სასარგებლო რჩევები

ხვრინვა – სერიოზული საფრთხე ქორწინებისა და სიცოცხლისათვის

ხვრინვა – სერიოზული საფრთხეგანქორწინების მიზეზთა სტატისტიკაში ხვრინვას მესამე ადგილი უჭირავს მატერიალური და სექსუალური პრობლემების შემდეგ.

როგორც წესი, მხვრინავი თავის პრობლემას ვერ ხვდება და ინფორმაციას გარშემომყოფებისაგან იღებს. სხვათა შორის, ამ საქმეში გვერდით მწოლიარის დისკომფორტი ყველაზე საშინელი არ არის. გაცილებით უარესია ის რომ ერთ მშვენიერ დღეს მხვრინავმა შეიძლება ვეღარ გაიღვიძოს.

ექიმები თვლიან, რომ ხვრინვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა – ეს არის ე.წ. აპნოეს (სუნთქვის დროებითი შეჩერების) შეტევები.

მიზეზები:

ხვრინვის მიზეზი რბილი სასის მოშვებული კუნთებია. ძილის დროს მოდუნებული კუნთები გამავალი ჰაერის ზემოქმედებით ვიბრაციას იწყებს და მჭექარე ხმას გამოსცემს. შეიძლება მოხდეს ისეც რომ რბილმა ქსოვილმა ყელი მთლიანად დახუროს და სუნთქვა 10, ზოგჯერ მეტი წამითაც შეაჩეროს. ასე, აქტიური ხვრინვის ერთი საათის განმავლობაში, ჟანგბადის მიწოდება შეიძლება 50–ჯერ შეწყდეს, რაც დღისით თავის ტკივილს, თვლემას, მომატებულ დაღლას იწვევს, ღამით კი შეიძლება ინსულტის მიზეზიც გახდეს.

ყველანაირი ხვრინვა საშიში არ არის. წყნარი კრუტუნი საფრთხეს არ წარმოადგენს. მართალია ბგერები გამაღიზიანებელია, მაგრამ საკმარისია მხვრინავს იდაყვი გაჰკრათ, რომ მაშინვე გვერდზე გადაბრუნდება და პრობლემა გადაწყდება. საშიშია ძლიერი, მსტვინავი ხმა, რომელიც არც ერთ პოზაში არ წყდება.

დროა იმოქმედოთ:

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოს ხვრინვა დიაგნოსტიკას ემორჩილება. მთავარია ექიმს მიმართოთ, გამოკვლევა ჩაიტაროთ და მკურნალობა დაიწყოთ. ამავე დროს შინაურების მშვიდი ძილისთვის შინაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად რაღაცის გაკეთება შეიძინეთ მაღალი ბალიში, რაც მაღლა იქნება თავი ხვრინვა მით უფრო შემცირდება. ეცადეთ მხოლოდ გვერდზე დაწვეთ.

უარი თქვით ალკოჰოლსა და თამბაქოზე, ყოველ შემთხვევაში დაძინებამდე 4 საათით ადრე მაინც. დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი საშუალებები არ დალიოთ – ისინი ყელის კუნთებს ადუნებს.

თუ თქვენი ხვრინვა საშიში კატეგორიისაა, მისგან უნდა განთავისუფლდეთ. სადღეისოდ ლაზერული ქირურგიის მიღწევების მეშვეობით ოპერაცია ხელმისაწვდომი და მეტად ეფექტურია.

ასევე სასარგებლოა ძილის წინ მღერა. ის სახმო სიმებს ავარჯიშებს, რითაც რბილი სასის კუნთების გამაგრებას ეხმარება.