კლინიკები, ფარმაცევტული კომპანიები

ფარმაცევტული კომპანია “ნატურფარმი”

https://lh4.googleusercontent.com/-scrHQwChh1Q/TtOaNeBXEAI/AAAAAAAAAi4/TUx6KZKafoA/s180/276400_193907327348667_1627838998_n.jpgმისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, III მ. რ 303 კორპ.
ტელ: 2 14 57 88
ელ-ფოსტა: info@naturpharmi.ge
ვებ-გვერდი: www.naturpharmi.ge

მალხაზ ჩხიკვაძე – დირექტორი
მობ:  (+995 593) 30 09 59
ელ-ფოსტა: maxo.ch@gmail.com

ლევან გოგიბერიძე – წარმოების უფროსი
ელ-ფოსტა: levani@naturpharmi.ge

შპს “ნატურფარმი” საქართველოში სამკურნალო მცენარეული პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებელია. უკვე ათი წელია კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე და მომხმარებელს სამოცდაათზე მეტი დასახელების მედიკამენტს სთავაზობს.

კომპანიის პროდუქციის უდიდეს ნაწილს შეადგენს ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული საშუალებებისგან დამზადებული მედიკამენტები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

ფირმის მიერ წარმოებული საშუალებები დიდი ხანია ცნობილია ქართულ და უცხოურ ხალხურ მედიცინაში და რეკომენდებულია მეცნიერულ მედიცინაში ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ.

10-15 წელია მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული საშუალებებისგან დამზადებულ პრეპარატებზე. მცენარეული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებები ეფექტურია და ქიმიური და სინთეზური სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები ფაქტობრივად არ გააჩნია.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა სამკურნალო საშუალებებს: ნაყენებს 25 მლ-იან და 50 მლ-იან ფლაკონებში, დაქუცმაცებულ მცენარეებს 30, 50 და 100 გ-იან მუყაოს კოლოფებში და სიახლეს — სამკურნალო მცენარეებს გრანულირებული ფორმით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის მიღებული.

მაღალტექნოლოგიური აპარატურა აკმაყოფილებს ხარისხიანი პრეპარატის მომზადებისა და მიღების პირობებს, რაც იძლევა საშუალებას გრანულები მიღებულ იქნეს მცენარის და მხოლოდ წყლის როგორც შემავსებლის გამოყენებით. ამის გამო მცენარე სავსებით ინარჩუნებს მოქმედი ნივთიერებების აქტივობას და ბუნებრივ თვისებებს.

მავნე ბაქტერიებისა და დაბინძურებული მიკრობიოლოგიური ელემენტების გასანადგურებლად გრანულები ინფრაწითელი სხივებით მუშავდება, რაც მინიმუმ 2-ჯერ ზრდის პრეპარატის სტაბილურობისა და შენახვის ვადას. ამასთანავე, გრანულები მოთავსებულია ქილაში, რომელსაც აქვს დამცავი სახურავი, რის გამოც უცხო სხულებით შიგთავსის დაბინძურება ფაქტობრივად გამორიცხულია.

გრანულებს აქვს ფორები, რის გამოც მდუღარე წყალთან ზედაპირული შეხებისას ადვილად იხსნება და უკვე 15-20 წუთის შემდეგ ექსტრაქტის გამოსავლიანობა აღწევს მაქსიმუმს.
მცენარეულ ნაკრებებში ნედლეულის ჰომოგენიზაცია და პლასტიკაცია კომპონენტთა თანაბარ გადანაწილებას განაპირობებს.

გრანულირებული პრეპარატი მაღალეფექტურ სამკურნალო თვისებებთან ერთად მოხმარების სიმარტივით და გამოყენების პრაქტიკულობითაც გამოირჩევა. მომხმარებელი გრანულებს ხელით არ ეხება — შეფუთვას მოჰყვება კოვზი-დოზატორი, რომელიც აადვილებს პრეპარატის ზუსტ დოზირებას და იძლევა საშუალებას, უდანაკარგოდ მომზადდეს და იქნეს მიღებული ერთჯერადი ან დღიური დოზა.

გრანულებს არ სჭირდება ხარშვა, გამოწურვა, ფილტრაცია. პრეპარატის მომზადება და მიღება შესაძლებელია 20-25 წუთში.
შეფუთვის პრაქტიკულობა და ნაყენის მომზადების სიმარტივე აადვილებს პრეპარატის ტრანსპორტირებას. მისი გამოყენება მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას (სახლში, სამსახურში და ა.შ.) შეუძლია.

ხაზგასმას იმსახურებს გრანულირებული პრეპარატების ხელმისაწვდომი ფასები და სიიაფე არამცენარეულ ანალოგებთან შედარებით.
კომპანია “ნატურფარმი” სამკურნალო მცენარეებთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს ათამდე დასახელების სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ პრეპარატებს, აგრეთვე ცნობილ სპაზმოლიზურ და სედაციურ საშუალება კორვალოლს ახალი სახელით — კორვალოლი–ნატი.

https://lh3.googleusercontent.com/-BZnwk3BXqCM/TtYgx08taqI/AAAAAAAAAkI/RWH9aeyLy8M/s196/simindi.pnghttps://lh3.googleusercontent.com/-h0v87ZhhqUc/TtYwAjtWVQI/AAAAAAAAAkw/M3gPywJWpPY/s196/askili.pnghttps://lh5.googleusercontent.com/-NUjmQqZrQ4U/TtY0hrLkrWI/AAAAAAAAAlA/yTCTndhOyoY/s196/gvirila.pnghttps://lh3.googleusercontent.com/-a-JkFzZEsgM/TtY1JCHo0rI/AAAAAAAAAlQ/AkgDxKXkqZ0/s196/gulkvitela.png

https://lh5.googleusercontent.com/-amrq0c_JUYE/TtZKaJJClcI/AAAAAAAAAng/6UelTMK39kk/s196/sinamaqi.pnghttps://lh5.googleusercontent.com/-IY7bzYJBmLA/Ttd-3I6B9XI/AAAAAAAAAnw/QVUNZrMkb9k/s195/chinchari.pnghttps://lh5.googleusercontent.com/-HpWJ1xo09G0/TtYfRcq9oVI/AAAAAAAAAj4/VnZRfkg5068/s196/uronati.pnghttps://lh6.googleusercontent.com/-hhWIBNc28kY/TtZJkXT2c8I/AAAAAAAAAnY/gaNkXZnnIo0/s196/alinati.png

https://lh3.googleusercontent.com/-ncg3S_-cXlQ/TteKXsnRGgI/AAAAAAAAApI/oMtmUyyewHg/s600/photo_14292_large_86044.jpegმომზადების წესი

ნაყენების მომზადების ზოგადი წესები
პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო მცენარეების სწორ შერჩევას, დოზირებას და მიღების წესს. ამასთან ერთად მკურნალობის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული წამლის (ნაყენები, ნახარშები) სწორად მომზადებაზე.

შპს “ნატურფარმის” მიერ წარმოებული პრეპარატები დაწვრილმანებული მცენარეები და გრანულები საჭიროებს მომზადების სხვადასხვა წესს:
გრანულების შემთხვევაში ნაყენი მზადდება ხარშვის გარეშე
გრანულებიდან ნაყენის მომზადების წესი.

2 დოზატორ ან 1 ჩაის კოვზ გრანულებს ათავსებენ ჭიქაში, ამატებენ 120-150 მლ ადუღებულ წყალს, აყოვნებენ 1-2 წუთი,ურევენ ორი-სამი წუთი გრანულების გახსნამდე. ნაყენს აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე და უკვე 15-20 წუთის შემდეგ შესაძლებელია მისი მიღება. დარჩენილი ნალექის გამოყენება არ შეიძლება. შესაძლებელია ნაყენის დატკბობა.

სამკურნალო მცენარეებიდან ნაყენის მომზადების ზოგადი წესი:

სახლის პირობებში ანოტაციაში მითითებულ ნედლეულის რაოდენობას ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ამატებენ 200 მლ. მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წთ-ის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200 მლ-მდე.