცროსი ასაკის პირებში გამოხატულია უფრო ძლიერად, ვიდრე მოზრდილებში.
გენტამიცინის სულფატი: განეკუთვნება მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. ანტიბაქტერიულ მოქმედებას ავლენს გრამუარყოფითი და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. მალამოს სახით მისი გამოყენების ჩვენებებია მეორეული ინფექციები კანის დაავადებების დროს, თუ ინფიცირება გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით, ასევე ამგვარ ინფექციაზე ეჭვისას. გენტამიცინის სულფატი დაუზიანებელ კანზე ადგილობრივად გამოყენების შემდეგ არ აბსორბირდება, მაგრამ ტრამვით, დამწვრობით და დაჟეჟილობით დაზიანებულ კანზე გამოყენების შემდეგ შეიძლება სისტემურ აბსორბციას დაექვემდებაროს.
გენტამიცინის სულფატი არ ბიოტრანსფორმირდება ორგანიზმში და გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენებები
ბეტადერმი გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი, ანთებითი მდგომარეობების (დერმატოზების) დროს, განსაკუთრებით ალერგიული დასაწყისით, რომლებიც გართულებულია განმეორებითი ბაქტერიული ინფექციით და მიმდინარეობს ჭარბი კერატოზით, ქავილით ან ძლიერი ალერგიული რეაქციებით, ძირითადად შემდეგი მდგომარეობების დროს: ატიპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, მარტივი ქრონიკული სირსველი, გარქოვანებული ეგზემა, ფსორიაზი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, წითელი მგლურას კანის ფორმა, პოლიმორფული ერითემა.

დოზების რეჟიმი
გამოიყენება ადგილობრივად, მცირე რაოდენობით მალამო წაისმევა კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში 1-2-ჯერ. მალამოს გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ არ შეიძლება.
თუ ძალიან აუცილებელია ნახვევის დადება, მაშინ უნდა მოხდეს ჰაერის გამტარი ნახვევის გაკეთება, რომლის დროსაც არ შეიძლება მჭიდრო, ცელოფნის ნახვევის გამოყენება. შესვენების გარეშე მკურნალობის 2 კვირაზე ხანგრძლივად ჩატარება არ შეიძლება. ერთი კვირის განმავლობაში 45 გ-ზე მეტი მალამოს გამოყენება არ არის. რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
მალამოს კანზე წასმის შემდეგ არ შეიძლება ცელოფნის ნახვევის დადება, რომელიც ხელს შეუწყობს კანის სინოტივისა და ტემპერატურის მომატებას.
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელიც განვითარდა სამკურნალო საშუალების გამოყენებისას.
ექიმის მიერ რეკომენდებულზე ხანგრძლივად პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, ვინაიდან სხეულის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივად ხმარებისას იზრდება მისი შეწოვა და ისეთი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის სიხშირე, როგორიცაა შეშუპება, ჰიპერტენზია, სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატება, ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება.
მალამოს გამოყენების ადგილას ინფექციის გაძლიერების შემთხვევაში ექიმს შეუძლია მიკრობებისა და სოკოს საწინააღმდეგო დამატებითი მკურნალობის გამოყენება.
საჭიროა რეკომენდაციის გათვალისწინება იმის თაობაზე, რომ სახის კანზე პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გვერდითი ეფექტების გამოვლენის საშიშროების გამო, როგორიცაა მცირე სისხლძარღვების ხანგრძლივად გაფართოება, ტუჩების არეში კანქვეშა უჯრედისის ატროფია ხანმოკლე გამოყენების შემთხვევაშიც კი.
სიფრთხილით გამოიყენება კანქვეშა უჯრედისის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდების, გენტამიცინის ან მალამოს ფუძის შემადგენელთა მიმართ. კანის ვირუსული, სოკოვანი ან ტუბერკულოზური დაავადებები, კანის ახალწარმონაქმნები, ვარდისფერი და საყმაწვილო ფერიმჭამელები, ჩუტყვავილა, ფლებიტები და ტროპიკული წყლულები. გამოყენება არ შეიძლება კანის ფართო მონაკვეთის დაზიანებისას, განსაკუთრებით რომლებიც მიმდინარეობს კანის მთლიანობის დაზიანებით, მაგალითად დამწვრობებისას. არ შეიძლება ხანგრძლივად გამოყენება ბაქტერიების განვითარებადი რეზისტენტობის გამო. სახის კანზე გამოყენება არ შეიძლება. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატს არ იყენებენ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატ ბეტადერმის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე
პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქიკურ შრომისუნარიანობას, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრების გაკეთება არ შეიძლება. მკურნალობის დროს ასევე არ შეიძლება სხვა სახეობის იმუნიზაციის ჩატარება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250 Cტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, გაყინვა დაუშვებელია

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Pharmaceutical Company JELFA S.A.