მედიკამენტები, ეი-ბი-სი

მიოკარდინი / MIOCARDIN

მიოკარდინი / MIOCARDIN
LEVOCARNITINE
MAGIS FARMACEUTICI, იტალია
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A16AA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
პლასტიკატის დასალევიამპულა: შეფუთვაში 10 ც.
1 მლ.
L-კარნიტინი. . . . . . . 100 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მიოკარდინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული, ცხიმოვანი ცვლის მასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება. L-კარნიტინი ბუნებრივი ნივთიერება, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინს (ვიტამინი BT-ზრდის ვიტამინი), წარმოადგებს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს, უზრუნველყოფს CoAაქტივობის შენარჩუნებას. ახორციელებს გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით). მიოკარდინი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს, ზრდისფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში.
მიოკარდინი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას.
მიოკარდინი ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, აქვეითებს აპოპტოზს, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას და აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
ჰიპერთირეოზის დროს აწესრიგებს მომატებულძირითად ცვლას (თიროქსინის ნაწილობრივი ანტაგონისტი).
მიოკარდინი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 3სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში, შედარებით ნელა კუნთებში. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 15 სთ.
ჩვენებები

  • კარნიტინის პირველადი (გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი: თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები.
  • კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გიდ (სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პოსტინფარქტული მდგომარეობა), ჰიპოპერფუზია, კარდიოგენული შოკი.
  • ნერვული ანორექსიის სინდრომი (ნევროგენული ანორექსია), ფიზიკური გამოფიტვა ფსიქიური დაავადებების დროს, დისცირკულატორული და ტრავმული ენცეფალოპათია.
  • ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით.
  • ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი.
  • დღენაკლული და დროული ახალშობილების ჰიპოტროფია, ჰიპოტონია, სამშობიარო ტრავმის დაასფიქსიის შემდგომი პერიოდი, ახალშობილების რესპირატორული დისტრეს სინდრომი; რეის სინდრომის მსგავსი სინდრომოკომპლექსი (ჰიპოგლიკემია, ჰიპოკეტონემია, კომა) განვითარებულივალპროის მჟავისმიღების ფონზე.
  • ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი.
  • ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა.
  • მძიმე დაავადებების და ოპერაციის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.
  • კომპლექსურ თერაპიაში კანის დაავადებების დროს: ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა.
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (როგორც ანაბოლიკი და ადაპტოგენი).
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა.
  • ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე.

დოზირების რეჟიმი
მიოკარდინიმიიღებაკვებამდე 30 წუთით ადრე, შესაძლებელია გაიხსნას სითხეში (წყალი, ჩაი). მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებშისაშუალო დოზა 1გ (ერთი ამპულა)2-3 ჯერ დღეში.
ჰემოდიალიზი: 2-4გ დღეში. სტენოკარდია და პოსტინფარქტული პერიოდი: 2-6გ დღეში. ნერვული ანორექსია: 2გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 თვე. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა:1-2გ 2-3 ჯერ დღეში.
მადის მოსამატებლად-ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი და ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით : 0,5გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-1,5 თვე. კანის დაავადებები: 1გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-4 კვირა.
ბავშვებში: 2 წლამდე- 150 მგ/კგ/დღეში. ½ -1,5 ამპულა დღეში.
2-6 წელი- 100 მგ/კგ/დღეში. 1,5-2 ამპულა დღეში.
6-12 წელი- 75 მგ/კგ/დღეში. 2-3 ამპულა დღეში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებისან რომელიმე დამხმარე ნივთიერებისმიმართ.
გვერდითი მოვლენები
მსუბუქად გამოხატული: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები, მიასთენია (ურემიულ პაციენტებში).
ორსულობა და ლაქტაცია
მიოკარდინის მიღება დასაშვებია ექიმისკონსულტაციით, კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავსსაქაროზას დასორბიტოლს. რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვამედიკამენტებთან.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ბნელ ადგილას, 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.