სასარგებლო რჩევები

ზოგიერთ შემთხვევაში ხილი და ბოსტნეული შეიძლება მავნე აღმოჩნდეს 

ხილი და ბოსტნეულიხილ-ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანს, რაც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში შეიძლება არც ისე სასარგებლო აღმოჩნდეს.

კერძოდ: 

ანანასი – მავნეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს;

ყურძენი – უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის დროს, ქრონიკული ფარინგიტების, კუჭის წყლულის, სიმსუქნისა და კოლიტების დროს;

მსხალი – არ მიირთვათ მშიერ კუჭზე, კუჭის წყლულისა და გასტრიტების დროს;

კომბოსტო – მავნეა კუჭის წყლულის დროს, ასევე ნაწლავური კოლიკებისა და სანაღვლე გზების სპაზმისადმი მიდრეკილების არსებობის დროს;

კიტრი – უკუნაჩვენებია კუჭის წყლულის დროს, მწვავე გასტრიტებისა და ენტეროკოლიტის დროს;

პომიდორი – ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში;

ჭარხალი – მავნეა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და განსაკუთრებით შარდკენჭოვანი დაავადების დროს.