პაპაიას ჩაი კიბოს წინააღმდეგ
ფლორიდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა პაპაიას (ნესვის ხე. მას, აგრეთვე, პურის ხესაც უწოდებენ) ჩაი კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად დაასახელეს.
მეცნიერთა აზრით, ექსტრაქტი და ჩაი, რომლებიც ამ მცენარის ფოთლებისგან იწარმოება, სიმსივნურ დაავადებებს ეფექტიანად ებრძვის.
ექსპერიმენტის ანგარიში ჟურნალ Ethnopharmacology-ში დაიბეჭდა. სტატიაში მოყვანილი მონაცემები მეტყველებს, რომ პაპაია კიბოსთან საბრძოლველად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მისი ფოთლები აფერხებს საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლებისა და პანკრეასის სიმსივნეთა განვითარებას. განსაკუთრებული ეფექტიანობით პაპაიას ჩაი გამოირჩევა.
ამ მცენარის კიბოზე ზემოქმედების მექანიზმი ასეთია: პაპაიას ფოთლები სასიგნალო მოლეკულების გამომუშავებას ასტიმულირებს, ეს მოლეკულები კი იმუნური სისტემის მოწესრიგებას უწყობს ხელს.
პაპაია ჯანსაღ უჯრედებს არ ვნებს, ასე რომ, თანამდევი მოვლენები გამორიცხულია.