ავიტა, მედიკამენტები

ლაქტალი

ლაქტალი – ვაგინალური გელი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალება

შემაწუხებელი ვაგინალური სუნი? უსიამოვნო გამონადენი? დისკომფორტი? შენ არ ხარ მარტო… საშოში ბუნებრივად სხვადასხვა ტიპის ბაქტერია ბუდობს; ყველაზე დიდი რაოდენობით არსებობს რძემჟავა ბაქტერიები. რძემჟავა ბაქტერია წარმოქმნის დამჟანგველ რძემჟავას, რომელიც ინარჩუნებს საშოს დაბალ pH-ს და იცავს ინფექციის განვითარებისაგან. თუ რძემჟავა ბაქტერიების რიცხვი მცირდება და pH-ის დონე მოიმატებს, მაშინ იწყება ცუდი ბაქტერიების ზრდა. ამ მდგომარეობას სამედიცინო ენით ბაქტერიული ვაგინოზი ეწოდება.

ბაქტერიულ ვაგინოზთან დაკავშირებული სიმპტომებია: შემაწუხებელი სუნი, უსიამოვნო გამონადენი და დისკომფორტი საშოში. ბაქტერიული ვაგინოზი ძალიან ხშირი ვაგინალური მდგომარეობაა.

ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორი: გახანგრძლივებული მენსტრუაცია, შხაპის ხშირი მიღება, ინტიმური ჰიგიენური პროდუქციის გამოყენება და სქესობრივი კავშირი. ანტიბიოტიკების კურსმა და საშვილოსნოსშიდა მოწყობილობების გამოყენებამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ბალანსზე საშოში.
ლაქტალური ვაგინალური გელი კურნავს და ხელს უშლის ბაქტერიული ვაგინოზის რეციდივის განვითარებას ბუნებრივი გზით.
ლაქტალური ვაგინალური გელი შეიცავს რძემჟავას, რომელიც ეფექტურად ანეიტრალებს შემაწუხებელ სუნს და აღადგენს ნორმალურ pH-ს, ის ასევე შეიცავს გლიკოგენს, რომელიც უზრუნველყოფს საკვებით რძემჟავა ბაქტერიებს. რძემჟავა ბაქტერიები იზრდება და საშოს ბუნებრივი ბალანსი აღდგება, ამავდროულად ეფექტურად შესუსტდება გამონადენი, დისკომფორტი და უსიამოვნო სუნი.

როდის გამოიყენება ლაქტალური ვაგინალური გელი?
ლაქტალური ვაგინალური გელი გამოიყენება საშოს ბუნებრივი pH-ის მაჩვენებლების აღდგენის მიზნით უსიამოვნო სუნის, გამონადენის და დისკომფორტის დროს.
ლაქტალური ვაგინალური გელის გამოყენება ასევე შეიძლება საშოს ბუნებრივი pH-ის შესანაჩუნების და ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

დოზირება:

მკურნალობა
ბაქტერიული ვაგინოზის, დისკომფორტის, გამონადენისა და უსიამოვნო სუნის ეფექტური მკურნალობისთვის გამოიყენეთ 1 ტუბი დღეში 7 დღის განმავლობაში
შენარჩუნება და პრევენცია
ბუნებრივი pH-ის ბალანსის შენარჩუნება და სიმპტომების განმეორების პრევენცია გამოიყენეთ 1 ტუბი ყოველ მესამე დღეს 3 თვის განმავლობაში
ანტიბიოტიკების მიღების დროს pH-ის დონის შენარჩუნება გამოიყენეთ 1 ტუბი დღეში კურსის ბოლოს 4-5 დღის განმავლობაში
თუ შეამჩნიეთ სიმპტომების განმეორება მენსტრუაციის დროს გამოიყენეთ 1 ტუბი მენსტრუაციის ბოლოს 1-2 დღის განმავლობაში

ლაქტალური ვაგინალური გელის გამოყენება იოლია:
მოახრახნეთ თავი და ტუბის მთელი ყელი მოათავსეთ საშოში, გამოდევნეთ შიგთავსი. ამოიღეთ ტუბი და გადააგდეთ. ლაქტალური ვაგინალური გელის გამოყენება უმჯობესია ძილის წინ. სასურველია საფენის გამოყენება, ვინაიდან ხშირია მცირე გამონაჟონი, რაც არ ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას.
ლაქტალური ვაგინალური გელი გამოცდილია და კლინიკურად ტესტირებული.
კლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ ლაქტალური ვაგინალური გელის ფორმულა უსაფრთხო და ეფექტურია საშოს pH-ის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში.

ლაქტალური ვაგინალური გელის გამოყენება უსაფრთხოა.
ლაქტალური ვაგინალური გელი გამოდის ჰიგიენურ ერთჯერადი გამოყენების ტუბებში. მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის და მენსტრუაციის დროს. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ორსულობის დროს გაქვთ ვაგინალური ინფექცია, უნდა მიმართოთ ექიმს. ლაქტალური ვაგინალური გელის გამოყენებამ თანმხლები სოკოვანი ინფექციის ან საშოს ქსოვილში ნახეთქების არსებობის დროსშეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი მწიწკვნელი ტკივილი, რაც დროებითია და სწრაფად გაივლის.

როდის უნდა ეწვიოთ თქვენს ექიმს?
მიმართეთ თქვენს ექიმს სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, ასევე თუ შეამჩნევთ ტკივილს, ან დისკომფორტი არ გაქრა, თუ გამონადენი სისხლნარევია, ან გამონადენი გაჩნდა მენოპაუზის დროს. ასევე ექიმს უნდა მიმართოთ ორსულობის დროს ვაგინალური ინფექციის განვითარების შემთხვევაში. თუ დანიშნულებისამებრ ლაქტალური ვაგინალური გელის გამოყენებისას სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება, უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისათვის.

როდის არ უნდა გამოვიყენოთ ლაქტალური ვაგინალური გელი?
ლაქტალურ ვაგინალურ გელს ნუ გამოიყენებთ თუ დაორსულებას ცდილობთ, ვინაიდან დაბალი პH ნაკლებად ხელსაყრელი გარემოა სპერმისათვის. ნუ გამოიენებთ მას როგორც კონტრაცეპტივს.
შეფუთვა შეიცავს 5 მლ-იან 7 ერთჯერადი გამოყენების ტუბს.

ნუ გამოიყენებთ ტუბს თუ ის დაზიანებულია.

ნუ გამოიყენებთ ტუბს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ლაქტალური ვაგინალური გელი ჰიგიენური საშუალებაა.
CE Mark 0344

დისტრიბუტორი:
G.V.G Pharmaceuticals.

მწარმოებელი:
Kullgren Pharma, Box 123, SE-646 22 Gnesta, შვედეთი.
სიმბოლოები EC
ნუ გამოიყენებთ ხელახლა.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გადამუშავდება.