ავიტა, მედიკამენტები

რეფურილი/REFURIL

რეფურილი/REFURIL – სუსპენზია 60 მლ
საერთაშორისო დასახელება – Nifuroxazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ნაწლავური ანტისეპტიკური საშუალებები

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს: ნიფუროქსაზიდი – 200 მგ.
დამატებითი კომპონენტები: მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლისარომატიზატორი.

ფარმაკოლოგიურიმოქმედება:
ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის Staphylococcus da Sreptococcus), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული დიარეა;
  • კოლიტი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლიდა 1 თვემდე ასაკის ბავშვები

განსაკუთრებული მითითებები\ გაფრთხილება:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება.

გვერდითი ეფექტები:
მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.
გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები და ბავშვები 10 წლის შემდეგ: 2- 4მზომი კოვზი დღეში

ბავშვები:
ერთი წლიდან-2-3 მზომი კოვზი დღეში.
ბავშვები წლამდე (გამონაკლისია ერთ თვემდე ასაკის ბავშვები) – 1\2 -1 1\2 მზომი კოვზი დღეში.
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.

დოზის გადაჭარბება: თუ პერედოზირების შემდეგ დიდი დრო არ არის გასული,აუცილებელია გამოვიწვიოთ ღებინება და კუჭის გამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.შაჭიროების შემთხვევაში ვატარებთ ხელსემწყობ და სიმპტომურ თერაპიას.
პრეპარატი ინახება 25˚С-ზე დაბალტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

გამოშვების ფორმა:
სუსპენზია 60 მლ ფლაკონში.

მწარმოებელი:
მუნირ შახინ ილაჩ სან.ვე ტიდჯ.ა .შ.კარტალ/სტამბული-თურქეთი
http//www.munirsahin.com.tr