იაპონური დიეტა სწრაფად გახდომაში დაგეხმარებათ
ამ დიეტას იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ადამსი, წარსულში “სპაის გელზის” წევრი. ისინი გვპირდებიან, რომ 17 დღეში 7 კილოგრამამდე დაკლებაა შესაძლებელი.
აღწერა: დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და იშვიათად – მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კილოკალორიისა დღე-ღამეში.
პირველი დღე:
- საუზმე: შავი ყავა;
- სადილი: 2 მოხარშული მთლიანი კვერცხი. ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ან 1 პომიდორი;
- ვახშამი: მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეორე დღე
- საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა;
- სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით;
- ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხროცი, ჭიქა კეფირი.
მესამე დღე
- საუზმე: შავი ყავა;
- სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით,
- ვახშამი: ვაშლები.
მეოთხე დღე
- საუზმე: უმი, გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით;
- სადილი: დიდი თევზი (500 გრ), მოხარშული ან შემწვარი, ჭიქა პომიდვრის წვენი;
- ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეხუთე დღე
- საუზმე: შავი ყავა;
- სადილი: 1 დიდი ძირი ოხრახუში მცენარეულ ზეთში შემწვარი, ვაშლები;
- ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ქორფა კომბოსტოს სალათა ზეთით.
მეექვსე დღე
- საუზმე: შავი ყავა;
- სადილი: 500 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი;
- ვახშამი: ნებისმიერი რაციონი წინა დღეებიდან, გარდა მესამე დღისა.
მეშვიდე დღიდან დიეტა მეორდება.
პლუსი: კილოგრამები ნამდვილად სწრაფად იკარგება!
მინუსი: ნახშირწყლების გამორიცხვა (ენერგიის წყარო) იქამდე მიგიყვანთ, რომ ორგანიზმი კუნთოვანი ქსოვილის გახლეჩას დაიწყებს, რათა შიდა ორგანოების მუშაობის უზრუნველსაყოფად ენერგია იპოვოს. გარდა ამისა, დიეტის ბოლოს დაკლებული წონა აღდგება და ორგანიზმი შელახული რჩება. ცილების დიეტის დროს არა მხოლოდ ცხიმები იკარგება, არამედ კუნთოვანი მასის კილოგრამები. ორგანიზმში ცილების დაშლის პროდუქტები გროვდება. ამის გამო თირკმლები იტანჯება, ხოლო სისხლძარღვებში შარდმჟავა ილექება. ყველაფერ ამას სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების (ვიტამინები, მინერალები, ბოჭკო-უჯრედისების) დეფიციტიც დაუმატეთ.
თუ ამ დიეტას შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ.