ეი-ბი-სი, მედიკამენტები

ანგიოფლუქსი (Angioflux)

ანგიოფლუქსი (Angioflux)
SULODEXIDE
AESCULAPIUS FARMACEUTIC, იტალია
ათქ კლასიფიკაციის კოდი: B01AB11

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
რბილი კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.
1 კაფს.
სულოდექსიდი . . . . . . . 250 სე
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
სულოდექსიდი . . . . . . . 600 სე

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თრომბოზისა და შედედების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტითრომბული და ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ჰეპარინოიდი. ანგიოფლუქსს გააჩნია ანტიკოაგულაციური, ანტიაგრეგაციული, ფიბრინოლიზური და ანგიოპროტექტული მოქმედება. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, შედედების აქტივირებულ X ფაქტორს, ზრდის პროსტაციკლინის სინთეზს და სეკრეციას, აქვეითებს სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის შემცველობას. ანგიოფლუქსი ზრდის პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორის დონეს და აქვეითებს პლაზმინოგენის ქსოვილოვანი ინჰიბიტორის შემცველობას სისხლში. ანგიოფლუქსის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი განპირობებულია ლოპოპროტეინლიპაზას აქტივობის მომატებით და ათეროგენული ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმის დაჩქარებით. ანგიოფლუქსი თრგუნავს სისხლძარღვთა კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვის ენდოთელიუმის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, ახდენს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას სისხლში პრეპარატი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში. 90% აბსორბირდება სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიერ (სადაც პრეპარატის კონცენტრაცია 20-30 ჯერ აღემატება სხვა ორგანოების ქსოვილებში მის კონცენტრაციას). მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. ანგიოფლუქსი გამოიყოფა თირკმელებით; ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50% გამოიყოფა 24 სთ-ში, 67% გამოიყოფა 48 სთ-ში;

ჩვენება:

  • ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი, ქრონიკული ვენური წყლული.
  • პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება (ათეროსკლეროზული და დიაბეტური გენეზის).
  • ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია (ნეფროპათია, რეტინოპათია,ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია (დიაბეტური ტერფი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია).
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში და ადრეული აღდგენის პერიოდში).
  • დისცირკულატორული ენცეფალოპათია განპირობებული ათეროსკლეროზით, შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებით.
  • სისხლძარღვოვანი დემენცია.
  • თრომბოფილური მდგომარეობა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში, დაბალმოლეკულური ჰეპარინის შემდეგ).
  • მკურნალობის გაგრძელება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტული თრომბოციტოპენიის შემთხვევაში (პრეპარატი არ იწვევს და არ აღრმავებს თრომბოციტოპენიას).
  • ანგიოპათიები თრომბის განვითარების მაღალი რისკით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ, სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია).
  • თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი:
მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე.
ანგიოფლუქსი 1 ამპულა/დღეში ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად. ინტრავენური გამოყენებისთვის 1 ამპულა იხსნება 150-200მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ანგიოფლუქსი 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, კვებათა შორის ინტერვალში.
ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის 7-10 დღიდან 1 ამპულა 1-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში;
ექიმის გადაწყვეტილებით მედიკამენტის დოზა და მიღების ჯერადობა შეძლება შეიცვალოს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

  • ვინაიდან ანგიოფლუქსის მოლეკულური ფორმულა ჰეპარინის მსგავსია, პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ჰეპარინის და ჰეპარინოიდების მიმართ.
  • ჰემორაგიული დიათეზი. ორსულობის I ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. არსებობს პრეპარატის გამოყენების დადებითი შედეგები I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში სისხლძარღვოვანი გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის- გესტოზების სამკურნალოდ ორსულობის II და III ტრიმესტრში.
გვერდითიმოვლენები:
კაფსულები: იშვიათად ვითარდება გასტრო-ინტესტინალური დარღვევები, ღებინება და ეპიგასტრალგია. ამპულები: ინექციის ადგილას იშვიათად აღინიშნება ტკივილი, წვის შეგრძნება და ჰემატომა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები არის ტრანზიტორული
ჭარბი დოზირება:
ვითარდება სისხლდენა. მკურნალობა: 1% პროტამინის სულფატი (3 მლ ი/ვ).
სიფრთხილის ზომები:
ანგიოფლუქსის გამოყენებისას აუცილებელია კოაგულოგრამის რეგულარული კონტროლი.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
ანგიოფლუქსი აძლიერებს ჰეპარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადა:
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
ანოტაცია მოწოდებულია: Med-Doctor.Net-ის მიერ.