კლინიკები, სამედიცინო კლინიკები

კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი

კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის/ს  “კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”

მისამართი: თბილისი  0159, კ. ჩაჩავას ქ. #5
ტელ:  252-20-79; 252-09-74
ელ. ფოსტა: center of. surgery@gmail.com
ფაქსი:  (995-32) 252-10 -75

ცენტრის შესახებ:

საქართველოში მეცნიერული ქირურგიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსებას, რომელიც შეიქმნა ქ. თბილისში 1946 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში.

მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და ქირურგი, საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საბჭოთა კავშირის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე. ხოლო 1968 წელს აშენდა ქირურგიის ინსტიტუტის ახალი კომპლექსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, კონსტანტინე ერისთავის ინიციატივით.

წლების მანძილზე ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა დ მისი გართულებების, მუცლის ღრუს ორგანოთა სიმსივნეების, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაავადებათა კლინიკის, დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის საკითხები. დანერგილია და ფართოდ გამოიყენება ავადმყოფთა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები.

წარმატებით ტარდება რენტგენო-კონტრასტული გამოკვლევები და ოპერაციები. დამუშავებულია ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის მეთოდები, რომელიც მიმართულია ღვიძლის დიფუზური და კეროვანი დაავადებების, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის პათოლოგიისას მაკორეგირებელი, კომპენსატორული და ორგანოს ჩანაცვლებითი ქირურგიის მეთოდების სრულყოფაზე.

დაწესებულებაში ფართოდ კეთდება ოპერაციები სისხლძარღვებზე. მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: კიდურების ქრონიკული სისხლძარღვოვანი უკმარისობის ქირურგიული მკურნალობა, მოზარდებში თანდაყოლილი და შეძენილი სისხლძარღვების პათოლოგიის მკურნალობა.

ფუნქციონირებს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილება. პრაქტიკული მუშაობა მოიცავს პლასტიკურ-ესთეტიკურ და პლასტიკურ-ფუნქციონალურ აღდგენით ქირურგიას (თითების რეპლანტაცია, თითების და ფუნქციურად საჭირო ქსოვილების და ორგანოების აუტოტრანსპლანტაცია, ძვალ-სახსროვან-კუნთოვანი და სისხლძარღვთა სისტემების თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების, პერიფერიული ნერვების და ნერვული წნულების დაზიანებათა მკურნალობა). სრულდება ოპერაციები მიკროქირურგიული მეთოდით. მოწოდებულია ტერფმრუდობის მკურნალობის ახალი შერწყმული მეთოდი. მიმდინარეობს რეინოს დაავადების თანამედროვე ასპექტების, დიბეტური ანგიოპათიების და მხრის წნულის ტრამვული და თანდაყოლილი დაზიანებათა მკურნალობა.
წარმატებით კეთდება ოპერაციები ლაპარასკოპიული მეთოდით, გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებენ ონკოლოგიის, ორთოპედია-ტრამვატოლოგიის და თვალის ქირურგიის განყოფილებები.
2012 წლის დასაწყისში გაიხსნა ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და კვლევების ფართო სპექტრის წარმოების შესაძლებლობით.

მომსახურება:

  • ზოგადი ქირურგია
  • ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის სამსახური
  • სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
  • ინტერვენციული რადიოლოგია
  • ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგია
  • თორაკალური ქირურგია
  • ონკოლოგია
  • რადიოლოგია
  • ციტოლოგია
  • ენდოსკოპია
  • ანესთეზიოლოგია-რეანიმაცია
  • სისხლის გადასხმა
  • ლაბორატორია
  • უროლოგია
  • ოტო-რინოლარინგოლოგია
  • ფიზიოთერაპია
  • ოფთალმოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ტრამვატოლოგია
  • თერაპია
  • კარდიოლოგია
  • რენტგენოლოგია

აბდომინალური ქირურგია:

  • ლაპარასკოპიული ქირურგია,
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები კუჭზე,
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები ნაწლავებზე,
  • ოპერაციები ღვიძლზე,
  • ექინოკოკექტომია,
  • სპლენექტომია,
  • ქოლეცისტექტომია,
  • ქოლედოქოლითოტომია, სანაღვლე გზების გარე და შიდა დრენირება
  • ჰეპატიკოენტეროსტომია
  • თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა საპროთეზო მასალით,
  • ნისენ–როზეტის ოპერაცია

თორაკალური ქირურგია:

  • ფილტვის აბსცესი;
  • ფილტვის ექინოკოკი;
  • კეთილთვისებიანი სიმსივნეები: შუასაყრის, ფილტვის.

ონკოქირურგია:

  • კენიო–მაილსის ოპერაცია
  • სწორი ნაწლავის წინა დაბალი რეზექცია ჰარტმანის ტიპის კოლოსტომის ფორმირებითნ
  • სიგმო–ტრანსვერზო–ანასტომოზის ფორმირება
  • ჰემიკოლექტომია
  • ტოტალური კოლექტომია
  • ჰემიჰეპატექტომია
  • ღვიძლის ატიპური და კიდითი რეზექციები
  • გასტრექტომია თორაკო–აბდომინალური მიდგომით
  • ტრანსაბდომინალური გასტრექტომია

პლასტიკური და რეკონსტრუქციული სისხლძარღვთა ქირურგია:

  • მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა
  • მაგისტრალურ სისხლძარღვთა პროთეზირება
  • აორტო–ბიფემორალური შუნტირება
  • აქსილო–ფერმორალური შუნტირება
  • ბრაქიო–რადიალური შუნტირება
  • აორტორაფია
  • არტერიორაფია
  • ფლებორაფია
  • კომბინირებული ფლებექტომია
  • არტერიო–ფლებორაფია, რეკონსტრუქციული ოპერაცია
  • თითების აუტოტრანსპლანტაცია (მტევანზე, ტერფიდან მტევანზე)
  • ტაკვის ფორმირება
  • ტენდოპლასტიკა, ტენდოტრანსპოზიცია
  • ლაპარასკოპიული ქირურგია
  • თორაკალური ქირურგია
  • ტრავმატოლოგია

ენდოვასკულარული და რენტგენოკონტრასტული ოპერაციული ჩარევები და  ქირურგიული მანიპულაციები:

  • პუნქციური არტერიოგრაფია
  • აორტოგრაფია
  • ფილტვიდან სისხლდენის შეჩერება
  • უცხო სხეულის ამოღება
  • სელექტიური ანგიოგრაფია
  • ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება
  • ტ.კ.ტ.ჰ. ქოლანგიოგრაფია, სტენტირება
  • ტ.კ.ტ.ჰ. ქოლანგიოგრაფია, გარე დრენირებით
  • ვარიკოცელე (სათესლე ვენის ემბოლიზაცია)
  • ოვარიკოცელე (საკვერცხე ვენის ემბოლიზაცია)

ცენტრის მედ -პერსონალი:

  • კახი მუხიგულაშვილი — კლინიკის დირექტორი
  • თეა გამეზარდაშვილი — სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
  • თენგიზ აბულაძე  — დირექტორის მოადგილე

ექიმები:

  • ირაკლი ფერაძე — სისხლძარღვთა ქირურგი, მედ. დოქტორი, სრული პროფესორი, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ზურაბ თუზბაია   –  ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ზოგადი ქირურგიის სამსახურის უფროსი
  • ლაშა კალმახელიძე —  ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, ასისტენტ-პროფესორი
  • ბესარიონ ბურჯალიანი — ზოგადი ქირურგი
  • თემურ მელიქიძე  —   ზოგადი ქირურგი
  • გიორგი კორახაშვილი —  ზოგადი ქირურგი
  • ლერი ფილფანი —  ზოგადი ქირურგი
  • ალექსანდრე თოდუა—  ზოგადი ქირურგი
  • გიორგი შარაშიძე —  ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი
  • თენგიზ ბოჭოიძე —  ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი, საოპერაციო სამსახურის უფროსი
  • სერგო ციცხვაია  —  თორაკალური ქირურგი, მედიცინის  დოქტორი
  • იური თავდიდიშვილი — ქირურგი — პროქტოლოგი
  • კახა ჩიქოვანი   —    ზოგადი ქირურგი
  • ირაკლი ღლონტი  —     ზოგადი ქირურგი
  • ლეილა ბოჭოიძე    —   რეანიმატოლოგი, რენიმაციისა და ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელი
  • ვადიმ ფედოსეევი   —    რეანიმატოლოგი
  • ნუგზარ კაჭახიძე    —   რეანიმატოლოგი
  • ლალი მარინაშვილი   —    ანესთეზიოლოგი
  • რუზანა ოვაციანი _     ანესთეზიოლოგი
  • სირაძე ინეზა  —  ანესთეზიოლოგი
  • ეკატერინე გურგენიძე  — ანესთეზიოლოგი
  • მიხეილ ღონღაძე  —   ზოგადი ქირურგი, ნეფროლოგი, მედიცინის  დოქტორი, თირკმლის ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის სამსახურის უფროსი
  • ნინო შონია —     ნეფროლოგი
  • ნანა სადუნიშვილი  — ნეფროლოგი
  • ტრისტან ფერაძე — სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკოსტრუქციული  ქირურგი  მედ. მეც. დოქტორი, პროფესორი, ანგილოგიისა და რეკოსტრუქციული ქირურგიის სამსახურის უფროსი
  • გივი წიწუაშვილი — სისხლძარღვთა ქირურგი, მედ. მეც. დოქტორი.
  • ალექსანდრე ღოღელიანი — სისხლძარღვთა ქირურგი
  • თეიმურაზ მოსიავა   —  სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკოსტრუქციული  ქირურგი  მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი
  • მამუკა ბარათაშვილი — სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკოსტრუქციული ქირურგი
  • ზურაბ რევია   —     რენტგენოქირურგი
  • ირინა ჩხაიძე   —    თერაპევტი
  • ავთანდილ ღირდალაძე  —  ზოგადი ქირურგი,  მედიცინის დოქტორი, ასოცირებული  პროფესორი, ჰეპატობილიარული ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი
  • თეიმურაზ ბოლქვაძე  – ზოგადი ქირურგი
  • გიორგი ელისაბედაშვილი — ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მიმღებ-დიაგნოსტიკური სამსახურის უფროსი
  • მალხაზ ინანიშვილი — ენდოსკოპისტი
  • თამაზ ჯაფარიძე —  ტრამვატოლოგი
  • თეონა ხურციძე —  ოტო-რინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • მაყვალა სიჭინავა — ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • ვახტანგ გაჩეჩილაძე  — ოფთალმოლოგი
  • მაკა ბარბაქაძე  — ოფთალმოლოგი
  • ანდრო ნადარეიშვილი —  კარდიოქირურგი, მედ.მეც. დოქტორი, აკადემიის ნამდვილი წევრი
  • ციცინო ბასილაშვილი  — ეპიდემიოლოგი
  • ნინო გიგაური   —     ექიმი-რენტგენოლოგი
  • ნონა მოსიავა   —    ფიზიოთერაპევტი
  • ნანული მხეიძე    —   ტრანსფუზიოლოგი
  • ნანა თავამაიშვილი  —  რადიოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, მედ. დოქტორი
  • ზურაბ ხაჯალია —  რადიოლოგი
  • ნათია მამრიკიშვილი  — რადიოლოგი
  • ტატიანა ნურალოვა —   ბაქტერიოლოგი
  • ცირა ჟრენტი —  ციტოლოგი, მედ. მეც. დოქტორი
  • მამუკა ჩხაიძე — პათომორფოლოგი, მედიცინის დოქტორი
  • დაჩი ბერულავა — უროლოგი, უროლოგიური სამსახურის უფროსი