დიეტა

რა უნდა ვჭამოთ, რომ გავხდეთ

რა უნდა ვჭამოთ, რომ გავხდეთდიეტოლოგები ხშირად გვითითებენ რა არ უნდა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ, ამჯერად კი გვირჩევენ, რა უნდა ვჭამოთ, რომ გავხდეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, ეს რჩევები განკუთვნილია ჯანმრთელი ადამიანებისთვის, თუ რაიმე დაავადება გაწუხებთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ და ქვემოთ მოცემული რჩევები მას შეუთანხმეთ.

პომიდორი ზედმეტ სითხეს გამოდევნის
კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, პომიდორი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის. ცოცხალი პომიდორი, გარდა იმისა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესს და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის გამკვრივებას.

კვერცხი შიმშილის გრძნობას კლავს
მას, ვინც რეგულარულად მიირთმევს კვერცხს, უფრო ადვილად შეძლია გახდომა. კვერცხი ჰორმონთა დონეზე მოქმედებს და მადას აქვეითებს. გარდა ამისა, მასში შემავალი თავისუფალი ჰორმონი ადინოპექტინი ცხიმოვან ქსოვილებში ინსულინის მოქმედებას აძლიერებს, ეს კი, თავის მხრივ, აჩქარებს ცხიმოვანი ცვლის პროცესს. იმისთვის, რომ წონაში ადვილად დაიკლოთ, კვირაში ორჯერ მიირთვით ომლეტი, ერბოკვერცხი ან მოხარშული კვერცხი ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად.

პარკოსნები სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს
ოსპი, ბარდა, ცერცვი ორგანიზმს მცენარეული წარმოშობის ცილებითა და უჯრედისებით ამარაგებენ, რის შედეგადაც სისხლში შაქრის შემცველობა მცირდება. ამ დროს ორგანიზმი შემცირებული მარაგის შესავსებად სწორედ ცხიმების “საწყობს” მიადგება. გარდა ამისა, ამგვარი საკვების მიღების
შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ. თუ გახდომას აპირებთ, მიირთვით პარკოსნები კვირაში 2-3-ჯერ.

ნუში იოლად დაგანაყრებთ
ნუშის გული აუცილებლად კანიანად უნდა მიირთვათ, მასში უხვადაა სასარგებლო ფლავონოიდები. ნუში დიდხანს და გულმოდგინედ უნდა დაღეჭოთ. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნუში, პრაქტიკულად, არანაირად არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე. გასახდომად საკმარისია დღეში 10 ცალი ნუში, შეგიძლიათ ის ხილის სალათებსაც შეურიოთ.

ორაგული ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს
ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ყველა ჰორმონის წარმოსაქმნელად ფარისებრ ჯირკვალს ყოველდღიურად ესაჭიროება გარკვეული რაოდენობის იოდი. ერთი ულუფა ორაგული იოდის სწორედ დღიურ ნორმას შეიცავს.
გარდა ამისა, ორაგული მდიდარია ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ით, რომელიც ორგანიზმს მატებს ძალას, მხნეობას, შრომისუნარიანობას და კარგ გუნება-განწყობასაც კი. მიირთვით ახალი თევზი კვირაში ორჯერ. ორაგული შეგიძლიათ პიქშით ან ვირთევზათი ჩაანაცვლოთ.