სასარგებლო რჩევები

ფლავონოიდები და ადამიანის ორგანიზმი

ფლავონოიდებიფლავონოიდების სახელწოდება ლათინური სიტყვა “ყვითელი”-სგან მომდინარეობს.

ფლავონოიდები ფენოლური შენაერთების სახესხვაობაა. ისინი, ძირითადად, ფოთლებში, ყვავილებში და ნაყოფში კონცენტრირდება. იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ღეროში და მიწისქვეშა ნაწილებში. მცენარეებში ფლავონოიდების უმეტესობა გლიკოზიდის სახითაა, რომლებიც უკეთ ზავდება უჯრედის წვენში.

ითვლება, რომ ფლავონოიდური პიგმენტი მცენარეებში ფილტრის როლს ასრულებს, იცავს ქსოვილს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ანტოციანები ყვავილებს კაშკაშა შეფერილობას სძენს, რაც იზიდავს მწერებს და ხელი ეწყობა დამტვერვას.

ფლავონოიდებს ადამიანის ორგანიზმში მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია: პე ვიტამინური აქტიურობა, სპაზმის მოხსნა, წნევის დაწევა, სისხლში გლუკოზის დონის დაწევა, ნაღვლმდენი ეფექტი. ზოგიერთი ფლავონოიდი ქალის სასქესო ჰორმონების ანალოგიურია.