ავიტა, მედიკამენტები

ნორმოკიდი® /Normokid

ნორმოკიდი® /Normokid  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – მეტეორიზმის, კოლიკის, წამოქაფების, ღებინების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა:
სიროფის 5მლ შეიცავს:
ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი – 50მგ
კალიუმის ბრომიდი – 30მგ
ბელადონას ნაყენი – 0,01მლ
რთული კარდამონის ნაყენი – 0,05მლ
პიტნის წყალი – 0,75მლ
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი, ფორთოხლის სიროფი, გლიცეროლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნორმოკიდი კომბინირებული პრეპარატია ნაწლავური კოლიკის, მეტეორიზმის, წამოქაფების და ღებინების გასაქრობად ბავშვებში. გააჩნია მცირედ გამოხატული სედაციური ეფექტი. ნატრიუმის ციტრატი ორგანიზმში გარდაიქმნება ნატრიუმის ბიკარბონატად, ანეიტრალებს მარილმჟავას, ამცირებს რძის ზედმეტად შეხაჭოვების პროცესს. კარდამონის ნაყენი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აქრობს ნაწლავურ კოლიკას, ღებინებას, მეტეორიზმს და წამოქაფებას. პიტნა ხასიათდება გლუვი მუსკულატურის სპაზმოლიზური მოქმედებით. ბელადონა აბლოკირებს მუსკარინულ რეცეპტორებს, ძლიერი სპაზმოლიტიკია. კალიუმის ბრომიდი ხსნის აღგზნებადობას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციას.

ჩვენებები:
მეტეორიზმი, ნაწლავთა კოლიკა, ღებინება,. შესაძლებელია მისი დანიშვნა სპაზმის მოხსნის მიზნით შეტევითი ხველის და აღგზნებადობის სინდრომის დროს.

გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია მისი მცენარეული წარმოშობიდან გამომდინარე.

უკუჩვენება:
პარალიზური გაუვალობა, ნაწლავთა ინვაგინაცია.
დოზირება და მიღებია წესი:
2 თვემდე _ 2.5მლ 3-ჯერ დღეში.
2 თვიდან 1 წლამდე _ 5მლ 3-ჯერ დღეში.
1 დან 2 წლამდე _ 10მლ 3-ჯერ დღეში.
2 წლიდან – 15მლ 3-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: სიროფი 120მლ ფლაკონში.

შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტით

მწარმოებელი:
AmounPharmaceutical Co. S.A.E. 1stIndustrial zone, El-Obour City, Cairo, Egypt.