მედა, მედიკამენტები

კალიუმ-ნორმინი/ KALIUM-NORMIN

კალიუმ-ნორმინი/ KALIUM-NORMIN  – სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: კალიუმ-ნორმინი
საერთაშორისო პატენტირებული სახელწოდება: კალიუმის ქლორიდი
სამკურნალწამლო ფორმა: პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები1000 მგ

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას –კალიუმის ქლორიდი 1000,00 (რაც შეესაბამება K+524,44 მგ (13,3 მმოლი)
დამხმარე ნივთიერებებს – სილიციუმის კოლოიდური
უწყლო დიოქსიდი
(აეროსილი 200 ) 10,00
პოლივინილბუტირალი
(მოვიტალი B 30T) 57,50
ცეტილური სპირტი 17,00
მაგნიუმის სტეარატი 1,00
ტალკი 8,00
აღწერილობა ორივე მხრიდან ოდნავ ამობურცული დისკის ფორმის თეთრი ფერის
მარმარილოსმაგვარი ნახატით ტაბლეტები, მომწარო გემოთი, სუნის გარეშე. ტაბლეტის
ჭრილის ფერი – თეთრი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი კალიუმის პრეპარატი kodi ATX [A12BA01]

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
კალიუმის მიკროელემენტის შემცველი პრეპარატი ავსებს კალიუმის ნაკლებობას. კალიუმი ამცირებს აგზნებადობასა და გამტარობას მიოკარდში, ასუსტებს გულის გლიკოზიდების ტოქსიკურ მოქმედებას, არ მოქმედებს მათ დადებით ინოტროპულ ეფექტზე.
მცირე დოზებში K+ აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს, ხოლო მაღალში – ავიწ-როებს. მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარების პროცესში. ააქტიურებს ბევრ ციტოპლაზმურ ფერმენტს, არეგულირებს შიდა უჯრედოვან ოსმოსურ წნევას, ცილის სინთეზს, ამინომჟავათა ტრანსპორტს. აუმჯობესებს კუნთების შეკუმშვას მათი დისტროფიის და მიასთენიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას ადვილად და თითქმის ნებისმიერი რაოდენობით პასიურად აბსორბირდება (აბსორბცია 70%), რადგან მისი კონცენტრაცია (როგორც საკვებისა, ასევე სამკურნალო ფორმიდან გათავისუფლებულის) უფრო მაღალია წვრილი ნაწლავის სანათურში, ვიდრე სისხლში. რე ტარდი ტაბლე¬ტებიდანთანდათანობით და ნელა თავისუფლდება მთლიანად კნტ-ის სიგრ¬ძეზე. თეძოსა და მსხვილ ნაწლავში K+ გამოიყოფა ნაწლავის სანათურ-ში Na+-თან დაკავშირებული ცვლის პრინციპით და გამოიყოფა ნაღველთან (10%) ერთად. K+-ის განაწილება ორგანიზმში გრძელდება მიღების მომენტიდან დაახლოებით 8 საათს: აბსორბციის ფაზაში ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 1,31 სთ;რეტარდ ტაბლეტებიდან გამონთავისუფლების დრო – 6 სთ.

ჩვენებები მიღებისთვის
სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის

  • გამოწვეული სხვადასხვა მდგომარეობითა და ავადმყოფობით (გულისრევა, დიარეა)
  • მედიკამენტოზური მკურნალობით გამოწვეული (დიურეზული,გლუკოკორტიკოსტერო-იდები, საგულე გლიკოზიდები)

უკუჩვენებები
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატისადმი, ჰიპერკალიემია, AV სრული ბლოკადა, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, თირკმლების ქრონიკული უკმარი¬სობა, თანმხლები თერაპია კალიუმშემნახველი დიურეზულებით, მეტაბოლური დარღვევები (აციდოზი, ჰიპოვოლემია ჰიპონატრიემიასთან ერთად), კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ასაკი 18 წლამდე.

გამოყენება და დოზები
პრეპარატის დოზას ადგენენ ინდივიდუალურად, დაავადებისა და სის¬ხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მიხედვით. უნიშნავენ 1-2 გ/დღე¬ღა¬მეში (კალიუმის ქლორიდზე გაანგარიშებით), აუცილებლობის შემთხვევაში დოზასზრდიან 6 გ/დღეღამე-მდე.

გვერდითი მოქმედება
კნტ-ის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილები, კნტ-ის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია და ნაწლავთა გაუვალობა.
ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები, კუნთების მოდუნება, ცნობიერების დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება არითმიები, გულის ბლოკადა, გულის გაჩერება.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ჰიპერკალიემია (კუნთების ჰიპოტონია, პარესთეზიები,AV-ს გამტარობის შენელება, არითმიები, გულის გაჩერება). ჰიპერკალიემიის ადრეული კლინიკური ნიშნები ვლინდება შრატში K+-ის 6 მეკვ/ლ-ზე მეტი კონცეტრაციის დროს: T კბილის გამახვილება, QRS კომპლექსის გაფართოება.
ჰიპერკალიემიის უფრო მძიმე სიმპტომები – კუნთების დამბლა და გულის გაჩერება – ვითარდება K+ 9-10 მექვ/ლ-ის კონცენტრაციის დროს.

მკურნალობა: შიგნით ან ვენაში -ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, საჭიროებისამებრ ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან
კალიუმშემნახველი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, ამფ ინჰიბიტორები, ასას საშუალებები ამაღლებენ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს, ამცირებენ გულის გლი-კოზიდების გვერდით მოქმედებას. ისინი აძლიერებენ ქინიდინის, დიზო¬პირამიდის გვერდით მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია გაკონტროლდეს სისხლის შრატ¬ში K+-ის შემცველობა, ეკგ,ჰიპოკალიემიის მკურნალობისას _ მჟავა-ტუტე წონასწორობა. კალიუმის ქლორიდის გამოყენების უსაფრთ¬ხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. ორსულო¬ბი¬სას მისი გამო¬ყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დედისათვის მოსა¬ლოდ-ნელი სარგებლობისა და ნაყოფისათვის პოტენციური რისკის შედარება. ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვების საკითხი უნდა იყოს გადაჭრილი. ნატ¬რიუმის ქლო¬რიდის მაღალი შემცველობის დიეტა აძლიერებს ორგანიზმიდან K+-ის გამოყ¬ოფას. უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ჰიპერკალიემია, რო¬მელიც იწვევს სიკვდილს, შეიძლება სწრაფად და უსიმპტომოდ განვითარდეს.

გამოშვების ფორმა
ბლისტერში 10 ტაბლეტი.
3 ბლისტერს (30 ტაბლეტს) ათავსებენ მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტ¬რუქ¬ციასთან ერთად.

შენახვის პირობები
მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-300 C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
რეცეპტით

მწარმოებელი
სს ალკალოიდა ქემიკალს უნგრეთი
H-4440 ქ. ტისავაშვარი, ს/ყ 1
უნგრეთი