დაავადებები, ინფექციური დაავადებები

პოლიომიელიტი

https://lh6.googleusercontent.com/-PGRNXS1Au80/T0uomfHZSQI/AAAAAAAACFw/88DzKXTKvwU/s242/103.jpgპოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებით, შედეგად ვითარდება კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლა. მისი გამომწვევია ვირუსი პოლიოვირუსის , რომელიც მიეკუთვნება ენტეროვირუსების გვარსა და იკორნავირუსების ოჯახს. პოლიომიელიტის სინონიმებია: მწვავე ეპიედემიური პოლიოიმელიტი ( აცუტე ანტერიორ პოლიომყელიტის), ჰეინე-მედინის დაავადება, ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა, ინფანტილური პარალიზი, პოლიო.

პოლიომიელიტი ვრცელდება დაბინძურებული საკვებითა და ნივთებით. დაავადება ძირითადად გვხვდება 5წლამდე ან 20-40 წლის ასაკში.

პოლიომიელიტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშემწყობი ფაქტორების არსებობას, კერძოდ:

  • არაიმუნიზირებული ადამიანები ბავშვთა და ხანდაზმულ ასაკში;
  • ორსულობა;
  • ახლადჩატარებული ტონზილექტომია;
  • დაზიანებული B ლიმფოციტები;
  • დაბალი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა;
  • ვაქცინის დეფიციტი და არასრულფასოვანი იმუნიზაცია.

დაავადება იწყება მწვავედ და განიცდის პროგრესირებას. აღინიშნება პროქსიმალური მოტორული ნეირონების სისუსტე, პროცესის ასიმეტრია. მდგომარეობა თანდათან უარესდება.
არსებობს პოლიომიელიტის 3 ფორმა:

აბორტული (გრიპის მაგვარი მიმდინარეობით) — არასპეციფიური დაავადებაა, გვხვდება 4-8%-ში. კლინიკურად მსგავსია ვირუსული ინფექციებისა და გაივლის 1-2დღეში.

მისთვის დამახასიათებელია:

  • ყელის ტკივილი
  • დაბალი ცხელება
  • თავის ტკივილი
  • საერთო სისუსტე
  • ანორექსია
  • ღებინება
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა

აბორტული ფორმის დროს ხდება სრული აღდგენა.

არაპარალიზური (ასეპტიური მენინგიტი) — ვითარდება დაინფიცირებულ ადაიანთა 1-5%-ში   და გაივლის 5-10დღეში.

დამახასიათებელია – ჩამოთვლილ სიმპტომებს დამატებული:

  • კისრის და ზურგის კუნთების რიგიდობა
  • მიალგია

არაპარალიზური ფორმის დროს ხდება სრული აღდგენა.

პარალიზური (სხვადასხვა სიმწვავით და აღდგენით) — ვითარდება 0.1-2%-ში.

დამახასიათებელია – ზემოთ ჩამთვლილ სიმპტომებს დამატებული:

  • კუნთების ინტენსიური ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და შეხებისას მომატებული მგრძნობელობა.
  • აბზობა
  • ქვედა მოტორული ნეირონების სისუსტე
  • კუნთთა ასიმეტრიული დაზიანება, რომელიც იწყება 2-5დღის შემდეგ თავის ტკივილიდან და პიკს აღწევს არაუმეტეს 3-5დღისა.
  • სისუსტე ჩვეულებრივ იწყება წელის არიდან, შემდეგ ერთვება გულმკერდის არე და შემდეგ კისრის არე.  ბულბალური ფორმის დროს   ხდება კრანიალური ნერვების (IX,X,ხშირად VII წყ.ნერვების) ბირთვების დაზაიანება. ბულბალური სისუსტე შემთხვევათა 10-20%-ში მანიფესტირდება, როგორც გაორებული მხედველობა, ღეჭვის და ყლაპვის გაძნელება, ხდება რბილი სასის და ენის პარეზი, სუნთქვის გაძნელება, მეტყველების დარღვევა ან სახის კუნთების სისუსტე.

არსებობს პოლიომიელიტის სხვადასხვა ვარიანტები:

  • პრედომინანტური სპინალური;
  • პრედომინანტური ბულბალური – დამახასიათებელია: ყლაპვის გაძნელება, მეტყველების გაძნელება, ცხვირში ლაპარაკი;
  • ულბოსპინალური;
  • ავტონომიური დისფუნქცია — დამახასიათებელია: სულხუთვა, გულის ფრიალი, მყარი ორთოსტატული ჰიპოტენზია;
  • ენცეფალიტი მენტალური სტატუსის ცვლილებებითა და კრუნჩხვებით —https://lh5.googleusercontent.com/-JUU4BUdXeDE/T0uoq9vS1VI/AAAAAAAACF4/14twEL8D2t0/s334/Polio.jpg იშვიათია და დამახასიათებელია: სისუსტე, ლეთარგია, კუნთთა ტონუსის დაქვეითებადა რიგიდულობა.

პოლიომიელიტი 90%ში ასიმპტომურად მიმდინარეობს. 5%-ში — ცხელებით. 1%-ში — ასეპტიური მენინგიტით. 1%ში — ვითარდება პარალიზური პოლიომიელიტი 2-5 დღიანი ცხელების შემდეგ.

პოლიომიელიტის შემთხვევათა 80%-ში აღდგენა ხდება დაავადებიდან 2-6 თვის განმავლობაში, სიკვდილიანობა 5%-ზე ნაკლებია და იგი უმეტესად გვხვდება 40წლის ზევით დაავადების პირველი 2კვირის განმავლობაში.

პოლიომიელიტის დიაგნოზი ემყარება:

  • კლინიკურ ანამნეზს;
  • თავზურგტვინის სითხის გამოკვლევას;
  • პოლიოვირუსის გამოყოფას პსრ-ით ლიქვორიდან, ხახის ნაცხიდან, ფეკალიებიდან.
  • ელექტრომიოგრაფიას და ნერვული გამტარობის გამოკვლევას, რომლის საშულებით ხორციელდება დაზიანებული ნერვის მიელინიზაციის შესწავლა.

დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიომიელიტის პროფილაქტიკას, რაც ემყარება: პირველად პრევენცია-იმუნიზაციას OPV ვაქცინით საქართველოშო მოწოდებული აცრის კალენდრის მიხედვით. (2,3 და 4თვეზე 18 თვეზე და რევაქცინაცია 5წელზე).

მკურნალობის ტაქტიკას საზღვრავს ექიმი ავადმყოფის საერთო მდგომარეობის და გართულებების გათვალისწინებით.