ოსტეოართრიტი
ოსტეოართრიტი – ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ის ძირითადად დაკავშირებულია სახსრების “დაბერებასთან” ან წარსულში გადატანილ ტრავმასთან.
ოსტეოართრიტი უმეტესად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და არც სერიოზული გართულებები მოჰყვება.
ართრიტის როგორც სხვა ფორმებისთვის, ასევე ოსტეოართრიტისთვისაც
დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური სიმპტომები:
- მოძრაობის შეზღუდვა;
- ტკივილი;
- თითების, მაჯების, მუხლების შეშუპება.
ეს სიმპტომები ზოგჯერ საკმაოდ ძლიერადაა გამოხატული.
დაავადება ძირითადად ლოკალიზდება:
- თითების სახსრებში — სადაც აღინიშნება შემსხვილებები, რომლებიც არ არის მტკივნეული;
- ხერხემალში – სადაც ვითარდება ძვლისმაგვარი წარმონაქმნები.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი და არც მეორე ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის.
რევმატიული ართრიტისგან განსხვავებით, ოსტეოართრიტი სახსრების დეგენერაციული დაავადებაა და ხშირად ანთების გარეშე მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჭარბი წონა სახსრებზე დატვირთვას ზრდის. ამიტომ ოსტეოართრიტის ყველაზე რთული ფორმა, ბუნებრივია, თეძოსა და მუხლის სახსრების ოსტეოართრიტია. ჭარბი წონის დროს აუცილებელია შემცირდეს სხეულის წონა და შეირჩეს შესაბამისი ფიზიკური ვარჯიშები.
ოსტეოართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება:
- მედიკამენტოზური მკურნალობა;
- ფიზიკური ვარჯიში – რომლის შერჩევაც უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, განსაკუთრებით კარგია ცურვა და სეირნობა;
- ფიზიოთერაპი;
- ქირურგიული ჩარევა — მძიმე ფორმის დროს.
ოსტეოართრიტის დროს პროცესი თანდათან პროგრესირებს, ამიტომ საჭიროა ექიმთან დროული კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება.