ორონორმი სპრეი/Oronorm spray
ორონორმი სპრეი/Oronorm spray-ის შემადგენლობა:
100მლ ხსნარი შეიცავს:
ბენზოკაინს _ 1.5გ
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს—–0.15გ
ცეტალკონიუმის ქლორიდს ——–0.0413გ
დამატებითი ნივთიერებები:
გლიცეროლი 87%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური
და ადგილობრივი მაანესთეზირებელი საშუალება პირის ღრუსა და ყელისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორონორმს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და
ადგილობრივი მაანესთეზირებელი მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს
ადგილობრივ ანესთეტიკს. ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 0.15%
კონცენტრაციით ახდენს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ცეტალკონიუმის ქლორიდი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტისეპტიკს. იგი
აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, უფრო ნაკლებად –
გრამუარყოფით ბაქტერიების, ასევე სოკოების და ვირუსების მიმართ.
ჩვენებები:
ორონორმი სპრეი ინიშნება ტკივილების და ანთების საწინააღმდეგოდ შემდეგ შემთხვევებში:
- გინგივიტები
- ფარინგიტები და ტონზილიტები
- ტონზილექტომიამდე და მის შემდეგ, კბილის ექსტრაქციის და სხვასტომატოლოგიური ოპერაციების დროს.
- პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებები
- პირის ღრუს და ხახის ინფექციური დაავადებები
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსისწყლულები. მაგ. აფთოზურიწყლულები.
ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი დაპროფილაქტიკური ანტისეპტიკი პირის ღრუს გასაწმენდად პათოგენური
მიკროორგანიზმებისაგან.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას.
პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი
საკვების მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და
მოხუცებული პაციენტების შემთხვევაში. არ არის რეკომენდებული საკვების
მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა მაშინ როდესაც პირის ღრუ
ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის ანესთეზიამ შეიძლება
გამოიწვიოს ღეჭვის დროს პირის ღრუს ტრავმა).
გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი
დოზირება და გამოყენების წესი:
ყველა მიღების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.
მოზრდილებში – 2შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს
16 შესხურებისა).
ბავშვებში 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს
8 შესხურებისა).
არ არის რეკომენდებული ხანდაზმულ პაციენტებში ყლაპვის შესაძლო
გაძნელების გამო.
გამოშვების ფორმა:
ორონორმი სპრეი – 25 მლ ალუმინის ბალონში თავის დაბოლოებასთან ერთად.
შენახვის პირობები: შეინახეთ ყუთში მაღალი ტემპერატურისაგან მოშორებით და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 4 წელი
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ
მწარმოებელი:
Amoun Phermaceutical Co. S.A.E, EL-Obour City, Cairo, Egypt.