სასარგებლო რჩევები

რატომ არის საშიში მუცლის მოვლითი ტკივილები

მუცლის ტკივილიმუცლის არეში ტკივილი ყოველთვის საყურადღებო ნიშანია.

უნდა გახსოვდეთ, რომ ის ბევრად უფრო მძიმე პათოლოგიით შეიძლება, იყოს გამოწვეული, ვიდრე გასტრიტია. ამიტომ, საჭიროა, მწვავე გასტრიტის დიფერენცირება მწვავე აპენდიციტის ატიპურ ფორმებთან, მწვავე პანკრეატიტთან, პერიტონიტთან, ნაწლავთა მაღალ გაუვალობასთან, რომელიც ნაწლავების ზედა ნაწილში განვითარებული პროცესით არის გამოწვეული. მას ახასიათებს მოვლითი ტკივილები ჭიპის არეში, რაც გულის კოვზისკენ გადაეცემა, ღებინება. ამონაღებ მასაში არის ნაღვლის მინარევები. ეს იმას ნიშნავს, რომ სწრაფად პროგრესირებული ინტოქსიკაცია მიმდინარეობს.

მწვავე აპენდიციტის ატიპური ფორმები ხასიათდება სწრაფად პროგრესირებული ტკივილის სინდრომით, რომელსაც თერაპიული მკურნალობა ვერ აცხრობს.

მწვავე პანკრეატიტს კი ახასიათებს ტკივილი მარცხენა მხარეს, კერძოდ, მარცხენა ნეკნქვეშა არეში, ზურგში. ტკივილი გადაცემითია და ახასიათებს მუცლის მკვეთრი შებერილობა, ასევე, ახასიათებს ნაწლავთა პერისტალტიკის დათრგუნვა, ცვლილებები სისხლსა და შარდში.

პერიტონიტს ყოველთვის თან ახლავს მუცლის ფარის ანუ პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები, რომელიც არ აღინიშნება მწვავე გასტრიტის დროს.

ამიტომ ყოველთვის გულდასმით დააკვირდით, როგორ გტკივათ მუცელი, რა ადგილას აღინიშნება მოვლითი ტკივილები, საით გადაეცემა ტკივილი და ამის შემდეგ მიიღეთ შესაბამისი ზომები.