სასარგებლო რჩევები

სოლარიუმში გარუჯვა მოზარდებისთვის აკრძალულია

სოლარიუმში გარუჯვა მოზარდებისთვის აკრძალულიაჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 18 წლამდე ახალგაზრდებს დაჟინებით უკრძალავს სოლარიუმით სარგებლობას.

ეს განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. რეკომენდაცია განსაკუთრებით მოზარდებში კანის კიბოს განვითარების რისკს, უფრო სწორად კი მის ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან სახეობას – მელანომას – უკავშირდება.

მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მელანომის 132 ათას შემთხვევაზე მეტი რეგისტრირდება, ხოლო ამ დაავადების (და კანის სხვა სახის კიბოსგან) გამო სიკვდილიანობა 60 ათასს აღწევს.

ამ ნოზოლოგიური ფორმებით ავადობა გამუდმებით იზრდება და ეს ტენდენცია უფრო მეტად ჩრდილოეთის ქვეყნებში შეინიშნება.

ნორვეგიასა და შვეციაში ბოლო 45 წლის განმავლობაში მისი რიცხვი გასამმაგდა, ხოლო შეერთებულ შტატებში 30 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ექსპერტები ასეთ ზრდას როგორც სტაციონარული, ასევე ოჯახური სოლარიუმების გამუდმებულ გამოყენებას უკავშირებენ.

მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს იმ ქვეყნების ხელსუფალთ, სადაც “შენობაში გარუჯვა” ძალიან პოპულარულია და მათ გარკვეული ზომების სასწრაფოდ გატარებას ურჩევს.

ამისთვის საჭიროა როგორც აპარატურისადმი მოთხოვნილების გაზრდა, ასევე კონტიგენტისადმი თვალყურის მიდევნება.

ასაკობრივი შეზღუდვა უკვე რამდენიმე ქვეყანაში შემოიღეს. მაგალითად, შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მზიან შტატში – კალიფორნიაში 18 წლამდე მოზარდებს სოლარიუმებში გარუჯვა ექიმის დანიშნულების გარეშე სასტიკად ეკრძალებათ, ხოლო ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციამ და კიბოს კვლევის ინსტიტუტმა 16 წლამდე მოზარდებისთვის სალონებში გარუჯვა აკრძალა.