მედიკამენტები, ს.ს. “გრინდექსი”

ბიკალუტამიდი გრინდექსი 50 მგ / Bicalutamide grindeks 50 mg

ბიკალუტამიდი გრინდექსი 50 მგ / Bicalutamide grindeks 50 mg
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
Bicalutamidum
აფკით შემოგარსული ტაბლეტები
პრეპარატისმიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია:

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი გამოწერილია თქვენთვის. არ მისცეთ იგი სხვას. ამას შეუძლია ზიანის მიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მეორე ადამიანს აქვს მსგავსი სიმპტომები.
  • თუ თქვენში შეინიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში ან თუ აღწერილი გვერდითი მოქმედება მძიმედ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციაში შეგიძლიათ გაიგოთ:

  1. რა არის ბიკალუტამიდ გრინდექსი და რისთვის მიიღება ის
  2. ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღებამდე
  3. როგორ მიიღება ბიკალუტამიდი გრინდექსი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ შევინახოთ ბიკალუტამიდი გრინდექსი
  6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ბიკალუტამიდ გრინდექსი და რისთვის მიიღება ისპროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის ზრდა დამოკიდებულია მამაკაცის სქესობრივ ჰორმონებზე, კერძოდ ანდროგენებზე:

ბიკალუტამიდი გრინდექსის აქტიური ნივთიერება ბიკალუტამიდი არის ე.წ. ანტიანდროგენი, რომელიც ხელს უშლის ბუნებრივი ანდროგენების მასტიმულირებელ მოქმედებას სიმსივნეზე.ბიკალუტამიდი გრინდექსი 50 მგ ტაბლეტები გამოიყენება პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ სხვა მკურნალობასთან ერთად.

2. ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღებამდე არ მიიღოთ ბიკალუტამიდი გრინდექსი შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ბიკალუტამიდის ან ბიკალუტამიდი გრინდექსის სხვა კომპონენტების მიმართ
  • თუ ღებულობთ ტერფენადინს (პოლინოზის ანუ თივის ცხელების ან ალერგიის საწინააღმდეგოდ), ასტემიზოლს (პოლინოზის ანუ თივის ცხელების ან ალერგიის წინააღმდეგ) ან ცისაპრიდს (გამოიყენება კუჭის მოქმედების დარღვევის შემთხვევაში);
  • ეს წამალი არ უნდა გამოიყენონ ქალებმა და ბავშვებმა.ბიკალუტამიდ გრინდექსის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში
  • თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
  • თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • თუ გაქვთ დიაბეტი და უკვე იყენებდით სხვა წამლებს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ (ე.წ. ЛГРГ (ბუნებრივი მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის) ანალოგები)

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან ღებულობდით ბოლო დროს, მათ შორის პრეპარატები, რომელთა შეძენა შეიძლება რეცეპტის გარეშე.
არ გამოიყენოთ ბიკალუტამიდი ტერფენადინთან ან ასტემიზოლთან (ანტიჰისტამინური ჯგუფის პრეპარატი) ან ცისაპრიდთან ერთად (გამოიყენება კუჭის მოქმედების დარღვევის შემთხვევაში)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის შეტყობინება, თუ იყენებთ:

  • ანტიკოაგულანტებს (მაგ., ვარფარინი)
  • ციკლოსპორინს (პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მოქმედებაზე)
  • კალცის არხების ბლოკატორებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
  • ციმეტიდინს (კუჭის წყლულის სამკურნალოდ)
  • კეტოკონაზოლს (გამოიყენება კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტირება გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქალებში ბიკალუტამიდი არ გამოიყენება.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბიკალუტამიდი გავლენას იქონიებს პაციენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ძილიანობის შემთხვევაში პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიკალუტამიდი გრინდექსის რომელიმე კომპონენტის შესახებ
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა თქვა, რომ თქვენ გაქვთ შაქრის რომელიმე სახის აუტანლობა,ამ წამლის მიღებამდე კონსულტირება გაიარეთ ექიმთან.

3. როგორ მივიღოთ ბიკალუტამიდ გრინდექსიყოველთვის გამოიყენეთ ბიკალუტამიდი გრინდექსი ექიმის მითითების შესაბამისად.

შეკითხვების გაჩენისშემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა – ერთი 50 მგ ტაბლეტი დღეში.
წამალი მიიღება ყოველ დღე დაახლოებით ერთ და იგივე დროს
თუ მიგაჩნიათ, რომ ბიკალუტამიდი გრინდექსის მოქმედება მეტად ძლიერია ან მეტად სუსტი, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ბიკალუტამიდი გრინდექსი დანიშნულზე მეტი
თუ თქვენ მიიღეთმეტი ტაბლეტ, ვიდრე დანიშნულია,დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღება
თუ დაგავიწყდათ სადღეღამისო დოზის მიღება, დავიწყებული დოზის შესანაცვლებლად არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა და დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღებას.
თუ შეწყვიტეთ ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღება
მიიღეთ ბიკალუტამიდი გრინდექსი იმ დროის განმავლობაში, რომელიც დაგინიშნა ექიმმა.
თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეწყვიტოთ წამლის მიღება და არ შეცვალოთ დოზა იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავს გრძნობთ ჯანმრთელად.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენებისხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ბიკალუტამიდ გრინდექსს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება:

  • შესამჩნევად გაძნელებული სუნთქვა, შესაძლოა ციებით ან ხველით. ზოგ პაციენტებში შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, ე.წ. ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება
  • ძლიერი ქავილი (ბებერათი) ან სახის, ტუჩის ან ყელის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას
  • სისხლი შარდში
  • მუცლის ტკივილები
  • კანის და თვალის გარსის სიყვითლე

თუ შეამჩნიეთ ნებისმიერი ჩამოთვლილი გვერდითი მოქვლენები ან ასევე თუ გაქვთ ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ძალიან ხშირად (შეინიშნება ერთი 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს)

  • თავბრუსხვევა
  • ალები
  • მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა
  • სისხლი შარდში (ჰემატურია)
  • მკერდის ჯირკვლების შეშუპება (გინეკომასტია) და მკერდის ჯირკვლის მგრძნობელობა
  • სისუსტე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კოჭების, ტერფების ან ფეხების შეშუპება.ხშირად(შეინიშნება 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს)
  • გულის უკმარისობა
  • პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევები, აირების დაგროვება
  • ღვიძლის მოქმედების მაჩვენებლების ცვლილებები
  • ძილის დარღვევები
  • შესუსტებული სქესობრივი ლტოლვა, დეპრესია
  • გაძნელებული სუნთქვა (დისპნოე)
  • იმპოტენცია
  • ღამით გაღვიძება შარდვის აუცილებლობით (ნიქტურია)
  • ანემია
  • თმების ცვენა, თმების ზრდა/დამატებითი თმების ზრდა, მშრალი კანი, ქავილი, გამონაყარი, ოფლიანობა
  • შაქრიანი დიაბეტი, სისხლში შაქრის დონის მატება, სხეულის მასის ცვლილება, უმადობა
  • თავის ტკივილები, ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, შეციებაიშვიათად (შეინიშნება 1 000 პაციენტიდან 1-ზე მეტს);
  • მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მ.შ. ანგიონევროტიკული შეშუპება (სახის, ენის ან ყელის შეშუპება) და ჭინჭრის ციება
  • ფილტვების ანთება (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება)იშვიათად (შეინიშნება 1000 პაციენტიდან 1 -ზე ნაკლებში):
  • ღვიძლის უკმარისობა.

თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში ან თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება ვლინდება მძიმედ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ ბიკალუტამიდი გრინდექსი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უჩინარ ადგილას.
ამ წამლისათვის არ არის საჭირო შენახვის განსაკუთრებული პირობები.
არ გამოიყენოთ ბიკალუტამიდი გრინდექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის უკანასკნელ დღეს.
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპრატის არასაჭირო ნარჩენების ლიკვიდაციის შესახებ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბიკალუტამიდი გრინდექსი

  • აქტიური ნივთიერება ბიკალუტამიდი (Bicalutamidum)ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.

სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი კ-30, სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: Opadry White Y -1-7000, რომელიც შეიცავს ჰიპრომელოზას, ტიტანიუმის დიოქსიდს (E 171), მაკროგოლს 400.

ბიკალუტამიდი გრინდექსი ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვა
თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი აფკით შემოგარსული ტაბლეტები
შეფუთვები: 10, 14, 28, 30, 50, 60, 90, 100.
ყველა შეფუთვა შესაძლოა მიუწვდომელი იყოს ბაზარზე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს გრინდექსი . კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელ: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ-ფოსტა: : grindeks@grindeks.lv
მწარმოებელი
TECNIMEDE Sociedade Tecnico-Medicinal, S.A., Sacavem, პორტუგალია
ეს წამალი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის (ეეზ) წევრ-ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით:
ფინეთი Bicalutamide Grindeks 50 mg kalvopaallysteinen tabletti
ლატვია Bicalutamide Grindeks 50 mg apvalkotas tablets
ლიტვა Bicalutamide Grindeks 50 mg plevele dengtos tabletes
ესტონეთი Bicalutamide Grindeks 50 mg ohukese polumeerikattega tabletid
ამ სამკურნალო საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.

თარგმანი ესადაგება ორიგინალს.