დაავადებები, სტომატოლოგია

ორთოდონტია

ორთოდონტიაორთოდონტია – ეს არის სტომატოლოგიის განხრა, რომელიც მოიცავს კბილთა არასწორი დგომისა და თანკბილვის კორექციის პრობლემებს.

მოსახლეობის 90%-ზე მეტს კბილთა დგომისა და თანკბილვის ანომალიები აქვს, რაც დაკავშირებულია როგორც გენეტიკურ ფაქტორთან, ასევე ბავშვობაში მავნე ჩვევების არსებობასთან.

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების განვითარებას ხელს უწყობს სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, საკვების ხარისხი, პირღიაობა და სხვა.

ცნობილია რომ, თანკბილვის ანომალიებს სერიოზული კოსმეტიკური ნაკლის გარდა მივყავართ კბილებისა და ღრძილების დაავადებების განვითარებისკენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი მცდარად მიიჩნევს რომ, კბილების გასწორება მხოლოდ ბავშვთა ასაკშია შესაძლებელი.

თანკბილვის კორექცია შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით.