სასარგებლო რჩევები

დაეხმარეთ ხელებს

ხელებისადღესასწაულო დღეებში ყველაზე დიდი ჯაფა სწორედ ხელებს ადგება, ამიტომ დახმარებასაც, უპირველეს ყოვლისა, ისინი საჭიროებენ.

დღესდღეობით კანის გაწმენდისთვის უამრავი საშუალება არსებობს, ერთ-ერთი მათგანის მომზადება თვითონაც შეგიძლიათ სახლის პირობებში.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარილი (სუფრის ან ზღვის) და აურიეთ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში. მასაში დაასველეთ ბამბის ტამპონი და ნაზად შეიზილეთ ხელებში. მარილი მოაცილებს კანს გარქოვანებულ ნაწილებს, ხოლო მცენარეული ზეთი არა მარტო ხელს შეუშლის კანის გაღიზიანებას, არამედ საკმაოდ ეფექტურად დაარბილებს კიდეც.

B და C ჯგუფის ვიტამინები კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს. ისინი საკმაო რაოდენობითაა სიბერის საწინააღმდეგო საშუალებებში. ვიტამინები აჩქარებს კანის უჯრედების განახლების პროცესს, ამცირებს გაღიზიანებას, სიწითლეს და ნაოჭების წარმოშობას. ასევე მკვეთრად აუფერულებს ასაკობრივ ლაქებს.