დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემა

ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზიოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების ე.წ. ალციფინატების წარმოქმნა და მალთაშუა სივრცის შევიწროება. ყოველივე მიმდინარეობს კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე.

დაავადების ძირითადი მიზეზებია:

  • ჰიპოდინამია;
  • ჭარბი წონა.

ოსტეოქონდროზის ერთერთი გამოვლინებაა დისკოპათია, რომლის დროსაც ზიანდება მალთაშუა დისკი. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს დისკოპათიური თიაქარი ან დისკის ნაწილის ფრაგმენტაცია ანუ სეკვესტრაცია. ოსტეოქონდროზის კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია დაზიანების დონეზე და ზეწოლის მიმართულებაზე.

ძირითადი გამოვლინებებია:

  • ტკივილი – ის დაავადების პირველი ნიშანია. ტკივილი შესაძლოა იყოს ადგილობრივი, მაგრამ თუ ძვლის სტრუქტურა ან მალთაშუა დისკი ნერვს დააწვებაა – მაშინ ადგილი აქვს ტკივილის  ირადიაციას ანუ გადაცემას.
  • პარესთეზიული მოვლენები: დაბუჟება, წვა და ა.შ.

ოსტეოქონდროზის დროს უპირატესად ზიანდება წელის მალები, რაც ჩვენი მჯდომარე ცხოვრების ბრალია, თუმცა ხშირად გვხვდება გულმკერდის და კისრის მალების დაზიანებაც.

ოსტეოქონდროზის დიაგნოზისთვის გამოიყენება:

  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

ოსტეოქონდროზის მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს დაზიანების ადგილს, პრობლემის ხასიათსა და მდგომარეობის სირთულეს.

დაავადების პროფილაქტიკა მდგომარეობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვასა (ანუ ფიზიკური დატვირთვისა) და კვების რეჟიმის მოწესრიგებაში.