მშობიარობის შემდგომ
ძალიან ხშირია ემოციური ცვლილებები ქალებში ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ეს სავსებით გასაგები მდგომარეობაა, რადგან ორსულობის პირველი ხანებიდანვე იცვლება ცხოვრების წესი და ხდება ახალ მდგომარეობაზე გადაწყობა.
ძალიან ხშირად ორსული ქალბატონები ორდულობის საწყისი ეტაპიდან საჭიროებენ ემოციურობის საზღვრებში მოქცევას, დამშვიდებას, ოჯახის წევრებისგან მხარში დოგმას. ფეხმიმობისას სიმშვიდე და კარგი განწყობა ერთ-ერთი საუკეთესო წამალია დაძაბულობის და გართულებების თავიდან აცილების წინააღმდეგ.
ეცადეთ მშობიარობას შეხედოთ როგორც თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ საუეთესო და ბედნიერ დღეს ცხოვრებაში. ამით მშობიარობის შიშსაც გაიქრობთ და ამ დღის მოახლოება მხოლოდ დადებით ემოციებს აღგიძრავთ.
რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას
მშობიარობის შემდგომ თქვენ შესაძლებელია გქონდეთ:
- სისუსტის შეგრძნება;
- ტკივილები საშვილოსნოს შეკუმშვის დროს;
- ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში და ნაკერების არსებობისას, ტკივილები ხველებისას ან ცემინებისას.
- სისხლიანი გამონადენი საშოდან;
- საკეისროს შემთხვევაში ტკივილი ჭრილობის არეში; ასევე არასასიამოვნო შეგრძნება ჯდომისა და სიარულისას.
- ძუძუს თავების მტკივნეულობა პირველი ერთი კვირის განმავლობაში;
- ძუძუთი კვების პირველ დღეებში – ნახეთქები თავებზე;
- სახისა და თვალების სიწითლე, ძლიერი ჭინთვების შედეგად, კაპილარების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები;
- მოშარდვის გაძნელება პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში;
- სექსუალური ლტოლვის არ არსებობა;
როგორ აღვიდგინოთ ძალები
იმისათვის რომ ჩვენს ხალ დაბადებულ პატარას სათანადოდ მოვუაროთ და ჩვენი ენერგიის და დროის უდიდესი ნაწილი დავუთმოთ, საჭიროა ჩვენ თვითონ მოვიკრიბოთ ძალები და აღვიდგინოთ მთელი ენერგია რაც ორსულობისას მოვადუნეთ. ხშირად დავისვენოთ, ვიძინოთ შეძლებისდაგვარად, ეს ყველაზე მეტად დაგვეხმარება ამ დროს.
პირველ კვირებში აუცილებელია ვინმეს დახმარებას მოუხმოთ სახლის დალაგებისას და სადილის მომზადების დროს. ასე თქვენც მალევე დასძლევთ სისუსტეს და სულ ცოტა ხანში მთელი შემართებით განაგრძობთ თქვენი პატარას აღზრდას.
დავიბრუნოთ ჩვეული ფორმა
მშობიარობის შემდეგ უმეტესობა ქალებისა წუწუნებს მომატებული წონის შესახებ და ეძებს საშუალებას რაც შეიძლება მალევე დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას, რათქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული დიეტის დანიშვნა და საკვების მიღებისგან თავის აცილება მშობიარობის შემდგომი მინიმუმ 5/6 კვირის განმავლობაში, პირიქით ამ პერიოდში თქვენ გესაჭიროებათ კარგი და სრულყოფილი კვება, ახალი და მრავალფეროვანი საკვების სახით.
ბოსტნეულის და ხილის მიღება აუცილებელია. ხოლო რაც შეეხება ტკბილეულს ბევრ ცომეულსა და ცხიმებს უმჯობესია მათ თავი აარიდოთ. მიიღეთ სითხე.
ქალების უმრავლესობა უბრუნდება თავის პირვანდელ წონას მშობიარობიდან დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. გახსოვდეთ, მეძუძურმა დედამ დღეში უნდა მიიღოს ნორმაზე 500 კკალ-ით მეტი საკვები.
მკერდის მოვლა
მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა ქალი ახალშობილის ძუძუთი კვებას, მშობიარობიდან მე-2, მე-3 დღეს (განსაკუთრებით კი, როდესაც ბავშვი დიდხანს არ მოჰყავთ ძუძუთი კვებისთვის) მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლების გამაგრება, რაც რძის შეგუბებითაა გამოწვეული. ამ დროს ქალს აქვს მკერდში უსიამოვნო გამაგრების და სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი.
ამგვარმა შეგუბებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება – სარძევე ჯირკვლის ანთება. გამაგრებული ძუძუთი გამოწვეული დისკომფორტის მოხსნა სხვადასხვაგვარად შეიძლება. ძუძუთი და ხელოვნური კვების დროს.
სარძევე ჯირკვლის რძისგან დაცლა ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას და ასტიმულირებს შესაბამისი რაოდენობის რძის პროდუქციას. ძუძუთი კვების დროს ბავშვი დაიჭირეთ ისე, რომ მისი ნიკაპი ედებოდეს გამაგრებულ უბანს.
ასევე სასარგებლოა თბილი კომპრესები ან თბილი შხაპი. შესაბამისი ზომის ბუნებრივი ქსოვილის ბიუსჰალტერი უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. როგორც წესი, მომდევნო მშობიარობების შემდეგ სარძევე ჯირკვლის გამაგრება უფრო იშვიათია.
თუ ბავშვი ხელოვნურად იკვებება, უნდა მოერიდოთ მკერდის სტიმულირებას ნებისმიერი გზით, რომ არ მოხდეს რძის ჭარბად გამომუშავება. ამიტომ ამ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი სარძევე ჯირკვლების გამოწველა. დისკომფორტის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი კომპრესები ან ყინულის პარკები.
დღისა და ღამის პერიოდში ერთი-ორი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ მჭიდრო ბიუსჰალტერი. ზოგიერთ შემთხვევაში სალბისა ან აბზინდის პრეპარატებიც ამცირებენ გამაგრებას.
ნახეთქები ძუძუს თავებზე
შობიარობის შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში ძუძუს კერტებზე შესაძლებელია გაჩნდეს ნახეთქები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული პროფილაქტიკა. ბავშვის სწორად კვება დაიცავს კერტებს დაზიანებისაგან. არ შეიძლება საპნის გამოყენება კერტებზე წასასმელად, რადგან ამან შეიძლება მეტისმეტად გამოაშროს და უფრო მეტად დააზიანოს ისინი. ძუძუთი ყოველი კვების შემდეგ უნდა წაისვათ კერტებზე საკუთარი რძე მცირე ოდენობით.