დაავადებები, დერმატო–ვენეროლოგია

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს უჯრედშიდა გამომწვევი – ქლამიდია.

ინფიცირების ძირითადი გზაა სქესობრივი კავშირი, ორგანიზმის გარეთ ქლამიდია მალე იღუპება, ამასთანავე, ინფიცირებისთვის საჭიროა ქლამიდიების გარკვეული რაოდენობა, ამიტომ მისი გადადება უნიტაზიდან, თეთრეულიდან ან სხვა რომელიმე საერთო ნივთიდან, ფაქტიურად შეუძლებელია.

ქლამიდიოზი გავრცელებულია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ქლამიდიით ინფიცირდება ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები,  თვალი,  ურეთრა.

ინკუბაციური პერიოდია 7-30 დღე.

ქლამიდიოზი ხშირად  უსიმპტომოდ  მიმდინარეობს.

დაავადება ძირითადად შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

მამაკაცებში:

  •  გამონადენი სასქესო ორგანოდან;
  • ურეთრიტი;
  • თვალის ინფექცია;
  • წვა;
  • ქავილი;
  • ტკივილი აქტის დროს.

ქალებში:

  • სისხლდენა მენსტრუაციის ციკლებს შორის;
  • გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
  • ურეთრიტი;
  • თვალის ინფექცია;
  • წვა;
  • ქავილი;
  • ტკივილი აქტის დროს
  • მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი.

ქლამიდიოზს ახასიათებს გარკვეული გართულებები:

მამაკაცებში:

  • ორხიტი;
  • ეპიდიდიმიტი.

ქალებში:

  • საშვილოსნოს ანთება;
  • საკვერცხეების ანთება.

ეს გართულებები უშვილობის ხშირი მიზეზებია.

ქლამიდიოზი  განკურნებადია,  ამასთან დაგვიანებულმა  და  არაკვალიფიციურად ჩატარებულმა  მკურნალობამ  შეიძლება  გამოიწვიოს  მთელი  რიგი  გართულებები,  მათ  შორის უშვილობა, ორსულობის პერიოდში ქლამიდიით დაინფიცირებამ კი _ ბავშვის თვალის, ყურის, ფილტვის  დაზიანება.
ქლამიდიოზის სამკურნალოდ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მკურნალობისას ყურადღება  უნდა  მიექცეს  შემდეგ ფაქტორებს:

  • მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება მალე გაქრეს;
  • პარტნიორებმა უნდა იმკურნალონ ერთდროულად;
  • მკურნალობის პროცესში თავი უნდა შეიკავონ სქესობრივი ურთიერთობებისა და ალკოჰოლის მიღებისგან;
  • მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ აუცილებელია ანალიზის განმეორებითი აღება.

ქლამიდიოზის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია უსაფრთხო სექსი.