ძილის უკმარისობა მხედველობას აქვეითებს
ცუდი ძილი, როგორც ცნობილია, უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, ასევე შეიძლება დეპრესიის მიზეზიც გახდეს.
ბოლო მეცნიერულმა გამოკვლევებმა კი დაადასტურა, რომ უძილობა მხედველობის პრობლემებს აჩენს.
უპირველეს ყოვლისა, უძილო ღამის შემდეგ თვალებში დისკომფორტის შეგრძნება ჩნდება და მხედველობა სიმკვეთრეს კარგავს. თუ ეს სიმპტომები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, შეიძლება ისეთი სერიოზული დაავადება განვითარდეს, როგორიც გლაუკომაა.
ასევე, ძილის უკმარისობის შემთხვევაში არსებობს თვალის ნერვის დაზიანების რისკი, რამაც შეიძლება მხედველობის მყისიერი დაკარგვა, ხშირად მხოლოდ ცალ თვალზე, ან თვალის ნერვის შეშუპება გამოიწვიოს, რაც მკვეთრად აუარესებს მხედველობას.