ინფექციური დაავადებები

კორონავირუსი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდეც

კორონავირუსი გადამდებიაკორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომები არის შემდეგი: გართულებული სუნთქვა, თავის ტკივილი,  ყელის ანთება, ცხელება, სიცხე და ხველა. პირველ რიგში კი, რომ კორონავირუსს ფილტვების დაინფიცირება შეუძლია.

რაც შეეხება “კორონავირუსისგან” თავის დაცვის ხერხებს, რადგან ვირუსი ახალი გავრცელებულია, ჯერჯერობით მის წინააღმდეგ  ვაქცინა არ არსებობს.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსი გადამდებია მაშინაც, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი საინკუბაციო პერიოდში იმყოფება, ანუ როდესაც სიმპტომები გამოვლენილი ჯერ არ არის.

ადამიანებში საინკუბაციო პერიოდი მაქსიმუმ 14 დღემდე გრძელდება. აღნიშნულ უსიმპტომო პერიოდში, შესაძლოა, ადამიანმა ვირუსი სხვას გადასდოს. ამის გათვალისწინებით კი, ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა რთულდება.

მწვავე რესპირატორული სინდრომითა (SARS) და ებოლათი დაინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში, ვირუსები გადამდები მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ხდება. მსგავსი ეპიდემიების კონტროლი და შეჩერება ბევრად მარტივია – საჭიროა დაინფიცირებულთა იზოლაცია და დაკვირვება ადამიანებზე, რომლებთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ. სიმპტომების გამოვლენამდე გავრცელების შემთხვევაში კი მისი შეჩერება ბევრად რთულია. გრიპი ყველაზე ცნობილი ვირუსია, რომელიც სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.

 

 

 

დაავადებები, რევმატული დაავადებები

რატომ გვიბუჟდება ხელები

რატომ გვიბუჟდება ხელებიალბათ ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ფეხის ან მკლავის შეგრძნების დაკარგვა, რომელსაც თან ახლავს მცირეოდენი ჩხვლეტა და წვის შეგრძნება. ეს კუნთში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, სისხლძარღვების შეკუმშვისა და ნერვული დაბოლოებების გამო ხდება. ამ დროს შეგვიძლია გადავაადგილდეთ ან პოზიცია შევიცვალოთ და მგრძნობელობა აღდგება.

თუმცა, ძილის დროს არასასიამოვნო პოზა, სამწუხაროდ, არ არის ხელების დაბუჟების ერთადერთი მიზეზი. თუ დაბუჟებას ხშირად შეამჩნევთ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ეს შეიძლება სერიოზული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.

ხელების დაბუჟების მიზეზები შეიძლება იყოს:

საშვილოსნოს ყელის ოსტეოქონდროზი:

საშვილოსნოს ყელის ნებისმიერმა დარღვევამ, რომელიც იწვევს ნერვის მოშლას, შეიძლება გამოიწვიოს ხელის დაბუჟება, ასევე თავის ტკივილი და კოორდინაციის პრობლემები. დაიწყეთ სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. უმჯობესია, რა თქმა უნდა, ექიმთან ვიზიტი, ის, პათოლოგიის დასადგენად, დანიშნავს გამოკვლევას.

გაფანტული სკლეროზი:

ამაზე შეგიძლიათ იხუმროთ რამდენიც გსურთ, მაგრამ სკლეროზი არა მხოლოდ მეხსიერების დაკარგვა, არამედ სერიოზული ნევროლოგიური დაავადებაა. თავის და ზურგის ტვინის ნერვული გარსების დაზიანების გამო, ირღვევა ნერვული იმპულსები, მცირდება მგრძნობელობა და შეიძლება ხელებში იგრძნოთ დაბუჟება. თუ დაბუჟების სხვა მიზეზები გამორიცხულია, აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს.

გვირაბის სინდრომი:

ხშირად აღინიშნება იმ ადამიანებში, რომელთა საქმიანობა ერთგვაროვანია (პროგრამისტები, მუსიკოსები). თითის ხშირი მოძრაობის გამო, ვიწრო არხის გავლით ხდება ტენდონების შეშუპება. არხში ნერვი შეკუმშულია – რაც დაბუჟების შეგრძნებას იწვევს (განსაკუთრებით დილაობით). დაუკავშირდით ნევროლოგს, რადგან ამის უგულებელყოფილამ შეიძლება გართულებები გამოიწვიოს და თითის კუნთების ატროფიამდე მიგიყვანოთ.

კიდურის ვენების თრომბოზი:

ასევე იწვევს დაბუჟებას. სისხლის შედედება ანელებს სისხლის ნაკადს, ამიტომ კიდურების ფუნქციების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნივთიერებების მიწოდება დარღვეულია. თრომბოზი იწვევს ასევე სხვა სერიოზულ გართულებებს (განგრენა, სისხლის კოლტის წარმოქმნა), ამიტომ დაავადება მოითხოვს დიაგნოზს და სათანადო მკურნალობას.

ანემია და დიაბეტი:

ხშირად თან ახლავს კიდურების სისხლძარღვების დარღვევა და, შედეგად, დაბუჟება.

ბრეკალური პლექსუსის ნევრალგია:

ისევე, როგორც მიმდებარე ქსოვილებში გახანგრძლივებულმა ანთებითმა პროცესებმა, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და დაბუჟება მკლავის არეში.

ცერებრალური მიმოქცევის დარღვევა (ინსულტი):

ხელის შეშუპების ყველაზე საშიში მიზეზი. თუ ხელების დაბუჟებას ასევე თან ახლავს ქვედა კიდურების ფუნქციის დარღვევა, დაბნეულობა, თავის ტკივილი, დაქვეითებული მეტყველება და მხედველობა – საჭიროა სასწრაფო დახმარებასთან დარეკვა!

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ესენი ხელის დაბუჟების შესაძლო უმთავრესი მიზეზებია. თუმცა, თუ მუდმივად გაწუხებთ კიდურების დისკომფორტი, არა მარტო ძილის დროს, საჭიროა დაუყოვნებლივი გამოკვლევა და ექიმთან კონსულტაცია. უმჯობესია არ დააიგნოროთ ასეთი სიმპტომები, რადგან ისინი შეიძლება სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებში გადაიზარდოს.

©

ინფექციური დაავადებები

კორონავირუსი – რა უნდა ვიცოდეთ ახალ ე.წ. ჩინური ვირუსის შესახებ 

 კორონავირუსი - რა უნდა ვიცოდეთ ახალ ე.წ. ჩინური ვირუსის შესახებ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში ახალი კორონავირუსი, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადება გავრცელდა. ვირუსი ცოტა ხნის წინ პირველად ქალაქ უხანში გამოჩნდა და შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აზიის სამ სხვა ქვეყანაშიც.

ჩინეთის ქალაქ უხანში დაუდგენელი პათოგენით (დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი ან ფაქტორი) გამოწვეული პნევმონია მასობრივად გავრცელდა. მოხდა პაციენტების კარანტინი და დაიწყო პნევმონიის წარმომავლობის იდენტიფიცირება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადების მიზეზის კვლევის პროცესში ჩინელმა სპეციალისტებმა გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა ცნობილი ვირუსები გამორიცხეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო, რომელიც 2020 წლის 1 იანვარს დახურეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო კორონავირუსის აქამდე უცნობი ტიპი. ეს არის ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით პირველი ადამიანი 11 იანვარს დაიღუპა. ხოლო უკვე 20 იანვარს, ჩინეთში დადასტურდა გარდაცვალების მესამე და ინფიცირების ასზე მეტი ახალი შემთხვევა. ვირუსი ასევე დააფიქსირეს ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, დაინფიცირებულები უხანიდან ჩასული ჩინელი ადამიანები იყვნენ.

ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

რა არის კორონავირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომლებიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გამოჩენილი ვირუსი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში.

მწვავე რესპირატორული სინდრომის პირველი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა, შემდეგ ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლება თავდაპირველად მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემიის სისასტიკის დამალვას ცდილობდა, მაგრამ მაღალი რანგის ექიმებმა ფაქტების დამალვა მაინც ვერ შეძლეს.

ჩინელ მეცნიერთა განცხადებით, ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი.

 

ბავშვთა მოვლა, ონკოლოგია

რაბდოიდური სიმსივნე – დაავადება, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართება

რაბდოიდური სიმსივნერაბდოიდური სიმსივნე არის ბავშვთა რბილი ქსოვილების აგრესიული სარკომა, რომელიც წარმოიშობა თირკმელებში, ღვიძლში, პერიფერულ ნერვებში და სხვა რბილ ქსოვილებში მთელს სხეულში.

არსებობს ცენტრალური ნერვული სისტემის რაბდოიდურ სიმსივნე, რომელსაც ატიპიური ტერატოიდულ-რაბდოიდური სიმსივნეს უწოდებენ და რომელიც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი რაბდოიდური სიმსივნის ყველა შემთხვევის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

რაბდოიდური სიმსივნე უმეტეს შემთხვევაში ხდება ჩვილ ბავშვებში (ყველაზე ხშირად  დიაგნოზირებულია 2 წლამდე ასაკის პაციენტებში). უმეტეს შემთხვევაში, პირველი სიმპტომები უკავშირდება სიმსივნური შეკუმშვის ეფექტს, მაგალითად: რესპირატორული დისტრეს სინდრომი, გაფართოებული მუცელი, პერიფერიული ნერვის დამბლა.

კანქვეშა კვანძოვანი მეტასტაზები ძირითადად ახალშობილ პაციენტებში ჩნდება, იშვიათად, გამონაკლის შემთხვევებში, დაავადება შეიძლება დაემართოს მოზარდობისა და ზრდასრულ ასაკში მყოფ პაციენტებს.

დიაგნოზის დადგენისას, ასევე შეიძლება პაციენტს აღმოაჩნდეს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დოზით არსებობა).

სიმსივნის დადგენა შესაძლებელია კომპიუტერული  და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით, ხოლო შემდეგ უკვე დიაგნოზის დადასტურება ხდება ბიოფსიით.

რაბდოიდური სიმსივნის სტანდარტული მკურნალობა არ არსებობს, თუმცა ამჟამად მთელ მსოფლიოში ტარდება მრავალი პერსპექტიული კლინიკური ტესტირება. მკურნალობა მოიცავს სიმსივნის მასის თვითრეექცია (რაც შეიძლება სრული), კომბინირებული აგრესიული ქიმიოთერაპია და, თუ ეს შესაძლებელია, სხივური თერაპია. თუმცა, ახალგაზრდა პაციენტებში რადიაციული თერაპიის გამოყენება შეიძლება შეზღუდული იყოს.

გადარჩენის მაჩვენებელი დაბალია. 5-წლიანი სიცოცხლის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ია. თუმცა, პროგნოზირებად ფაქტორებში შედის მეტასტაზები, ახალგაზრდა ასაკში დიაგნოზის დასმა (2 წელზე ნაკლები) და არასრული რეზექცია (დაავადებული ორგანოს ნაწილობრივი მოკვეთა).

დაავადებები, სასუნთქი სისტემა

რა იწვევს ხველას და როგორ ვიმკურნალოთ

რა იწვევს ხველასხველა არის პაციენტის ექიმთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი.

ეს ფაქტი განსაკუთრებით დამახასიათებელია ბავშვებისთვის.

ხველა, თავისი მახასიათებლების მიხედვით, ძირითადად, შეიძლება დაიყოს რამდენიმე ტიპად:

ხანგრძლივობის მიხედვით:

  • მწვავე- ხველა, რომელიც გრძელდება 3 კვირამდე.
  • ქრონიკული -გრძელდება 8 კვირაზე მეტი.

ნახველის გამოყოფისა და ხმიანობის მიხედვით:

  • მშრალი ხველა – როდესაც არ ხდება ნახველის გამოყოფა.
  • სველი ხველა – ხდება ნახველის გამოყოფა.

გამომწვევის მიხედვით:

  • სპეციფიური – ხველა, რომელიც ასოცირებულია სხვა სიმპტომებთან, რომლებიც შეიძლება გამოხატავდნენ ხველის უშუალო ან ხელშემწყობ მიზეზებს.
  • არასპეციფიური – უპირატესად მშრალი ხველა, რომელიც არ არის სასუნთქი სისტემის გამოვლენილ პათოლოგიასთან.
  • „მოსალოდნელი“ ანუ „ნორმალური ხველა- როდესაც პიროვნება 1 საათის განმავლობაში ახველებს 1 ან 2-ჯერ ანუ, 24 საათში 24 ან 48-ჯერ და ამ დროს არ არის გამოხატული, სხვა, რაიმე დაავადების ნიშნები.

მწვავე ხველის უხშირესი მიზეზია ზემო სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: გაციება ანუ მსუბუქად მიმდინარე რინო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, რინო-სინუსიტი.

ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელია მშრალი ან მცირე რაოდენობით ნახველიანი ხველა, ტემპერატურის მეტ-ნაკლები მატება, ცხვირიდან სხვადასხვა კონსისტენციის გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ჩახეხვის შეგრძნება. დაავადება გრძელდება 5-10 დღის განმავლობაში და უხშირესად ჩაივლის ყოველგვარი გართულების გარეშე. ანტიბიოტიკის გამოყენება საჭირო არაა. მაღალი ტემპერატურისა და ყელის ტკივილის შემთხვევაში გამოიყენება აცეტამინოფენი (ან სხვა ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები). სიმპტომების შესამცირებლად შეიძლება გამოვიყენოთ პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები (მაგ. სუპრასტინი 5 დღის განმავლობაში). პაციენტი უნდა მოთავსდეს კომფორტულ გარემოში და მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე.

ამოსახველებელი ან ხველის დამაწყნარებელი საშუალებები (ე.წ. ხველის ცენტრალური ან პერიფერიული სუპრესანტები) არ ხასიათდებიან მაღალი ეფექტით და მათი გამოყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია მისაღები.

სპეციფიური გამოკვლევები საჭირო არ არის.

თუ ხველა გრძელდება 2 კვირაზე მეტი და ამას თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, ზოგადი დისკომფორტი, სუნთქვის გაძნელება ან სხვა პათოლოგიური გამოვლინებები, ეჭვი უნდა მივიტანოთ ფილტვების ანთების ან ბრონქიტის არსებობაზე და საჭიროა ექიმის კონსულტაცია და კვლევები.

თუ ხველა გრძელდება 8 კვირაზე მეტი (ბავშვებში 4 კვირაზე მეტი) – ეს ქრონიკული ხველაა და ამ დროს უნდა ვივარაუდოდ ისეთი დაავადებების არსებობა, როგორიცაა ბრონქული ასთმა, არა ასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი, კისტოფიბროზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ზოგიერთი მედიკამენტის (არტერიული წნევის დამწევი ზოგიერთი საშუალება), სინუსიტი და ზემო სასუნთქ გზებში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების გამო განვითარებული ე.წ. «წვეთის გადადინების სინდრომი».

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ე.წ. ფსიქოგენური ხველა, რომელიც ადამიანის ნერვული სისტემის თავისებურებითაა გამოწვეული და შეიძლება გამოხატავდეს ამ სისტემის პათოლოგიას ან პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას (მაგ. რაღაცის პროტესტს).

ქრონიკული ხველის დროს აუცილებელია ისეთი გამოკვლევები, როგოროცაა რენტგენოგრაფია და სპიროგრაფია.

დაბოლოს : კატეგორიულად უნდა ვთქვათ, რომ ხველის სამკურნალო პრეპარატები, პრაქტიკულად, არ არსებობენ და მოთხოვნა «უმკურნალეთ ხველას» გაუმართლებელია.

უნდა ვუმკურნალოთ არა ხველას – არამედ იმ მიზეზებსა და დაავადებებს, რამაც ხველა გამოიწვია.

 

©medicalhouse.ge

 

სასარგებლო რჩევები, ჯანმრთელი კვება

ორგანიზმის განტვირთვა ახალი წლის შემდეგ

ორგანიზმის გაწმენდა ახალი წლის შემდეგ ახალი წელი ძალიან რთული გასტრონომიული პერიოდია ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს დღესასწაული წარმოუდგენელია უგემრიელესი კერძებისა თუ სასუსნავის გარეშე, რასაც ჩვეულებისამებრ ორგანიზმის კალორიებისგან გადატვირთვა და წონის მატებაც მოსდევს. ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია ე.წ. განტვირთვის დიეტა. ჩვენს ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება დეტოქსი.

გთავაზობთ მარტივ გზებს ორგანიზმის გასაწმენდად ახალი წლის შემდეგ.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი

წყლის დალევა დაგეხმარებათ ტოქსინების სხეულიდან გამოდევნაში. გარდა ამისა, წყალი ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გეხმარებათ ცხიმების წვის პროცესში. შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადებების რისკსაც.

მიიღეთ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული დაგეხმარებათ  მიიღოთ ნუტრიტები და ხელი შეუწყოთ ცხიმების მიღების პრევენციას.

მაგალითად, შეგიძლიათ შეინახოთ განტვირთვის ერთდღიანი დიეტა ვაშლით:

ვაშლის ხშირი მიღება ნაწლავებში სპეციალური სახის ბაქტერიების რაოდენობას ზრდის, რომლებიც ხელს უშლის ლპობის პროცესს და საჭმლის უკეთ გადამუშავებას უწყობს ხელს, შესაბამისად, ორგანიზმში ე.წ. საკვები ნარჩენები არ გროვდება, შედეგად კი, ჭარბი წონისგანაც ვიზღვევთ თავს. ამიტომაც, გირჩევთ. განტვირთვის დღეებისთვის შეიძინოთ 1,5 კგ ვაშლი (ეცადეთ ტკბილ ხილზე არ შეაჩეროთ არჩევანი) და დღის განმავლობაში საკვების ნაცვლად მიირთვით მხოლოდ ვაშლი, შესაძლებელია მისი შემწვარი სახითაც მიღება, მაგრამ აუცილებელია დღის განმავლობაში მიიღოთ მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალიც.

მიირთვით მარცვლეული

მაგალითად, მიიღეთ ყავისფერი ბრინჯი, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი. იგი დაგეხმარებათ სხეულიდან ტოქსინების გამოდევნაში.

განტვირთვის დღისთვის მზადება წინა საღამოს უნდა დაიწყოთ. 250 გრამი ბრინჯი ჯამში მოათავსეთ, გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, ისე რომ ბრინჯის ზედაპირი მთლიანად დაიფაროს და ასე დატოვეთ დილამდე. დილით კი, სითხე ახალმოდუღებული წყლით შეუცვალეთ და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალიც.

დალიეთ თბილი წყალი ლიმონთან ერთად

ლიმონთან ერთად თბილი წყლის დალევა, თუ მას ერთ კოვზ თაფლსაც დაუმატებთ, ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე დეტოქსიკაციის პროცესს და შეუშლის ხელს ქოლესტერინის დონის გაზრდას.

თავი აარიდეთ შემწვარ საკვებს

შემწვარი საკვები მდიდარია კალორიებით. ასე რომ, თუ თქვენი მიზანი დეტოქსი გახლავთ, თავი აარიდეთ შემწვარ საკვებს.

მოიწყეთ განტვირთვის დღე კეფირით

ორგანიზმის დეტოქსის ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალება კეფირია.

განტვირთვისთვის შეგიძლიათ დაბალპროცენტიანი კეფირი დღეში დაახლოებით 5-6-ჯერ მიირთვათ. ვინაიდან კეფირი თავადაც თხევადია აუცილებელი არ არის ზედმეტი რაოდენობის წყალი მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში და შეგიძლიათ ის გაზგასული მინერალური წყლითაც ჩაანაცვლოთ. გახსოვდეთ, კეფირის განტვირთვის დღე შესაძლოა ორგანიზმისთვის ოდნავ უფრო მძიმე აღმოჩნდეს და თავი სუსტად იგრძნოთ, ამიტომ თუ საქმიანი შეხვედრა ან ხანგრძლივი მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, სჯობს ამ დიეტაზე უარი თქვათ.

უარი თქვით გაზიან სასმელებზე

შეეცადეთ სრულად შეწყვიტოთ გაზიანი სასმელის მიღება,რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც გაზრდის ქოლესტერინის დონეს თქვენს სხეულში.

დაბოლოს, ივარჯიშეთ

ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს. ასე რომ, თუ სხეულის დეტოქსიკაცია გსურთ, აუცილებლად ივარჯიშეთ.

ინფექციური დაავადებები

ყველაფერი სეზონური გრიპის შესახებ

ყველაფერი გრიპის შესახებ რა არის სეზონური გრიპი?

სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.

 რა სიმპტომები აქვთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს?

გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და  შესაძლოა დასრულდეს  ლეტალური გამოსავლითაც. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწება.  მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:  საერთო სისუსტე, ცხელება >38 0C , ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება.

 როგორ ვრცელდება  სეზონური გრიპი?

გრიპი ადამიანიდან ადამიანზე  გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

 აქვს თუ არა გრიპს გართულებები?

გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია:

  • პნევმონია (ფილტვების ანთება) – ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი;
  • დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა).
  • ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
  • თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ:გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);
  • ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
 ვინ იმყოფება გრიპის მაღალი რისკის ქვეშ?

გრიპის მეორადი  გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა  და  ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:

  • ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
  • ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა,  დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ).
გრიპის მკურნალობა

არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გრიპის სამკურნალოდ. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გახსოვდეთ! თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით  კატეგორიულად მიუღებელია!

გრიპით დაავადებულთან კონტაქტის შემდგომ რამდენ ხანში შეიძლება სხვა ადამიანს დაემართოს დაავადება?

გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.

 რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი

უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე  მეტ ხანს არიან გადამდებები.

რამდენად სწრაფად ხდება გამოჯანმრთელება გრიპის შემთხვევაში?

გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1-4 დღის განმავლობაში სხეულის

ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).

 არსებობს თუ არა გრიპის საწინააღმდეგო აცრა? 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი  და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).

ვის უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია? 

სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:

  • 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები;
  • 65 წელს გადაცილებულები;
  • ორსულები;
  • ქრონიკულად დაავადებულნი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
  • ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზრუდულობა, კუნთოვანი დისტროფია);
  • ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს);
  • ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის – ხანში შესულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომვლელები.
როდის ავიცრათ?

იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე,  საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.

რამდენად უსაფრთხოა გრიპის ვაქცინა?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ას მილიონ ადამიანზე მეტი იქნა აცრილი გართულებების გარეშე.

არის თუ არა შესაძლებლობა, ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით?

გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს დაავადებას, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან
  • გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
  • როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
  • დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
  • ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.
  • იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

 

© წყარო: NCDC.GE

კურორტული მკურნალობა

გუდაური – სამთო-სათხილამურო კურორტი

გუდაური - სამთო-სათხილამურო კურორტისამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი გარშემორტყმულია დიდ კავკასიონის მონუმენტური მთათა სისტემითა და მასივებით. გუდაური თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 120 კილომეტრში, 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სეზონი, დეკემბრის თვიდან, საშუალოდ, აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. კურორტი ალპურ ზონაშია განთავსებული, შესაბამისად თავისუფალია ტყის მასივებისა და სქელკანიანი მცენარეებისაგან, რაც მოთხილამურეების დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს.

პირველი საბაგირო გზა გუდაურში 1988 წელს აშენდა, რამაც კურორტის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყო. აღნიშნულ ეტაპზე არსებული 18 საბაგირო, დამსვენებლებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან 16:30 საათამდე ემსახურება და საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. აღსანიშნავია, რომ კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია.

გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 26 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 52 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობაა Heliski. სამთო-სათხილამურო აქტივობის აღნიშნული სახეობა გუდაურში დაშვებულია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის.

კურორტზე 2016 წლიდან მოთხილამურე პატრული უზრუნველყოფს დამსვენებლების უსაფრთხოებას,  გამოცდილი მაშველები კი შესაბამისი აღჭურვილობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ოპერატიულად აღმოუჩენენ დაზარალებულს პირველად სამედიცინო დახმარებას. აღსანიშნავია, რომ გუდაურის განვითარების გეგმა მსოფლიოში წამყვანი სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კომპანია ეკოსაინმა მოამზადა.

©gudauri.ski/geo

ნევროლოგია

ანორექსია

ანორექსია კვებითი ქცევის აშლილობა არა მხოლოდ ფსიქიატრთა, არამედ მთელი თანამედროვე საზოგადოების პრობლემაა.

ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, აღნიშნავს, რომ რამდენიმე პათოლოგია, მათ შორის — ნერვული ანორექსიაც, ხშირად იწვევს პაციენტის სიკვდილს.

ნერვული ანორექსია არის ავადმყოფობა, რომელთანაც ხუმრობა არ შეიძლება, ამიტომ ავადმყოფის ოჯახის წევრებმა დროულად უნდა მიაქციონ ყურადღება საგანგაშო ნიშნებს და ექიმს მიმართონ.

გიორგი ბერულავა ანორექსიასთან ერთად კვებითი ქცევის სხვა დარღვევებზეც გვესაუბრება:

ნერვული ანორექსია

– ნერვული ანორექსია ვერაგი დაავადებაა. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ მოზარდი გოგონები, ვისთანაც დაავადება უმთავრესად 12–14 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ბოლოდროინდელ სამედიცინო ნაშრომებში მთითებულია, რომ 1.2–3–დან 10 პროცენტამდე გაიზარდა ანორექსიით დაავადებულ ახალგაზრდა მამაკაცთა რიცხვიც. 2010 წლამდე პაციენტთა საშუალო ასაკი 12–24 წელი იყო, ახლა ზედა ზღვარი 27–30 წელია.

ანორექსია საფრთხეს უქმნის მოზარდის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სტატისტიკის თანახმად, დაავადებულთა 7–12 პროცენტის გადარჩენა ვერ ხერხდება.

ნერვულ ანორექსიას ფეშენ ტი–ვის და მოდელების დაავადებასაც უწოდებენ, რადგან მის ეპიდემიაში დიდი წვლილი მიუძღვის მოდას. პათოლოგიური სიგამხდრის როგორც სილამაზის სტანდარტის დამკვიდრებამ კვებით ქცევაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. ეს ყველაფერი 60–70–იან წლებში დაიწყო. მანამდე დაავადება ძალზე იშვიათი იყო. მისი შემთხვევის კაზუისტიკური აღწერა XVII საუკუნის ბოლოს მოხდა, საბოლოოდ ნოზოლოგიად გამოყოფა – XIX საუკუნეში. ანორექსიის პირველი ტალღა 20–30–იან წლებში აგორდა, ხოლო 60–70–იანებში ეპიდემიად იქცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მინიკაბამ და პოდიუმზე მოსიარულე გაძვალტყავებულმა გოგონებმა დაიპყრეს მოდის სამყარო და, რემბრანდტისა და რაფაელის ნახატებზე გამოსახული XVI-XVII საუკუნეების ლამაზმანების საპირისპიროდ, ასეთი სიგამხდრე სილამაზის ეტალონად იქცა.

მართალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნით, 2005–2007 წლებიდან მოდის პოლიტიკა შეიცვალა, მაგრამ წყალში ჩაგდებული ქვის ეფექტით ანორექსიის ტალღები გრძელდება, 60–70–იან წლებში დაწყებული ეპიდემია ასე იოლად ვერ დაიძლევა.

დაავადებას რასობრივი ტროპიზმიც ახასიათებს. ანორექსიაც და ბულიმიაც ძალზე გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში და იშვიათია განვითარებად სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობას კვების პრობლემა აქვს. კახექსია იქ საკვების ნაკლებობის გამო ემართებათ, ადამიანები ნებით არ შიმშილობენ.

როგორია ნერვული ანორექსიის ძირითადი სიმპტომები, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც პოტენციურ ავადმყოფთან აქვს საქმე?

— ეს არის საკუთარი წონის, ფიზიკური კომპლექციის, სილამაზის აღქმის იმგვარი გაუკუღმართება, როდესაც პათოლოგიური შიმშილითა და ჭარბი ფიზიკური დატვირთვით ადამიანი ცდილობს, კიდევ და კიდევ დაიკლოს წონა და არავითარ შედეგს არ სჯერდება.

ამის სადემონსტრაციოდ ხშირად აჩვენებენ ფოტოს, რომელზეც ანორექსიულად გამხდარი გოგონა სარკეში იყურება და იქ ხედავს ჩასუქებულ, რემბრანდტის სტილის ქალს. აღქმის ასეთი გაუკუღმართება ნევროზული რეგისტრის სიმპტომებს სცდება. დისმორფოფობია დისმორფომანიულ აღქმაში გადადის. ობიექტური, რეალური სარკისმიერი არეკვლით ვერ უმტკიცებ ადამიანს, რომ მსუქანი არ არის. არადა, იმდენად გამხდარია, რომ ლავიწის ძვლები აქვს ამოჩრილი და თეძოები — 60 გრადუსით განზე გასული.

ანორექსიას სამი სტადია აქვს:

1. დისმორფოფობიური და დისმორფომანიული. ამ დროს მოზარდები ებრძვიან არასრულყოფილ წონასთან დაკავშირებულ ფიქრებს, ახასიათებთ განგაში, ოდნავ დამძიმებული ხასიათი, სარკეში საკუთარ თავზე დიდხანს დაკვირვება. ამ პერიოდში იწყება საკვების შეზღუდვა და იდეალური დიეტის ძიებაც.

2. ანორექსიული. ვითარდება სტაბილური შიმშილის ფონზე. პაციენტი წონის 20-30%–ს იკლებს, რასაც თან ახლავს ეიფორია და მკაცრი დიეტა. პაციენტს უფრო მეტად გახდომა სურს, ინტენსიურად ვარჯიშობს, ვერ აფასებს სიგამხდრის ხარისხს, უვითარდება ჰიპოტონია (წნევის დაქვეითება) და ბრადიკარდია (პულსის შენელება), რასაც თან ახლავს კანის სიმშრალე. გოგონებს უწყდებათ მენსტრუალური ციკლი.

3. კახექსიური. ეს ფაზა დგება დაავადების დაწყებიდან 1.5-2 წლის შემდეგ. შინაგანი ორგანოები უკვე დისტროფირებულია (განლეულია), სხეულის მასა 50%-ით ან მეტითაც იკლებს. ამასთანავე, იკლებს კალიუმის დონე ორგანიზმში. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, წესისამებრ, შეუძლებელია. დისტროფიული ცვლილებები ორგანოთა ფუნქციის გამოუსწორებელ დაზიანებასა და სიკვდილს იწვევს.

თუ საქმე უკანასკნელ სტადიამდე მივიდა, პაციენტი განწირულია. სხეულის მასის ინდექსის (სმი) 15–ზე ნაკლები მაჩვენებელი ჰოსპიტალურ ინტერვენციასთან მიახლოებული ინტენსიური ღონისძიებების კატეგორიული ჩვენებაა. ეს სახიფათო მდგომარეობაა და ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. სიკვდილის მიზეზი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის კატასტროფული ცვლილებებია. კუჭ–ნაწლავი საკვები ნივთიერებების შეწოვის ფუნქციას კარგავს. ცვლილებები ასევე ვითარდება გულ–სისხლძარღვთა სისტემაში, ნეიროენდოკრინულ სისტემაში. კახექსიურ სტადიაში, როდესაც სმი 12–13–მდე ჩამოვა, სიკვდილი გარდაუვალია. სიცოცხლისთვის ბრძოლა კვირაობით და თვეობით მიმდინარეობს და ეს არ არის იოლი სიკვდილი, ნერვული ანორექსიით დაავადებულები ტანჯვა–წამებით იხოცებიან.

ამრიგად, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც მისი 178 სანტიმეტრი სიმაღლის შვილი 54 კილოგრამამდე აპირებს წონის დაკლებას, დიეტას იცავს და ინტენსიურად ვარჯიშობს, ეს ნორმალური არ არის. როდესაც გოგონა ანორექსიის მეორე სტადიაში გადადის და მენსტრუაცია უწყდება, მისი პროტესტის მიუხედავად, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, თორემ კახექსიურ ფაზაში, როგორც გითხარით, ნებისმიერი ექიმი უსუსურია, პაციენტს მხოლოდ სიკვდილის მოლოდინიღა დარჩენია.

— როგორ მკურნალობენ ანორექსიას? შესაძლებლია თუ არა მისი დაძლევა ფსიქოთერაპიით?

— მხოლოდ ფსიქოთერაპიით, სამწუხაროდ, არა. ფსიქოთერაპია საკმარისია, თუ ადეკვატური არგუმენტების მოყვანის შემდეგ პაციენტის ქცევა მიმდინარე კვირის განმავლობაშივე მოწესრიგდა, მაგრამ, წესისამებრ, ასე იშვიათად ხდება. პაციენტები პათოლოგიურად ჯიუტობენ, ამიტომ ერთი კვირის შემდეგ მედიკამენტებს ვუნიშნავთ. საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, ინიშნება შესაბამისი ახალი თაობის ანტიდეპრესიული და ნეიროლეფსიური პრეპარატები, რომლებსაც ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან მინიმალურად აქვთ გამოხატული გვერდითი ეფექტები. ეს პრეპარატები პაციენტმა, სულ ცოტა, ორი წელი უნდა სვას.

გარდა ამისა, სასურველია, მოზარდმა ხელი მოჰკიდოს ჯირითს, ცეკვას, არტთერაპიას (ძერწვას, ხატვას) — ყველაფერ იმას, რასაც ფსიქოთერაპიული ეფექტი აქვს. რეაბილიტაციის კურსიც ორ წელზე უნდა იყოს გაწერილი. მაგრამ, როგორც ვთქვი, ფსიქოფარმაკოლოგიური თერაპიის, ანუ წამლების გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ აუცილებელია, ანორექსიაზე ეჭვის დროს მშობელმა შვილი გამოცდილ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრთან მიიყვანოს.

ანორექსიის ერთ–ერთი სიმპტომია ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, თუმცა ეს სიმპტომი ბულიმიას უფრო ახასიათებს. ბოლოდროინდელ ლიტერატურაში აღწერილია ბულიმორექსია, მაგრამ საერთაშორისო კლასიფიკაციაში ის ჯერ არ არის შეტანილი. ეს დაავადება 27-40 წლის პირებთან აღწერეს, მისი შემთხვევები კაზუისტიკურად უკვე აღარ მიიჩნევა. ბულიმორექსიას ბულიმიისა და ანორექსიის ფაზების მონაცვლეობა ახასიათებს და ამით ძალიან ჰგავს მანიაკურ–დეპრესიულ აშლილობას.

ბულიმია

— ბულიმია არცთუ ფართოდაა გავრცელებული, თუმცა საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ადამიანი ინვალიდობამდე მიჰყავს. ბულიმიით უფრო მოზრდილი ასაკის, 22–36 წლის პირები ავადდებიან.

პაციენტს ამ დროს გამგელებული მადა აქვს (სიტყვა “ბულიმია” ასეც ითარგმნება — “მგლის მადა”). მას შეუძლია, შთანთქას ორ კილოგრამამდე მშრალი საკვები და 1.5-2 ლიტრი გაზიანი, კალორიებით გაჯერებული სასმელი დააყოლოს. ამ ყველაფერს უკიდურესი დისკომფორტის ფონზე ხელოვნურად გამოწვეული ან ბუნებრივად განვითარებული ღებინება მოჰყვება.

განასხვავებენ როგორც ბულიმიის, ისე ანორექსიის გაწმენდით და არაგაწმენდით ტიპებს. ბულიმიით დაავადებულებს შორის ძალიან ცოტაა არაგაწმენდითი ტიპის მქონე პაციენტი, რომლებიც ღებინებას არ იწვევენ. უმეტესობა გაწმენდითია, ანუ ღებინებას იწვევს. ღებინების გამოსაწვევად ისინი თითებს ღრმად იყოფენ პირში (ღებინების რეფლექსის გამო ხელზე სპეციფიკური ნაკბენები უჩნდებათ). პარალელურად იღებენ ლაქსატივებს (ლაქტულოზას) და დიურეტიკებს (შარდმდენებს). ეს ანორექსიით დაავადებულებსაც ახასიათებთ. მართალია, ამ პრეპარატებზე ფიზიკური დამოკიდებულება არ ყალიბდება, მაგრამ მათ ფსიქოლოგიურად ეჯაჭვებიან. ასეთი რამ განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული ბულიმიის დროს.

— რა დარღვევებს იწვევს ბულიმია?

— ბულიმიის შორეული შედეგია ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით — წყალმარილოვანი ბალანსის, სრული მოშლა. ორგანიზმში დარღვეულია ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის ნორმალური შემცველობა. ბულიმიიით დაავადებული წონას არც იმატებს, არც იკლებს, რადგან, ღებინების მიუხედავად, საკვების ნაწილს მაინც ითვისებს. მას შიმშილით სიკვდილი არ ემუქრება, მაგრამ ინვალიდდება. კუჭიდან ამოსული მარილმჟავა აზიანებს კბილებს, წყალმარილოვანი ბალანსის დარღვევა ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და უეცარი სიკვდილის რისკს და სხვა.

— როგორ უნდა მოგვარდეს პრობლება?

— ბულიმიიით დაავადებულები თავიანთ მდგომარეობას თავადაც განიცდიან, საკუთარი ქცევისადმი კრიტიკულობის ხარისხი გაცილებით მაღალი აქვთ, აცნობიერებენ, რომ ავად არიან, ამიტომ მათი სპეციალისტთან მიყვანა უფრო ადვილია, ვიდრე ანორექსიით დაავადებულისა. უბრალოდ, დროულად უნდა ჩატარდეს ქცევის მაკონტროლებელი ინტერვენციები.

მართალია, ბულიმიის მკურნალობაში ფსიქოთერაპიას გაცილებით დიდი წილი უდევს, ვიდრე ანორექსიისა, მაგრამ მხოლოდ ფსიქოთერაპიით ვერც აქ შემოვიფარგლებით. საჭიროა ფსიქოფარმაკოლოგიური ჩარევაც, თუმცა შედარებით ხანმოკლე — 9–12–თვიანი. დაავადება შექცევდია და ანორექსიასთან შედარებით პოზიტიური პროგნოზი აქვს.

ჭარბკვებიანობა

— ჭარბკვებიანობა, ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები საქართველოს ეროვნული უბედურებაა.

ჯერ კიდევ 80–იან წლებში ქართველები ხუთი ყველაზე ჭარბწონიანი ერის რიცხვში შევიდნენ (გერმანელებსა და ამერიკელებთან ერთად) და ჯერაც არ დაუხევიათ უკან.

ჭარბწონიანობას ხშირად ტელევიზორთან სუსნიაობა იწვევს, განსაკუთრებით — ქალებთან. რაც შეეხება მამაკაცებს, ეს ქართველი თამადების დაავადებაა. წარმოიდგინეთ, რას გამოიწვევს კუჭში 8–10 ლიტრი ღვინისა და მისი მისაყოლებელი ხუთი კილოგრამი საკვების ჩაპირქვავება. ეს არ არის ნორმა.

— კერძოდ, რას იწვევს ჭარბკვებიანობა?

— არ არსებობს ორგანო ან ორგანოთა სისტემა, ამ დროს რომ არ დაზიანდეს. ჭარბკვებიანობა ტოტალურ ინვალიდობას იწვევს. მეოთხე ხარისხის სისუქნე ყველა ორგანოს ვნებს. კლასიკური თამადები 60 წელსაც ვერ აღწევენ, გული ვერ უძლებს და ხშირად ინფარქტით იღუპებიან. 50 წლის შემდეგ პაციენტი ადამიანად აღარ ვარგა. დაზიანებები ქვედა კიდურებიდან იწყება. ირღვევა ენდოკრინული სისტემის ფუნქცია, ადამიანი მოსავლელი ხდება. ჭარბწონიან პაციენტს, რომლის სმ 60–ს აჭარბებს, გადაუდებელ ბარიატრიულ შემთხვევად განიხილავენ. 40–ზე მაღალი ინდექსის შემთხვევაში წლების განმავლობაში ვითარდება შეუქცევადი ინვალიდობა, პაციენტი შინიდან ვერ გადის, მუდმივი მზრუნველობა სჭირდება.

— როგორ მკურნალობენ დაავადებას?

— ეს ყველაზე ძნელად სამკურნალო პათოლოგიაა, რადგან კულტურულ ნორმასთან არის შეჭიდული. შორს წასულ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ტარდება ბარიატრიული ოპერაცია, მერე კი სპეციალიზებული კურსი, რომელზეც ქართველი პაციენტები იშვიათად თანხმდებიან, კვებითი ქცევის მოსაწესრიგებლად ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს იშვიათად მოგვმართავენ.

თუმცა პაციენტმა ერთი რამ უნდა იცოდეს: დიეტოთერაპია არ არის პროცედურა, რომელსაც ჩაიტარებს და ამით მისი პრობლემა მოგვარდება, ვირუსული გრიპივით მორჩება. დიეტოთერაპია არასოდეს მთავრდება – ეს ცხოვრების წესია, არჩევანია.

ძალიან ცუდი ეფექტი აქვს დიეტოთერაპიულ ეპიზოდებს. პაციენტი დაიკლებს 30 კგ–ს, მერე შეწყვეტს დიეტას და უცბად აკრეფს 40–ს. ამას ბარიატრიულ წახტომებს ვუწოდებთ. ამიტომ, ვიდრე ადამიანი დიეტის დაცვას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება და საქმეს ისე შეუდგეს.

 

©ავერსი

კლინიკები, პლასტიკური ქირურგია - ესთეტიკური მედიცინა

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ბოდილაინი

ბოდილაინიეპილაცია, კოსმეტოლოგია და მასაჟი,  ესთეტიკური მედიცინა
მისამართი: თბილისი:

  • კეკელიძის ქ. 2;
  • ყაზბეგის გამზ. 41 ,
  • პეკინის 25, აღმაშენებლის 110

ტელ: 2 306 306;  2 60 80 60 ; 2 25 25 51
ელ-ფოსტა: info@bodyline.ge