გეა, მედიკამენტები

ჰიდროკორტიზონი / HYDROCORTISONE

ჰიდროკორტიზონი / HYDROCORTISONE
Pharmaceutical Company JELFA S.A.
ათქ კლასიფიკაციის კოდი
S01BA02

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
თვალის მალამო: ტუბში 3 გ, 1 გ
ჰიდროკორტიზონის აცეტატი…………………………..5 მლ
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ……………………….. 2,0 მგ
თეთრი ვაზელინი …………………………………………….1,0 გ-მდე

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალება ადგილობრივი გამაყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროკორტიზონი – 0,5% თვალის მალამო შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ანელებენ მექანიკური, ქიმიური ან იმუნოლოგიური გამღიზიანებლებით გამოწვეულ ანთებითი რეაქციის განვითარებას თვალის ქსოვილის საზღვრებში. ამცირებენ შეშუპებას, ფიბრინის ჩალაგებას, სისხლძარღვების მოდუნებას, ლეიკოციტების მიგრაციას, სისხლძარღვების პროლიფერაციას, კოლაგენის ჩალაგებასა და დანაწიბურებას.

ჩვენებები
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის შემაერთებელი გარსის ანთებითი მდგომარეობა.

თვალებისა და ქუთუთოების კიდეების ალერგიული დაავადებები.
ტრავმის შემდგომი პერიოდი ან თვალის კაკალზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევა (ტრავმიდან ან ოპერაციიდან უნდა იყოს გასული არა ნაკლებ 7 დღე).

ასეპტიკური დამწვრობა (ქიმიური, თერმული ან გამოსხივებით გამოწვეული).
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

დოზების რეჟიმი
მალამოს მცირე რაოდენობა გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.
ოფთალმოლოგმა შეიძლება გაახანგრძლივოს სამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდი.
პოსტტრავმატული მდგომარეობა – დღეში 1-2-ჯერ (ტრავმიდან ან ოპერაციიდან გასული უნდა იყოს არა ნაკლებ 7 დღე).

გვერდითი მოვლენები
რქოვანას ეპითელის მთლიანობის დარღვევისას პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს შეხორცება და განაპირობოს თვალის უფრო ღრმა ნაწილის ინფიცირება.
განაპირობებს თვალის ინფექციური დაავადებების გავრცელებას, განსაკუთრებით კი ვირუსულის. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ (3-6 კვირაზე მეტი პერიოდი), განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პირებში, შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის განვითარება.
ასევე, მრავალწლიანი განმეორებითი მკურნალობის შემთხვევაში იწვევს კატარაქტის განვითარებას.
დღის განმავლობაში პრეპარატის ჭარბმა, ხშირმა გამოყენებამ ან მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სტეროიდის შეწოვა და სისტემური ზემოქმედება.

უკუჩვენებები
თვალების ჩირქოვანი, ვირუსული, ტუბერკულოზური, სოკოვანი დაავადებები.
პირველადი გლაუკომა. რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრაქტიკულად არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადა
ინახება არაუმეტეს 250Cტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Pharmaceutical Company JELFA S.A.