სასარგებლო რჩევები

დაღლილობამ რომ არ გაგცეთ

აბაზანავერავითარი კოსმეტიკა ვერ შენიღბავს გადაქანცვით, დაავადებით ან ავიტამინოზით გამოწვეულ ქრონიკულ დაღლას. დაღლილ ადამიანს ჩამქრალი მზერა და უხალისობა ყოველთვის გასცემს.

როგორ გავმხნევდეთ?

სულაც არ არის აუცილებელი ყავის დალევა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, კარგად გამოიძინოთ. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია? მძიმე სამუშაო დღე გქონდათ, ხვალ ისევ დილაადრიან უნდა ადგეთ.

ასეთ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება ძილის წინ აბაზანის მიღებაა, თანაც არა უბრალო, არამედ განსაკუთრებულის:

  • აიღეთ ერთი ლიმონი, თხელ ფენებად დაჭერით, დაასხით იმდენი თბილი წყალი, რომ დაფაროს და ჯამში დაახლოებით 2-3 საათი დატოვეთ. ეს ნაყენი შემდეგ აბაზანაში ჩაუშვით. წყლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე ნაკლები არ უნდა იყოს (ოპტიმალური 39 გრადუსია). აბაზანაში 20 წუთით ჩაწექით. დაგავიწყდებათ, როგორი მძიმე დღე გქონდათ.
  • დაღლილობის მოსახსნელად, განწყობის ასამაღლებლად და გასამხნევებლად ერთ ძველ მეთოდს შეგახსენებთ: ორი ფორთოხალი კარგად გარეცხეთ. ქერქი მოაცილეთ, გამოაშრეთ, ფხვნილად აქციეთ და ორი სუფრის კოვზი მცენარეული (უმჯობესია ზეითუნის) ზეთი დაასხით. მიღებული მასა თბილ აბაზანაში ჩაასხით და ოცი წუთით ჩაწექით.

იფიქრეთ თქვენს კვებაზეც. თუ ადვილად იღლებით, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით ღარიბია. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დიდი შესაძლებლობა იმალება ბუნებაში. მისით სარგებლობა საკვების წყალობით შეგვიძლია:

ბანანი ავსებს ენერგიის მარაგს: 

ის ენერგიის წყაროა, არც ერთი ხილი ისე დიდხანს არ ავსებს ორგანიზმს სიმხნევით (45-60 წუთი), როგორც ბანანი. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომ მალე ანაყრებს. ბაბანი ასევე მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან ნალექები გამოაქვს, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას აცხრობს, სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს, იმუნიტეტს აძლიერებს, ძილს აღადგენს და ნერვებს ამშვიდებს, ხოლო მასში შემავალი კალიუმი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ;

კაკალი ამშვიდებს ნერვებს: 

ის ნერვების საკ­ვებია. თუ ნერვები მო­შ­ლ­ილი გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი. მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას ამაგრებს, გონებრივ მუშაობას ააქტიურებს, გაღიზიანების გამოვლენასა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას აფერხებს;

ან­ანასი:

სტიმულს აძლევს ნივთიერებათა ცვლას;

პომიდორი სასარგებლოა გულისთვის:

ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც გულის მუშაობისა და სისხლძარღვების კარგი მდგომარეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია;

ნიორი იმუნურ სი­სტემას აძლიერებს:

მასში შემავალი ცილა სტიმულს აძლევს ანტისხეულების გა­მომუშავებას, რომელიც გა­რემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს;

სტაფილო უჯრედების მკვებავი ნივთიერებაა: 

უჯრედების ახალგაზრდო­ბის წყაროა ვიტამინი A, რომლითაც ასე მდიდარია სტაფილო. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე ზრუნავს. ასევე კანს გარემოს დამღუპველი ზემოქმ­ედებისგან იცავს, ელ­ასტიკურს ხდის. გარდა ამისა, სტაფილო ორგანიზმს აწვდის ბეტა-კაროტინს, რომელიც ნაწლავების კიბოს აღმოცენებას აფერხებს;

რძეს ბედნიერება მოაქვს:

რძის ცილა ბევრ ტიროზინს შეიცავს. ეს ამინმჟავა თავის ტვინში ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის, გამომუშავებას ააქტიურებს. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს მუწუკებისგან წმენდს, თავის კანს ამაგრებს, რაც თმის ხარისხზე სასიკეთოდ აირეკლება;

ხახვი ნაადრევი სიბერისგან დაგიცავთ :

მასში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც ქიმიური შემადგენლობითა და მოქმედებით ადამიანის სასქესო ჰორმონების მსგავსია. ის სტიმულს აძლევს ორგანიზმის სისტემას, ნაადრევ დაბერებას აგაცილებთ. ამ ნივთიერების ყველაზე მეტი რაოდენობა ვარდისფერი ჯიშის ხახვშია.