ლიმფოგრანულომატოზი
ლიმფოგრანულომატოზი იგივე ჰოჯკინის დაავადება ლიმფური სისტემის სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ადვილად ავადდებიან ყველა ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად 16-30 და 50 წელს ზემოთ. მამაკაცები ქალებთან შედარებით უფრო მეტი სიხშირით ავადდებიან.
სიმსივნის სუბსტრატს წარმოადგენს გრანულომა, რომელიც შედგება შტერნბერგის გიგანტური უჯრედებისაგან. ისინი დასაწყისში ლიმფურ ჯირკვლებში ქმნიან მცირე კვანძებს, თანდათანობით ავსებენ მთელ კვანძს და აძევებენ ნორმალურ ქსოვილს.
მეტად მნიშვნელოვანია ლიმფური ჯირკვლების შეფასება, როგორც დამოუკიდებელი ლიმფური ჯირკვლების რეგიონები:
- სასის რკალის ლიმფური ქსოვილები (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე)
- ცერვიკალურად (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე)
- კისრის ზედა
- კისრის ქვედა
- სუპრაკლავიკულარულად (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე)
- ინფრაკლავიკულარულად (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე)
- აქსილარულად (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე)
- ფილტვების ჰილუსი (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე), ბრონქო-პულმონალური ლიმფური ჯირკვლები.
- მედიასტინუმის ლიმფ.ჯირკვლები
- ზედა ნაწილი ბიფურკაციამდე
- შუაში ,ჰილუსი სუბკარინალურ რეგიონამდე.
- ქვედა ნაწილი დიაფრაგმამდე
- სუპრადიაფრაგმალურად
- ელენთა
- ელენთის ჰილუსი
- ღვიძლის ჰილუსი
- მეზენტერიალურად: მეზენტერიუმი და მეზოკოლონი
- პარააორტალურად
- ილიაკალურად (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე)
- ინგუინალურად (მარჯვენა და მარცხენა ცალ-ცალკე)
თუ ლიმფური ჯირკვალის დიამეტრი 1სმ-ზე ნაკლებია, იგი არ ჩაითვლება როგოეც სიმსივნურად დაზიანებული.
თუ ლიმფური ჯირკვალის დიამეტრი 2სმ-ზე მეტია, იგი ჩაითვლება როგორც სიმსივნურად დაზიანებული.
თუ ლიმფური ჯირკვალის დიამეტრი 1სმ-დან 2სმ-მდეა ერთერთ რეგიონში, ასეთი რეგიონი ჩაითვლება
ორგანოთა დაზიანებაზე მაშინ საუბრობენ, როცა სიმსივნური ლიმფური ჯირკვლები რომელიმე ორგანოში არიან ინფილტრირებული. ასეთი ორგანო შესაძლოა იყოს: ფილტვები, ღვიძლი, ელენთა, ძვალი და ძვლის ტვინი.
ლიმფოგრანულომატოზის კლინიკური სურათი მეტად მრავალფეროვანია, დაავადება ძირითადად ვლინდება ლიმფური კვანძების გადიდებით, უფრო მეტად კისრისა და ლავიწზედა ფოსოში, ხშირად – მარჯვნივ. ამ დროს ლიმფური კვანძი ხელით გასინჯვისას არის რბილი, ელასტიკური და უმტკივნეულო. დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი ცხელება შემცივნებით და ღამის ძლიერი ოფლიანობით, კანის ქავილი. დანარჩენი კლინიკური სიმპტომები ვლინდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული.
დიდი მნიშვნელობა აქვს სტადიის განსაზღვრას.
არსებობს ლიმფოგრანულომატოზის ოთხი სტადია:
I სტადია – როცა დაზიანებული ერთადერთი ლიმფური ჯირკვლის რეგიონი (I) ან დაზიანებულია ერთადერთი ექსტრა ლიმფატური ორგანო ან რეგიონი (I).
II სტადია – როცა დაზიანებულია 2 ან მეტი ლიმფური ჯირკვლების რეგიონები დიაფრაგმის ერთიდაიგივე მხარეზე (II) ან ლოკალურად დაზიანებულია ექსტრალიმფატური ორგანო თავისი რეგიონალური ლიმფური ჯირკვლებით დიაფრაგმის ერთიდაიგივე მხარეზე (II).
III სტადია – როცა დაზიანებულია ლიმფური ჯირკვლები დიაფრაგმის ორივე მხარეს (III), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ელენთის დაზიანებაც(III) და/ან ლოკალურად ექსტრალიმფატური ორგანოების ან ქსოვილების (III) ან ორთავე ერთდროულად (III).
IV სტადია – როცა ადგილი აქვს დისსემინირებულ ექსტრალიმფატური ორგანოთა დაზიანებას, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ან არ ახლდეს ლიმფური ჯირკვლების დაზიანებაც; ან იზოლირებულად ერთი ექსტრალიმფატური ორგანოს დაზიანება არარეგიონალური ლიმფური ჯირკვლების პროცესში ჩათრევით.
ყოველი სტადია A და B კატეგორიად არის დაყოფილი:
- A – ზოგადი სიმპტომების არ არსებობა;
- B – არაუმცირეს ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი ზოგადი სიმპტომებიდან:
- ბოლო 6თვის მანძილზე უმიზეზოდ წონაში კლება 10%-ზე მეტად
- აუხსნელი პერსისტირებადი ტემპერატურა 38ºჩ
- ძლიერი ოფლიანობა ღამით
ლიმფოგრანულომატოზის დასადგენად გამოიყენება:
- ჯირკვლის ბიოპსია — ჰოჯკინის ლიმფომაზე დაეჭვების დროს რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს ბიოპსია. ჰისტოლოგიური დიაგნოზის დასმა ხდება ლიმფური ჯირკვლის ბიოპსიის ან პირველადად დაზიანებული ორგანოს ბიოპსიის შედეგად. ამ დროს უნდა იქნეს მთლიანი ლიმფური ჯირკვალი ან დიდი ნაწილი ქსოვილისა ამოღებული. ადგილზე პათოლოგების მიერ დიაგნოზის დადასტურების შეთხვევაში, გამოკვლეული მასალა სრულად იგზავნება რეფერენს – ლაბორატორიაში.
- ანამნეზის შეგროვება — ადრე არსებული ან თანმხლები დაავადების შესახებ (ნეფროზული სინდრომი და სხვა აუტოიმუნური დაავადებები.). ზოგადი სიმპტომატიკა — ბოლო 6თვის მანძილზე წონის დაკლება 10%-ზე მეტი; პერსისტირებადი უცნობი ეტიოლოგიის ტემპერატურა, თანმხლები ოფლიანობით ღამე.), ჩატარებული მკურნალობა.
- კლინიკური გამოკვლევა — ყველა იმ ლიმფური კვანძების რეგისტრირება, რომელიც ისინჯება და რეგიონის მითითება. ღვიძლის და ელენთის პალპაცია (რამდენი სანტიმეტრით სცილდება ნეკთა რკალს.). ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან გამოკვლევა
- ლაბორატორიული კვლევები — სისხლის კლინიკური სურათი სრული, ედს, ალატი, ასატი, გამაგლუტამატტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა, კრეატინინი, ალბუმინი. სეროლოგიური კვლევა შემდეგ ანტისხეულებზე: VZV, EBV, CMV, HSV, HIV, ტოქსოპლაზმა და A,B,C ჰეპატიტები.
- ინსტრუმენტული გამოკვლევები — გულმკერდის რენდგენოგრაფია, მუცლის ღრუს სონოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, ეხოკარდიოგრაფია, ენცეფალოგრაფია.
დანარჩენი დიაგნოსტიკური ზომები (ისეთი როგორიცაა: ეკგ, ფილტვების ფუნქციის კვლევა და ა.შ.) ტარდება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
მკურნალობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი იღებს ინდივიდუალურად თითოეულ შემთხვევაში.