ინესტომი/ INESTOM
ინესტომი/INESTOM – ლევოკარნიტინი
საერთაშორისო დასახელება -L-carnitin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები, ამინომჟავები
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები:
1 ამპულა 10 მლორალური ხსნარი შეიცავს 1000მგ ლევოკარნიტინს (L -karnitini).
დამხმარე ნივთიერებები ორალური ხსნარისთვის: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
1 ამპულა 5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1000 მგ ლევოკარნიტინს (L -karnitini).
დამხმარე ნივთიერებები საინექციო ხსნარისთვის: ქლორწყალბადმჟავა 10%, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (BT- ზრდის ვიტამინი). წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების ჩო ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ინესტომი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. ხასიათდება ნეიროტროფული მოქმედებით, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს არეგულირებს გაძლიერებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ინესტომი/ INESTOM კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შედეგი მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში. თ½ – 15 სთ. ექსკრეტირდება 80%-ზე მეტი თირკმელებით შეუცვლელი სახით.
ჩვენებები:
გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.
ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, კარნიტინის გენეტიკური დეფიციტი. ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.
ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.
ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
მიღების წესი და დოზირება:
ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ:
ბავშვებში: 12 წლამდე – 50-100 მგ/კგ/დღეში.
მოზრდილებში: 1-3 გ დღეში.
ნელი ინტრავენური შეყვანით 2-3 წუთის განმავლობაში.
ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ, მხოლოდ პეროსმისაღებად.
ბავშვებში: 2 წლამდე – 150 მგ/კგ/ დღეში.
2-დან 6 წლამდე – 100მგ/კგ/დღეში.
6-დან 12 წლამდე – 75მგ/კგ/დღეში.
12 წელს ზევით და მოზრდილებში: 2-3 გრ დღეში.
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, შეიძლება გაიხსნას წვენში ან წყალში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი:
ინახება25° C-ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ-იანი შუშის ფლაკონები №10.
ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ-იანი შუშის ამპულები № 5.
მწარმოებელი:
HELP Pharmaceuticals, საბერძნეთი.