ავიტა, მედიკამენტები

ბიფლაზიმი®/ BIFLAZYM®

ბიფლაზიმი®/ BIFLAZYM® – ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
300 ერთ. BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი
300 ერთ. BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი.
დამხმარე ნივთიერებები: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი, სეპისპერსი ცისფერი K1009.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიფლაზიმი® მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ძლიერმოქმედი პროტეაზული ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით.
გასტრორეზისტენტული და ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები, მხოლოდ ნაწლავში შეწოვის გამო უზრუნველყოფენ როგორც კარგ ამტანობას, ასევე მაღალ ეფექტურობას.

ჩვენებები:
ანთება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშვებისა და ლოკალიზაციის მიუხედავად, განსაკუთრებით:
ტრავმატოლოგიასა და ქირურგიაში:
პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პტოფილაქტიკა.
დაჭიმულობები, ჰემატომები, მოტეხილობებისა და პოსტოპერაციული შეშუპებების შედეგები.
ლორ პრაქტიკაში:
ფარინგიტები, ლარინგიტები, სინუსიტები, ოტიტები, ევსტაქიტები.
ოფთალმოლოგიაში:
თვალის ტრავმები, ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში.
პულმონოლოგიაში:
ბრონქფილტვის ტრაქტის ანთება და ტრაქეობრონქიტები.
სტომატოლოგიაში:
კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.
გინეკოლოგიაში:
მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, პერინეალური შეშუპება, მასტიტები.
ბიფლაზიმი® ასევე აუმჯობესებს ანტიბიოტიკების დუფუზიას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით ლორ-ორგანოებში, ბრონქფილტვის ტრაქტში და პირის ღრუში.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტრიფსინის ან ქიმოტრიფსინის მიმართ.

გაფრთხილება:
ინფექციების დროს უნდა მოხდეს პრეპარატის ანტიბიოტიკებთან კომბინირება.

დოზები და გამოყენების წესი:
მიიღება პეროს, დაღეჭვის გარეშე, 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.

გამოშვების ფორმა:
ბიფლაზიმი შემოგარსული ტაბლეტები #20.

მწარმოებელი:
Amoun Pharmaceutical Co. S.A.E.
ელ-უბურ სიტი, ქაირო, ეგვიპტე.