ავიტა, მედიკამენტები

იმუვიტი/IMMUVIT

იმუვიტი/IMMUVIT (რბილი კაფსულები) – საერთაშორისო დასახელება
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ანტიოქსიდანტური საშუალებები

შემადგენლობა:
ერთი რბილი კაფსულა შეიცავს:
ნატურალური ß-კაროტინი (პროვიტამინ A) 20 მგ (26 000 სე)
С ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) 200 მგ
E ვიტამინს (დ-ა ტოკოფეროლი) 200 მგ
სელენის საფუძველი (Selenhefe)50მგ (50 მკგ სელენი)

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:
ვიტამინები A (ß-კაროტინი), C,E და სელენის საფუძველი მიეკუთვნებიან რა ეფექტურ ანტიოქსიდანტებს, ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. ოქსიდანტური მოქმედების თავიდან აცილების წყალობით, იმუვიტი იცავს უჯრედის მემბრანის სტრუქტურას და ააქტივებს უჯრედულ ფუნქციებს. ამგვარად ხელს უწყობს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ზრდას.
ß-კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად და პოზიტიურად მოქმედებს მხედველობაზე, ზრდის პროცესზე, ორგანიზმის განვითარებაზე, ეპითელური უჯრედების გამრავლებასა და დიფერენცირებაზე და აუცილებელია იმუნური სისტემის და რეპროდუქციისთვის.
ვიტამინი C აძლიერებს ქსოვილთა რეგენერაციის უნარს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობისუნარიანობას გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ავტონომიური პროცესების რეგულაციაში. აადვილებს კორტიზონის სინთეზს და აუცილებელია ქოლესტეროლის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისთვის.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტურ თვისებებთან ერთად, წარმოადგენს იმუნური სისტემის სტიმულატორს. ხელს უშლის ლიპიდების პეროქსიდაციას, ხელს უწყობს კაპილარული, მიტოქონდრიალური და ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას. იცავს უჯრედულ სტრუქტურებს, ზრდის ერითროციტების წინააღმდეგობის უნარს. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.
სელენის ფუძე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედშიდა ციტოზალური და მიტოქონდრიალური გლუტათიონური ენზიმების ანტიოქსიდანტური თვისებების გამოვლენაში. გარდა ამისა, ასრულებს დაცვით ფუნქციას თრომბოციტების ჰემოსტაზსა და კარდიოვასკულარული დაავადებების დროს. ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მენოპაუზის დროს, ხანშიშესულებში და გარემოს დაბინძურების პირობებში იმუვიტზე მოთხოვნილება იზრდება.

ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები:
იმუვიტი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ß-კაროტინი, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება A ვიტამინად და ტრანსპორტირდება სისხლში ცილების მეშვეობით.
ასკორბინმჟავას დაახლოებით 25% უერთდება პლაზმის პროტეინებს.
E ვიტამინი ტრანსპორტირდება ლიპოპროტეინების მიერ.
სელენი სისხლში მცირე რაოდენობით ფიქსირდება.
იმუვიტი ნაწილდება ყველა ქსოვილში, გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები:
გამოიყენება დამატების სახით ვიტამინების ნაკლებობის ფონზე, რომლებსაც შეიცავსპრეპარატი.

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია იმ პაციენტთათვის, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ და აგრეთვე A ჰიპერვიტამინოზების დროს.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება:
ძირითადად სერიოზული გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება.
მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს და ანტიკოაგულანტებს, იმუვიტის მიღება შეიძლება იყოს სარისკო.

გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორგანიზმის მოთხოვნილება A, C, E ვიტამინებისა და სელენის მიმართ იზრდება. ასეთი მდგომარეობების დროს პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი ეფექტები:
მითითებულ დოზებში არანაირი გვერდითი მოვლენა არ აღინიშნება. მაღალი დოზების მიღებისას, შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ტკივილი მუცლის არეში.
მოულოდნელი ეფექტების განვითარების შემთხვევაში
დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ გამოიყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ A ვიტამინს.ორალური კონტრაცეპტივები ორგანიზმში აქვეითებენС ვიტამინის შემცველობას. С ვიტამინი ამცირებს ვარფარინის აქტივობას. ალფა-ტოკოფეროლი ამცირებს K ვიტამინის შეწოვას.

მიღების წესი და დოზირება:
ექიმის რეკომენდაციით:
პროფილაქტიკის მიზნით : 1-2 რბილი კაფსულა დღეში.
მკურნალობს მიზნით: 2-3 რბილი კაფსულა დღეში.

შენახვის წესი:
შეინახეთ შეფუთვაში, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.

გამოშვების ფორმა:
ბლისტერ შეფუთვაში 30 და 100 რბილი კაფსულა.

მწარმოებლის სახელი და მისამართი:
კოჩაკ ფარმა ილაჩ ვე კიმია სანაიი ა.შ.
ბაგლარბაში, გაზი ჩად. 64-66
უსკიუდარ/სტამბული.

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი: 03.08.2001197/57

წარმოების ადგილი:
კოჩაკ ფარმა ილაჩ ვე კიმია სანაიი ა.შ.
ორგანიზე სანაიი ბიოლგესი
ჩერკეზკოი/ტეკირდაგ

იყიდება რეცეპტის გარეშე.